თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2014, 12:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3092,
კომენტარები: 14
რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?
მატჩის მსვლელობა, ემოციები, ფერგიუსონის გარდასახვა.
რა ხდებოდა
გულშემატკივართა ნაწილს "იუნაიტედის" ნახევარფინალში გასვლის იმედი ჯერ კიდევ კენჭისყრაზე გადაეწურათ და ეს გარკვეულწილად გასაგებიც იყო. ჩვენი კლუბი მოქმედ ჩემპიონს, "მიუნხენის ბაიერნს" უპირისპირდება. თუმცა მათ დაავიწყდათ, რომ ისინი "იუნაიტედის" გულშემატკივრები არიან, კლუბის, რომელიც არასდროს კარგავს იმედს და მათი მთავარი იარაღი რწმენაა. არ იქნება მარტივი გერმანიაში გამარჯვება, მაგრამ ეს არც შეუძლებელია.

გავიხსენოთ 1999 წლის ფინალი. ფინალის ბედი გულშემატკივარმა დაწყებამდე "გადაწყვიტა". ბარსელონა თითქოს "წითლების" ბანაკად გადაიქცა. 26 მაისს 10 000 ინგლისელი იმყოფებოდა ესპანეთში. ისინი ყველაფრით ჯაბნიდნენ გერმანელებს, რაოდენობით, სიმღერით, აქტიურობით...

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 1999 წელსაც ბევრი გულშემატკივარი დანებდა შუა მატჩის დროს. თითქოს უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. "ბაიერნი" აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და მარიო ბასლერის მიერ, მეექვსე წუთზე გატანილი გოლით მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა. მაგრამ "იუნაიტედს" ჰყავდა ფერგიუსონი და ის ნამდვილად არ მისცემდა თავის ფეხბურთელებს დანებების უფლებას.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


"ამ თასისგან თქვენ მხოლოდ ნაბიჯები გაშორებთ. მაგრამ თუ წააგებთ, მისი შეხების უფლებაც კი არ გექნებათ და მხოლოდ ექვსი ნაბიჯი დაგაშორებთ მისგან. ეს არის ის მომენტი, როცა ყველაზე ახლოს ხართ ამ თასთან და თუ თქვენ სტადიონზე თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ დადებთ, ბოლო წუთამდე არ იბრძოლებთ, ამ ოთახში შემოსვლა აღარ გაბედოთ!"-განუცხადა ფერგიუსონმა ფეხბურთელებს შესვენებაზე.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


67-ე წუთზე, მან ბლომქსვიტი შერინგემით შეცვალა და ტედი ასეთი სიტყვებით შეაცილა მოედანზე: "შედი მოედანზე და აუცილებლად გაიტანე გოლი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება!".

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?

ტედი აღნიშნავს გატანილ გოლს


ყველაფერი წამებში შეიცვალა. ტედი შერინგემმა დამატებით წუთებზე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. თამაშამდე "იუნაიტედის" თავკაცი იმედოვნებდა, რომ "მანჩესტერი" და "ბაიერნი" შეძლებდნენ იმ ტრადიციის დარღვევას, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე ფინალის გამარჯვებულს პენლების სერიით, ან მინიმალური სხვაობით, 1-0 ანგარიშით ავლენდა. ფერგიუსონს იმედები არ გაუცრუვდა. მისი სურვილის შესრულება ოლე გუნარმა შეძლო, შერინგემის გოლიდან წამების შემდეგ, მანაც დალაშქრა "ბაიერნის" კარი და პირდაპირ ხელიდან გამოგლიჯა ჩემპიონთა ლიგის თასი გერმანელებს.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


"იუნაიტედმა" ეს როი კინისა და პოლ სქოულზის გარეშე შეძლო. ეს ნამდვილი საოცრება იყო. სოლსკიაერი ამ მატჩის გმირი, ხოლო "იუანიტედი" მეოთხე კლუბი გახდა მსოფლიოში, რომელმაც მოიგო შიდა ჩემპიონატი, ინლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა. "კამპ ნოუზე" სასწაული მოხდა, "მანჩესტერმა" შეძლო თამაშის შემოტრიალება და "ქამბექის მეფის" გვირგვინის დადგმა.



და რა ხდებოდა ამ დროს ოლეს გონებაში?

სკამზე მჯდომი სოლსკიაერი მოუთმენლად ელოდა თავის შანსს. როცა ფერგიმ ტედი შეუშვა მოედანზე, ის უბრალოდ უყურებდა მათ და იმედოვნებდა, რომ ბოსი შანსს მისცემდა. მეორე ტაიმში გახურება დაიწყო. თვალი მუდმივად მენეჯერისკენ ეპარებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის შეხედავდა ფერგი, როდის დაუქნევდა თავს და შეაცილებდა სტადიონზე. როგორც იქნა ეს მომენტიც დადგა და ოლე მოედანზე შევიდა. მას კიდევ ჰქონდა იმედი, იცოდა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დასრულებული არ იყო.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


"ჩვენ ჩვენი თავის გვწამდა. მე ჩემი თავისა და უნარების მჯეროდა. რა თქმა უნდა, არ ვიფქრობდი, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. როცა სტადიონზე შევაბიჯე ვიცოდი, რომ ისინი დაღლილები იყვნენ და მე ერთადერთი მიზანი მქონდა - გამეტანა გოლი და ამეწია თასი და მე ეს შევძელი. არ ვიცი რას ვფიქრობდი და რას ვგრძნობდი გოლის გატანის მომენტში, საერთოდ არ მიფიქრია რა შედეგს გამოიწვევდა ეს, არ მიფიქრია რამდენ ხალხს გავაბედნიერებდი. მაგრამ მე ეს მარტოს არ გამიკეთებია. მადლობა ყველას, რომ მაჩუქეს საუკეთესო ღამე ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემს საქორწინო ღამეზე უკეთესი იყო. როდესაც ხალხი ლაპარაკობს ჩემს საუკეთესო საღამოზე, ისინი იმ ჯადოსნურ სამ წუთს გულისხმობენ, რომლის განმავლობაშიც "კამპ ნოუზე" სასწაული მოხდა,"–განაცხადა თამაშის შემდეგ სოლსკიაერმა.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?

გულშემატკივარი ოლეს გოლს აღნიშნავს.


ოლე გუნარი არ ცდებოდა. მან ნამდვილად გააბედნიერა ათასობით ადამიანი. მათ შორის ერთ–ერთი ბექჰემიც იყო, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება იმისა, თავისი თვალით ენახა როგორ ცვლიდნენ ფერებს ჩემპიონთა ლიგის თასზე.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


"მე ირგვლივ მიმოვიხედე და დავინახე როგორ მოჰქონდათ "ბაიერნის" ფერებში "გამოწყობილი" თასი სტადიონზე. ზუსტად ორი წუთის შემდეგ კი, მე ის ხელებში მეჭირა, ის ჩვენი იყო," –აცხადებს ბექჰემი.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


რას მოჰყვა ორი გოლი "ბაიერნის" კარში? უამრავი კრიტიკოსი თვლის, რომ ეს მეოთხმოცე წუთზე 40 წლის ლოტარ მატეუსის შეცვლამ გამოიწვია. ამ აზრს ემხრობა ბრეიტნერიც: "კამპ ნოუს" დატოვებით მატეუსმა დიდი ანგარიში გაუწია "იუნაიტედს". შეცვლიდა თუ არა მატეუსის მოედანზე ყოფნა რაიმეს ეს არავინ იცის.

საოცარი ემოციური ფონი სუფევდა "მანჩესტერის" ფეხბურთელებს შორის, რასაც ვერ ვიტყვით „ბაიერნის“ ფეხბურთელებზე. ვისაც ნანახი აქვს ზემოთხსენებული ფინალი, ალბათ, უნდა გახსოვდეთ "ბაიერნის" მცველის, სამუელ კუფურის წაგებისგან გამოწვეული ემოციები. მიუხედავად დიდი მცდელობისა და 15 წლის გასვლისა, სამუელმა "კამპ ნოუზე" დატრიალებული კოშმარი ჯერ კიდევ ვერ დაივიწყა.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


"თამაშის შემდეგ მე ვტიროდი. ყველა მითანაგრძნობდა, დედა, მამა, ძმები, მთელი აფრიკა ჩემს გვერდით იდგა! მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით, „იუნაიტედს“ იმ დღეს გაუმართლა. მათ დაგვამარცხეს ოლე გუნარისა და შერინგემის გოლებით. ფეხბურთში ვერასდროს იტყვი, რომ გაიმარჯვე, სანამ მსაჯი არ ჩასტვენს. არასდროს მიყურებია ამ თამაშისთვის, ეს ჩემთვის ძალიან რთულია,"–აცხადებს კუფური.

ვერ ვიტყვით, რომ "იუნაიტედს" მხოლოდ გაუმართლა, "წითლებმა" მოედანზე ყველაფერი დადეს, იბრძოლეს ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე და, რაც მთავარია, მათ საკუთარი თავის სწამდათ და სჯეროდათ. მათ სერ ალექსი ედგათ სათავეში და ეს დამატებითი პასუხისმგებლობა იყო. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ თასი აეწიათ.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


რა თქმა უნდა, ყველასგან განსხვავებული იყო "იუნაიტედის" თავკაცის რეაქციები მატჩის შემდგომ. "Can't Believe it! Can't Believe it! Football Bloody Hell!"-აი, პირველი სიტყვები, რომლებიც სერ ალექსმა მატჩის შემდგომ წარმოთქვა, მას უბრალოდ კიდევ არ სჯეროდა, რომ "იუნაიტედი" ჩემპიონი იყო, სულ რაღაც ორი წუთის წინ თასს ხომ "ბაიერნისთვის" ამზადებდნენ?

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


"ეს ნამდვილად ზღაპარია, ტკბილი ზღაპარი. ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი სერ მეტ ბასბის დაბადების დღეზე მოხდა. მე ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს. უბრალოდ გადავკოცნე და ჩავეხუტე მათ. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან რას ვგრძნობ მათ მიმართ, რამდენს ნიშნავენ ისინი ჩემთვის. ჩემპიონთა თასი, ეს არის ის რისთვისაც ბოლო წამამდე და წუთამდე უნდა იბრძოლო, უნდა იწვალო, იმუშაო, რაიმე შესწირო. მაგრამ თამაშის წინა ღამესაც კი მე მშვიდად ვიყავი. რომც მცოდნოდა, რომ წავაგებდით ძალიან არ განვიცდიდი, იმიტომ რომ მე წინ მთელი ცხოვრება მქონდა და არ ვაპირებდი ჩემი ჯანმრთელობის შეწირვას. მაგრამ ახლა, სრულიად შემეცვალა დამოკიდებულება, ახლა სულ სხვა რამეს ვგრძნობ, რაღაც ისეთს, რაც არასდროს არ მიგრძვნია,"-განაცხადა ფერგიუსონმა.

რა ხდებოდა "კამპ ნოუზე" 1999 წელს?


ასე და ამგვარად სასწაულები ხდება და 1999 წლის ფინალი სწორედ ამის დამამტკიცებელია. ეს "იუნაიტედია" და მისთვის შეუძლებელი არაფერია. თუ ეს ერთხელ უკვე მოხდა, რატომ არ შეიძლება კიდევ განმეორდეს? შეიძლება არ იქნება რამდენიმე ფეხბურთელი, შეიძლება აღარ გვყავს ფერგიუსონი, მაგრამ გვყავს და არის "იუნაიტედი"! კლუბი, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს წარმატებისთვის და ნამდვილად მოგვცემს მიზეზს იმისა, რომ ვიამაყოთ. ახლა კი ჩვენ მხოლოდ ერთი მოვალეობა გვაკისრია, არ დავკარგოთ ჩვენი გუნდის რწმენა და ბოლომდე დავუდგეთ მხარში. გახსოვდეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და მითუმეტეს "იუნაიტედისთვის"!
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: RedTeen
9 აპრილი 2014 01:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მე მჯერა.. love
0
№2
ავტორი: red devil
9 აპრილი 2014 08:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
საღოლ ავტორ მაგარია. მე მჯერა რო მოვიგებთ და გავალთ შემდეგ ეტაპზე. ისე ოლემ მაგარი თქვა ეს ღამე ჩემ საქორწინო ღამეს ჯობდა :D :D მაგარი კაცია :D
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
9 აპრილი 2014 09:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ მართლა მაგარია მარიამ
დღესაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და გამარჯვება შევძლოთ
0
№4
ავტორი: ლადო
9 აპრილი 2014 09:30
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
სტატიებიანათ მიყვარხა :D საღოლ !
დრო ნელა გადის, ღამე ვერ დავიძინე, ვხედავ რომ ბაიერნს ვუგებთ...ხან ვხედავ რო ისინი გვიგებენ, ხან ვიტანჯები ხან არა, გული იმაზე მეტად მიცემს ვიდრე ადრე სხვა ნებისმიერ თამაშზე, ნერვიულობა პიკს აღწევს, ასე გამოცდებბისთვის არ ვინერვიულებ დარწმუნებულია, სულ ვკანკალებ
0
№5
ავტორი: Manchester United 14
9 აპრილი 2014 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ყველა მითანაგრძნობდა, დედა, მამა, ძმები, მთელი აფრიკა ჩემს . wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№6
ავტორი: chudikone
9 აპრილი 2014 11:48
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყოჩაღ შენს ქალობას მარიამ :-D ძაან მაგარი სტატიაა და კიდევ უფრო მაგარი მატჩი გველის! We Believe ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Manchester_M
9 აპრილი 2014 12:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ავტორ ძან მაგარი სტატიაა !!!!!!
0
№8
ავტორი: love united
9 აპრილი 2014 13:27
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
სულ იმ წამყავნის ხმა მახსენდება,რომ ამბობს სოლსკიარმა თასი მოიგოო :დ დღესაც უნდა გავამწაროთ მიუნხენელები.
0
№9
ავტორი: buka oboladze
9 აპრილი 2014 13:28
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დღეს აუცილებლად მოვიგებთ!!! მე მჯერა
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აპრილი 2014 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი სტატიაა და წარმომიდგენია რას გრძნობდნენ ის გულშემატკივრები ვინც ამ თამაშს პირდაპირ ეთერში უყურებდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top