თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2014, 23:52
ავტორი: washington,
ნანახია: 2672,
კომენტარები: 5
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
სრულიადში შემოგთავაზებთ დღის ალბათ საინტერესო ახალ ამბებს...

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის ალბათ საინტერესო ახალ ამბებს...

1.ედურნი უკვე აღარ ხუმრობს...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

თუ სტატისტიკოსებს დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კიპერის დევიდ დე ხეას შეყვარებული, ედურნი (მომღერალი) პოპულარობით უკვე არათუ ჩამოუვარდება, არამედ უსწრებს კიდეც. ედურნმა უკვე ძალიან ბევრი წარმატებული ალბომი გამოუშვა, რის ფონზეც მოდელობაზეც სცადა ბედი.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ვიდეოს ედურნის შესრულებით, რომელიც 31 მარტს გამოვიდა, სახელწოდებით Edurne - Painkiller




2. ფალკაო დაბრუნების პირასაა?

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

რადამელ ფალკაოს ნაოპერაციევი მუხლი თითქმის ურჩება, რის შედეგაც მისი მუნდიალზე თამაშის შანსი იზრდება. - აცხადებს ფრანგული პრესა.



3. ვარჯიშზე მოთელვის ახალი მეთოდიც ასეთი უნდა !!...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
თურმე "შალკეს" კიპერ ფაჰრმანს ვარჯიშზე მოთელვის ახალი მეთოდი ჰქონია, უკვე 1 კვირაა რაც თავის პატარა მეგობარ ტოკასთან ერთად დარბის.


4. მსაჯთა ვინაობა ცნობილია !!
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
უეფამ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩებზე მსაჯები დანიშნა. "დორტმუნდი" - მადრიდის "რეალს" 37 წლის სლოვენიელი დამირ სკომინა, "ატლეტიკო" - "ბარსელონას" 42 წლის ინგლისელი ჰოვარდ უები, ხოლო "ბაიერნი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" შვედი იონას ერიქსონი უთავკაცებს.


5. რუნიმ ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
"მანჩესტერის" ლიდერმა უეინ რუნიმ ტრავმა მოირჩინა, ინდივიდუალურად ვარჯიში დაიწყო, რის შედეგაც "იუნაიტედს" მიუნხენში მიყვება და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.



6. ოლიჩის რეკორდი

"ვოლფსბურგის" თავდამსხმელმა, - ივიცა ოლიჩმა 2 წამში "დორტმუნდის" კარის ძელს ბურთი ორჯერ გაარტყა, რაც აქამდე ეს არავის გაუკეთებია ოფიციალური მატჩის მსვლელობისას...


7. იანგის ბიჭი "არსენალშია"
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
ეშლი იანგის ბიჭმა, - ტაილერმა "არსენალთან" 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


8. ბექჰემს დაბრუნება მოსურვებია...
გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში
"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ.უკვე ყოფილმა ლეგენდამ დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლიდან 5 თვის შემდეგ თამაში ძალიან მოენატრა და "კინაღამ" დაბრუნდა...


9. ფიფა და "სონი" აღარ ხუმრობს..

გავიგოთ მეტი რამ საფეხბურთო სამყაროში

რამდენიმე დღის წინ "სონიმ" და ფიფამ მოილაპარაკეს და მუნდიალის მერვედფინალს, მეოთხედფინალსა და ფინალს ახალ K4 ფორმატჩი გადასცემენ ტელევიზიით, რომლის გამოსახულება უმაღლეს დონეზე აჩვენებს. ასევე სასიხარულო ცნობა გავრცელდა გულშემატკივართვის, ამავე ფორმატში მუნდიალის შესახებ დოკუმენტურ ფილმსაც კი გადაიღებენ.


(ძილის წინ)


ჯერ არასდროს არ ყოფილა რუნი ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი ხუან მატას ქნარი

ქროლვით იწვევს მის ხუჭუჭა თმებს, და პასებში აქსოვს...

ასე მარდი, ასე ჩქარი, ჯერ უელბეკი მე არ მახსოვს!




ნანი თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

მოიესის გუნდში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს სილვა და ვიდიჩი თეთრად მოელვარე...

ოჰ! არასდროს არ ყოფილა ვალენსია ასე სწრაფი!




აქ მათ ახლოს ჯორჯ ბესტის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე კონკურენტებს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ოლდ ტრაფფორსდის ბანი მხიარული,

დევიდ ბექჰემს აქ უყვარდა ობლად სიარული...




და ჩვენ მუდამ გავიმარჯვებთ, სვხა გუნდების ბედად,

ოღონდ ვთქვათ, თუ ჩიჩამ სულში როგორ ჩაიხედა,

უეინ რუნიმ თუ შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

დაამსხვრია მეტოქეთა ლურჯი ოცნებები;




თუ კი გოლის მოლოდინი სიკვდილს ასხვაფერებს

და უკვდავი გიგზის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, ამ გუნდისთვის, ფერგიმ რომ აღზარდა,

გამარჯვება არ-რა არის, ჩემპიონობის გარდა;



რომ ამ გზაზე ნათქვამიაბებეს სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ფერდინანდი მავნე,

რომ, ეშმაკნო, მე თქვენგან წელს, თასებს ველოდები,

რომ მკვლელნი ვართ და ეშმაკნი, გამარჯვებას ველით.




რომ დარჩება საუკუნეს "მანჩესტერის" ჯარი
ჯერ არასდროს არ შექმნილა გუნდი მასზე კარგი.
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Ferdinand5
7 აპრილი 2014 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ედურნე მართლა აღარ ხუმრობს :DDD: ფალკაოს ხილვა მუნდიალზე გამიხარდება love ლექსმა დახატა ბოლოს wink
0
№2
ავტორი: red devil
8 აპრილი 2014 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაი ლექსი იყო :D
0
№3
ავტორი: RedTeen
8 აპრილი 2014 00:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ის გოგო დე გეას შეყვარებულიაა??? არც ვიცოდი თუ მღეროდა.. არც ისე კარგად არ გამოსდის.. troll პ.ს. ძალიან მაგარი ლექსია.. derpthumb
0
№4
ავტორი: buka oboladze
8 აპრილი 2014 13:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჰაჰაა ლექსმა დაგლიჯა
0
№5
ავტორი: Manchester_M
8 აპრილი 2014 14:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ლექსის ავტორ ცნობისთვის ვინ არის ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top