სერ ალექსის 26 წლიანი მოღვაწეობის დროს მანჩესტერ იუნაიტედსგან არა ერთი ურთულესი მატჩის შემოტრიალება გვინახავს.მაგრამ წელს ეს გუნდი სასწაულებს სჩადის.უკვე მერამდენე შეხვედრა შემოატრიალა ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა და გასულ ტურშიც კიდევ ერთი სასწაული მოახდინა და ორ ბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა შესძლო.
ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ ყველაზე დასამახსოვრებელ ქამ-ბექებს მანჩესტერ იუნაიტედის მონაწილეობით...
5. მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 შეფილდი : 1993 წლის 10 აპრილი.
ეს იყო ძალიან დაძაბული და დრამატული შეხვედრა.მანჩესტერ იუნაიტედმა ამ შეხვედრის მოგებით შეძლო და 1967 წლის შემდეგ მოიპოვა პირველი ტიტული.ხოლო ამ მატჩის გმირი კი სტივ ბრიუსი გახლდათ,რომელმაც შესანიშნავი თავური დარტყმით ჯერ იყო ანგარიში 1-1 გახადა,მანამდე პირველ ტაიმში შეფილდმა გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა,ხოლო საბოლოო ანგარიში ისევ და ისევ სტრივ ბრიუსმა დააფიქსირა,ამჯერადაც თავური დარტყმით და კლუბს დაეხმარა ამ ისტორიული ტიტულის მოპოვებაში.
4. მანჩესტერ სიტი 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი ; 1993 წლის 7 ნოემბერი
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტი შესვენებაზე 2 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა,მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედის 11-ივე ფეხბურთელი მეორე ტაიმში გასახდელიდან სულ სხვა ენერგიით და მონდომებით გამოვიდა.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდალურმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ მეორე ტაიმის 13 წუთიან მონაკვეთში შესძლო ორი გოლის გატანა მანჩესტერ სიტის კარში და ამ შესანიშნავ შეხვედრას ინტრიგა ისევ დაუბრუნა,რაც შემდგომ წითელმა ეშმაკებმა შესანიშნავად გამოიყენეს და კიდევ ერთი გოლი გაუტანეს თანაქალაქელებს.
ამ გოლის ავტორი კი გახლდათ ნოტინგემ ფორესტიდან ახლახანს შეძენილი ფეხბურთელის სახელზე,რომელიც შემდგომ მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა საუბარი მაქვს როი კინზე,რომელმაც თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა ამ ისტორიულ დერბიში.
3. იუვენტუსი 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი ; 1999 წლის 21 აპრილი.
ოლდ ტრაფორდზე პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 1-1 დასრულდა,რის შემდეგადაც მანჩესტერელები ტურინში ჩაფრიდნენ ნახევარ ფინალის განმეორებითი შეხვედრის ჩასატარებლად,მაგრამ ეს თამაში მათთვის კოშმარულად დაიწყო და სტუმრები 11 წუთის შემდეგ უკვე ორ ბურთიანი ჰანდიკაპით მარცხდებოდნენ.
ამ მატჩის გმირი კი როი კინი,გახდა რომელმაც ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო,რის შემდეგადაც ის გამოტოვებდა ფინალს თუ მანჩესტერ იუნაიტედი გავიდოდა შემდეგ ეტაპზე.მან ჯერ ანგარიში შეამცირა მინიმუმამდე,ხოლო შემდეგ დვაით იორკმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო წერტილი კი მისმა თანაგუნდელმა ენდი კოულმა დასვა ამ შეხვედრაში,რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოუპოვა კლუბს და მისი გოლის წყალობით მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
2. ბაიერნი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი ; 1999 წლის 26 მაისი,უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ოლე გუნარ სოლსკიაერისა და ტედი შერინგემის თავური გოლების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ლიგის ფინალში,რომელიც სერ ალექს ფერგიუსონისათვის გახლდათ პირველი ტრიუმფალური ტიტული. მთელი მატჩის განმავლობაში გერმანელები ფლობდნენ ბურთს და 1-0 ითაც კი იგებდნენ,მაგრამ დამატებით წუთებზე მანჩესტერელებმა მოახერხეს 2 გოლის გატანა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
"ეს იყო საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში"-განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
"მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.ფეხბურთი სასაცილო თამაშია.ეს ნამდვილად ზღაპრულია"
1. ტოტენჰემ ჰოთსპური 3-5 მანჩესტერ იუნაიტედი : 2001 წლის 29 სექტემბერი
ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ქამ-ბექი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის შესრულებით ვნახეთ,სწორედ ეს შეხვედრა იყო,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი 3 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა,მაგრამ მანჩესტერი რისი მანჩესტერია თუ მან მსაჯის სასტვენამდე დაუღალავად და თავგანწირვით არ ითამაშა.
პირველ ტაიმში დენ რიჩარდსის,ლეს ფერდინანდისა და ქრისტიან ზიგის გოლებით ტოტენჰემი იგებდა,მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ენდი კოულმა,შემდეგ ლორან ბლანმა,რუუდ ვან ნისტერლოიმ,ხუან სებასტიან ვერონმა და დევიდ ბექჰემმა 5 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეებს და საბოლოო ანგარიში 3-5 მანჩესტერ იუნაიტედის სასარგებლოდ.