თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2014, 07:43
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4959,
კომენტარები: 6
ხარებას გილოცავთ
დღეს ხარების დღესასწაულია
ხარებას გილოცავთ
პატარა ქალაქ ნაზარეთში ერთი მოკრძალებული ქალწული ცხოვრობდა, სახელად მარიამი. მას უფალი წმინდა გულით უყვარდა. ერთხელ მას გამოეცხადა უფლისაგან გამოგზავნილი ანგელოზი გაბრიელი და უთხრა: „გიხაროდეს! მომადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ დედათა შორის.“ მარიამი შეკრთა, მაგრამ ანგელოზმა დაამშვიდა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან. აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“ მაშინ მარიამი იოსებზე მხოლოდ დანიშნული იყო და გაიოცა: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“ ანგელოზმა მიუგო: „სულიწმინდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგჩრდილავს. ამიტომ წმინდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ.“ მაშინ მარიამმა თქვა: „აჰა, მხევალი ვარ უფლისა. მეყოს შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი.

როცა იოსებმა გაიგო, რომ მარიამი ბავშვს ელოდებოდა, გადაწყვიტა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ძილში უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „იოსებ, ძეო დავითისა, ნუ გაშინებს შენი ცოლის, მარიამის, მიღება, ვინაიდან ის, ვინც მასშია ჩასახული, სულიწმიდისაგან არის. ძეს შობს და დაარქმევ მას სახელად იესოს, ვინაიდან იგი იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.


Redarmy.Ge-ს სახელით ყველა ქრისტიანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
7 აპრილი 2014 07:44
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

ხარების მადლი არ მოგაკლოთ ღმერთმა love
0
№2
ავტორი: Anukii
7 აპრილი 2014 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მადლობა <3 მეც გილოცავთ ყველას love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
7 აპრილი 2014 09:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გილოცავთ გილოცავთ. ღვთის მადლი არ მოგვკლებოდეს ჩვენ და ჩვენს გუნდს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Manchester_M
7 აპრილი 2014 11:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
გაიხარეთ მეც გილოცავთ ყველას უფალი გვაფარავდეთ :) <3
0
№5
ავტორი: RedTeen
7 აპრილი 2014 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
მადლობა.. მეც გილოცავთ ყველას.. love
0
№6
ავტორი: N10
7 აპრილი 2014 22:23
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
გილოცავთ ყველას!! wink2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top