სერ ბობი ჩარლტონმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში სერ ალექსის შეგირდები ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ-ლიგის მოგებისათვის ყველაფერს გააკეთებენ. გამოცემა MEN Sport-თან სერ ბობიმ განაცხადა.
"მე არ გამოვრიცხავ 1999 წლის ტრებლის განმეორებას. ამ სეზონში ბრწყინვალე გუნდი შეიკვრა. რა თქმა უნდა სეზონის დასრულებამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, თუმცა "იუნაიტედი" ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისათვის.
ამ მომენტისათვის კლუბში ძალიან მაღალი დონის ფორვარდებია. რობინ ვან პერსი არც ისე დიდი ხანია, რაც კლუბში თამაშობს, თუმცა ის "იუნაიტედის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია.
მე არ ვამბობ, რომ გასულ წელს პრემიერ-ლიგის ვერ მოგებამ დაგვაწყებინა გამარჯვებებზე ფიქრი. უბრალოდ ძველ დროს უნდა დავუბრუნდეთ. მანჩესტერი მსოფლიო ფეხბურთის დედაქალაქია. ალბათ ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც ამას არ ეთანხმება" - განაცხადა სერ ბობიმ.