თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2014, 10:58
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1988,
კომენტარები: 5
გვარდიოლა: "ჩვენ ვიცით თუ როგორ ვითამაშოთ იუნაიტედის წინააღმდეგ"
ხოსეპ გუარდიოლა დღევანდელ მატჩზე საუბრობს.
გვარდიოლა:
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ აღიარა, რომ იგი დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ელის.

"ეს დიდ ყურადღებაზე ორიენტირებული მატჩი იქნება. ჩვენ ბევრ ზეწოლას განვიცდით, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვრძნობთ რომ ასეთ პირობებში თამაში შეგვიძლია. პირველი მატჩის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ იუნაიტედის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე ვიცით მათი სუსტი და ძლიერი მხარეები."-განაცხადა გუარდიოლამ პრესკონფერენციაზე

"იუნაიტედი დიდი გუნდია. იუნაიტედს აქვს შანსები, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში გავიდეს. მიუხედავად ამისა, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და გარკვეული უპირატესობა გვაქვს. ჩვენ ვთამაშობთ საკუთარ კედლებში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ. ფანები ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მათ შეუძლიათ მატჩის ბედიც კი გადაწყვიტონ. ისინი მოედანზე მეთორმეტე მოთამაშეები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მანჩესტერელები კარგ დაცვას ითამაშებენ და კონტრშეტევებშიც კარგად ჩაერთვებიან."

"უეინ რუნი შესანიშნავი ფეხბურთელია. იგი ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც მე ჩემს კარიერაში მინახავს. მასზე ბევრი ჭორი იყო წამოგორებული თითქოს იგი დღევანდელ მატჩს გამოტოვებდა, მაგრამ მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ უეინი დღეს ითამაშებს. შემიძლია ერთ დიდ კათხა ლუდზეც დაგენიძლავოთ."


წყარო



ჟურნალისტის კითხვაზე მზად არიან თუ არა გერმანელები პენალტების სერიისათვის, გუარდიოლამ უპასუხა:

"ტექნიკა ასეთ დროს მეორე ადგილზე რჩება. თერთმეტ მეტრიანთა სერიაში აუცილებელია გამედაობა, შემდეგ კი ფსიქოლოგია."–დაასრულა გუარდიოლამ


ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
9 აპრილი 2014 11:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ურთულესი მატჩი გველის

კაგავა ძირითადში იანგი ხაზის აქეთ გადმოსული არ ვნახო
0
№2
ავტორი: ლადო
9 აპრილი 2014 11:05
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
კაგავა, რუნი, ველბეკი და იანუზაი მინდა ძირითადში...
0
№3
ავტორი: chudikone
9 აპრილი 2014 11:55
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მალე დაიწყოს რა თამაშიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Manchester_M
9 აპრილი 2014 11:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ იანგი არ იყოს ძირითადში საერთოდ განაცხადში ესაა მთავარი დალშე ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერეთ :D
0
№5
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2014 13:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი შანსია პენალტებამდეც მივიდეს საქმე. იციან ჩვენი სუსტი მხარეები, მაგრამ ზატო ჩვენც ვიცით მაგათი. იმედია გავალთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top