თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2014, 15:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1690,
კომენტარები: 6
გვარდიოლა: "პატარა ტაქტიკური დეტალებია საჭირო"
გვარდიოლმა მატჩამდე
გვარდიოლა:
გერმანელებმა "ოლდ ტრაფორდზე" 1-1 ითამაშეს "წითლების" წინააღმდეგ და ბოლო სამი თამაშია არ მოუგიათ. გასულ შაბათს კი პირველი მატჩი წააგეს "ბუნდესლიგაში" სეზონის მანძილზე. თუმცა, "ბაიერნი" მაინც ფავორიტად ითვლება. მიუხედავად ამისა, გვარდიოლა "იუნაიტედს" სერიოზულად უყურებს.

"მეოთხედფინალში არასდროს არ გაქვს მეორე შანსი. კონკურენცია მაღალია, თუმცა ჩვენ ასეთ სიტუაციებს ყოველთვის ვართმევდით თავს. ეს უბრალოდ პატარა ტაქტიკურ დეტალებზეა დამოკიდებული. მანჩესტერში მატჩის მერე ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან როგორ თამაშობს "იუნაიტედი". ჩვენ ვიცით მათი სუსტი და ძლიერი წერტილები,"-განაცხადა გვარდიოლამ სამშაბათს პრესკონფერნციაზე.

""იუნაიტედი" დიდი გუნდია. პირველ თამაშამდე ყველა მხოლოდ "ბაიერნზე" საუბრობდა. მაგრამ ახლა ხალხმა იცის, რომ "მანჩესტერს" მიუნხენში მოგება შეუძლია. მაგრამ ჩვენ ვითამაშებთ სახლში და ფანების დახმარებით ამ მატჩის მოგება შეგვიძლია."

"სახლში ვთამაშობთ. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. არასდროს არ არის მარტივი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ თამაში. ვფიქრობ, რომ ისინი კარგად ახერხებენ თავდაცვას და საყურადღებოა მათი კონტრ-შეტევები. ეს რის ის, რასაც ისინი ძალიან ძალიან კარგად აკეთებენ."


ჟურნალისტება ჰკითხეს თუ ავარჯიშა გვარდიოლამ ბიჭები პენალტებისთვის, მან კი ასეთი პასუხი გასცა:

"პენალტები ეს ნაკლებად არის დამოკიდებული ტექნიკაზე. მათი დამუშავება წრთვნით ხდება. ეს ყველაფერი თავში ტრიალებს. მე მხოლოდ 14 ფეხბურთელი მყავს, ამიტომაც დიდი არჩევანი არ მაქვს. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით: თუ მოვიგებთ გავალთ, თუ არადა გავვარდებით."

ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
8 აპრილი 2014 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გავიდეთ რა შემდეგ ეტაპზე რო ჩაისვაროს ყველა ჩვენმა მოწინააღმდეგემ წელს რო წამოყეს თავები.
0
№2
ავტორი: buka oboladze
8 აპრილი 2014 15:32
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
გავარდებით დამიჯერე !!!
0
№3
ავტორი: RedGirl
8 აპრილი 2014 15:34
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
buka oboladze,
აი მესმის ოპტიმიზმი :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
8 აპრილი 2014 16:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბურთს დაიჭერენ და სახლში თამაშობენ,ბაიერნი ის გუნდი არაა 0–0 რომ ითამაშოს, ამიტომ უნდა შეგვიტიონ, ჩვენც ზუსტად ეგ გვინდა
0
№5
ავტორი: RojoDiablo
8 აპრილი 2014 17:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმედია ხალხნო იმედია. ესენი უნდა გავაგდოთ, რომ ყველამ მოკეტოს და მოიესისაც ირწმუნონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Manchester United 14
8 აპრილი 2014 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
buka oboladze,
მანჩესტერი თუ ბაიერნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top