თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2014, 18:15
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1981,
კომენტარები: 5
ბლეკმური: "დარწმუნებული ვარ, რომ უილსონი პირველ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს"
კლეიტონ ბლეკმური ჯეიმს უეილსონზე საუბრობს.
ბლეკმური:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი კლეიტონ ბლეკმური დარწმუნებულია, რომ "წითელი ეშმაკების" ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი ჯეიმს უილსონი ძალიან მალე ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს.

"ჯეიმსი მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი პირველ გუნდში თამაში უბრალოდ დროის საკითხია. მას ჯარიმების დარტყმა შესანიშნავად გამოსდის. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს."

"ჩვენს კლუბს ჯეიმსის სახით საოცარი ტალანტი ჰყავს. ძალიან მინდა, რომ უილსონი რაც შეიძლება მალე ვიხილო პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში"
-დაასრულა კლეიტონმა

გუშინდელ მატჩში ჯეიმს უილსონი პირველ გუნდში გამოიძახეს. "ნიუკასლთან" მატჩში მან მთელი 90 წუთი სკამზე გაატარა. ის 47 ნომრიანი მაისურით გამოდიოდა.

ბლეკმური: "დარწმუნებული ვარ, რომ უილსონი პირველ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს"


ბლეკმური: "დარწმუნებული ვარ, რომ უილსონი პირველ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს"


Redevils.ru
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: love united
6 აპრილი 2014 18:41
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია კიდე მოხვდება განაცხადში და შანსიც მიეცემა
0
№2
ავტორი: Count Alucard
6 აპრილი 2014 18:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეც მაქვს ამ ბიჭის იმედი მაგრამ იმდენი ფეხბურთელია გუნდში მაშინ სერიოზული წმენდა უნდა ჩატარდეს, არავინ არ უნდა იყიდონ და გუნდის არსებულ რესურსზე გაკეთდეს აქცენტი, მართლა ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ახლა 4 ფორვარდია გუნდში რობინი რუნი დენი და ჩიჩა ოთხივე მაღალი დონის და კიდევ კინი გვყავს ახალგაზრდა და ახლა ვილსონი მიემატა ანუ რომელიღაც იმ ოთხეულიდან უნდა წავიდეს შეიძლება ორიც არადა ოთხივე ძალიან ჭირდება გუნდს, იმდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ყავს მანჩესტერს რომ ჩემი აზრით მათ განვითარებაზე ჯობია გააკეთონ აქცენტი ვიდრე 200 მილიონი დახარჯონ ტრანსფერებში. ამ ზაფხულს იანგი და კლევერლი უეჭველი უნდა წავიდნენ გუნდიდან შეიძლება ნანიც წავიდეს და გიგგსი კარიერას დაამთავრებს, ნახევარდაცვაში ადგილი იქნება ჯობია ლინგარდს ზაჰას და პაუელს მისცენ შანსი ვიდრე კროოსში ხარჯონ თანხა. თან ორი შემტევი ნახევარმცველი გვყავს კაგავა და მატა, რუნიც სულ უკან ჩამოდის და ძალიან გადატვირთულია გუნდი, მართლა ჯობია შეველიოთ ბევრ ფეხბურთელს და გავუშვათ. რეალივით არ მოგვივიდეს, რომ გავაფუჭოთ ხალხი.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2014 19:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გასაშვებია გუნდიდან ბევრი, გვაქვს კარგი რესურსი, ერთი ორი კარგი ტრანსფერით ყველაფერს მოვაგვარებდით. უნდა წავიდნენ წასასვლელები და ამ ხალხს უნდ ამიოვცეთ შანსი. იმსახურებენ, ამის გარდა კიდე გვყავს რამდენიმე, თუნდაც ფერეირა

და კოული როგორ გაუშვეს კიდე ნერვები მეშლება wink ძაან მაგარი ბიჭი შევტენეთ ფულემს

0
№4
ავტორი: Manchester_M
6 აპრილი 2014 21:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
nika_123,
ახლა ექსპერიმენტების დროა ეს ბავშვები როდის შეეწყობა გუნდს კაცმა არ იცის და საერთოდ თუ შეეწყობიან ამიტომ მარტო მაგათ იმედზე ვერ ვიქნებით :)
0
№5
ავტორი: iwozoh
12 ივნისი 2020 06:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top