დომენიკო ბერარდი, "სასოულოს" 18 წლის მომავალი ვარსკვლავი, ძალიან ახლოსაა კლუბის გამოცვლასთან. მას 2 მანჩესტერული კლუბი "იუნაიტედი" და "სიტი" სთავაზობენ ახალ და კარგ კონტრაქტებს. პირველად იტალიელი ახალგაზრდა რობერტო მანჩინიმ აღმოაჩინა, თუმცა მაშინ არ ისურვა ბერარდიმ გადასვლა "სიტიში", ახლა კი "სიტისთან" ერთად ამ ფეხბურთელზე "იუნაიტედიც" ნადირობს. როგორც ჩანს დომენიკო ძალია პერსპექტიული ახალგაზრდაა, რადგან მის წინა წელს გადაბირებას "სიტისთან" ერთად რამდენიმე იტალიური გრანდი ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ამ ზამთარს კი მასზე ნადირობა ალბათ დასრულდება და ორი მანჩესტერული კლუბიდან მას ერთ-ერთი ჩაავლებს ხელს. თავად დომენიკო 18 წლისაა. დაბადებული იტალიაში, სასოულოში. იგი პოზიციით შემტევია. მან ამ სეზონში 10 თამაში ჩაატარა "სერია ბ-ში" და 3 გოლი გაიტანა.
წყარო: Givemefootball.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.