თბილისი:
მანჩესტერი:
14-11-2012, 00:05
ავტორი: Esi,
ნანახია: 2329,
კომენტარები: 13
5 სამახსოვრო ქამ-ბექი!
ყველაზე დასამახსოვრებელი ქამ-ბექები მანჩესტერ იუნაიტედის მონაწილეობით...
5 სამახსოვრო ქამ-ბექი!
სერ ალექსის 26 წლიანი მოღვაწეობის დროს მანჩესტერ იუნაიტედსგან არა ერთი ურთულესი მატჩის შემოტრიალება გვინახავს.მაგრამ წელს ეს გუნდი სასწაულებს სჩადის.უკვე მერამდენე შეხვედრა შემოატრიალა ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა და გასულ ტურშიც კიდევ ერთი სასწაული მოახდინა და ორ ბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა შესძლო.

ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ ყველაზე დასამახსოვრებელ ქამ-ბექებს მანჩესტერ იუნაიტედის მონაწილეობით...

5. მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 შეფილდი : 1993 წლის 10 აპრილი.

ეს იყო ძალიან დაძაბული და დრამატული შეხვედრა.მანჩესტერ იუნაიტედმა ამ შეხვედრის მოგებით შეძლო და 1967 წლის შემდეგ მოიპოვა პირველი ტიტული.ხოლო ამ მატჩის გმირი კი სტივ ბრიუსი გახლდათ,რომელმაც შესანიშნავი თავური დარტყმით ჯერ იყო ანგარიში 1-1 გახადა,მანამდე პირველ ტაიმში შეფილდმა გამოიყენა თერთმეტმეტრიანი დარტყმა,ხოლო საბოლოო ანგარიში ისევ და ისევ სტრივ ბრიუსმა დააფიქსირა,ამჯერადაც თავური დარტყმით და კლუბს დაეხმარა ამ ისტორიული ტიტულის მოპოვებაში.




4. მანჩესტერ სიტი 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი ; 1993 წლის 7 ნოემბერი

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტი შესვენებაზე 2 ბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა,მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედის 11-ივე ფეხბურთელი მეორე ტაიმში გასახდელიდან სულ სხვა ენერგიით და მონდომებით გამოვიდა.

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდალურმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ მეორე ტაიმის 13 წუთიან მონაკვეთში შესძლო ორი გოლის გატანა მანჩესტერ სიტის კარში და ამ შესანიშნავ შეხვედრას ინტრიგა ისევ დაუბრუნა,რაც შემდგომ წითელმა ეშმაკებმა შესანიშნავად გამოიყენეს და კიდევ ერთი გოლი გაუტანეს თანაქალაქელებს.

ამ გოლის ავტორი კი გახლდათ ნოტინგემ ფორესტიდან ახლახანს შეძენილი ფეხბურთელის სახელზე,რომელიც შემდგომ მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა საუბარი მაქვს როი კინზე,რომელმაც თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა ამ ისტორიულ დერბიში.




3. იუვენტუსი 2-3 მანჩესტერ იუნაიტედი ; 1999 წლის 21 აპრილი.

ოლდ ტრაფორდზე პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 1-1 დასრულდა,რის შემდეგადაც მანჩესტერელები ტურინში ჩაფრიდნენ ნახევარ ფინალის განმეორებითი შეხვედრის ჩასატარებლად,მაგრამ ეს თამაში მათთვის კოშმარულად დაიწყო და სტუმრები 11 წუთის შემდეგ უკვე ორ ბურთიანი ჰანდიკაპით მარცხდებოდნენ.

ამ მატჩის გმირი კი როი კინი,გახდა რომელმაც ჯერ ყვითელი ბარათი მიიღო,რის შემდეგადაც ის გამოტოვებდა ფინალს თუ მანჩესტერ იუნაიტედი გავიდოდა შემდეგ ეტაპზე.მან ჯერ ანგარიში შეამცირა მინიმუმამდე,ხოლო შემდეგ დვაით იორკმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო წერტილი კი მისმა თანაგუნდელმა ენდი კოულმა დასვა ამ შეხვედრაში,რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოუპოვა კლუბს და მისი გოლის წყალობით მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.




2. ბაიერნი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი ; 1999 წლის 26 მაისი,უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ოლე გუნარ სოლსკიაერისა და ტედი შერინგემის თავური გოლების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა მოიპოვა ისტორიული გამარჯვება ლიგის ფინალში,რომელიც სერ ალექს ფერგიუსონისათვის გახლდათ პირველი ტრიუმფალური ტიტული. მთელი მატჩის განმავლობაში გერმანელები ფლობდნენ ბურთს და 1-0 ითაც კი იგებდნენ,მაგრამ დამატებით წუთებზე მანჩესტერელებმა მოახერხეს 2 გოლის გატანა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

"ეს იყო საუკეთესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში"-განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

"მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.ფეხბურთი სასაცილო თამაშია.ეს ნამდვილად ზღაპრულია"




1. ტოტენჰემ ჰოთსპური 3-5 მანჩესტერ იუნაიტედი : 2001 წლის 29 სექტემბერი

ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ქამ-ბექი,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის შესრულებით ვნახეთ,სწორედ ეს შეხვედრა იყო,სადაც მანჩესტერ იუნაიტედი 3 ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა,მაგრამ მანჩესტერი რისი მანჩესტერია თუ მან მსაჯის სასტვენამდე დაუღალავად და თავგანწირვით არ ითამაშა.

პირველ ტაიმში დენ რიჩარდსის,ლეს ფერდინანდისა და ქრისტიან ზიგის გოლებით ტოტენჰემი იგებდა,მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ ენდი კოულმა,შემდეგ ლორან ბლანმა,რუუდ ვან ნისტერლოიმ,ხუან სებასტიან ვერონმა და დევიდ ბექჰემმა 5 უპასუხო გოლი გაუტანეს მოწინააღმდეგეებს და საბოლოო ანგარიში 3-5 მანჩესტერ იუნაიტედის სასარგებლოდ.

სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
14 ნოემბერი 2012 00:06
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
იუვენტუსი-მანჩესტერის დაპირისპირება ვერ ვნახე გოლები და თუ ვინმემ იცით მომაწოდეთ ჩავასწორებ...
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 ნოემბერი 2012 00:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Esi,
საღოლ ძალიან მაგარია! good2

ყველაზე მაგარი მაინც ფინალი და იუვენტუსთან თამაში იყო love
0
№3
ავტორი: Amanda Seyfried
14 ნოემბერი 2012 00:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
3-5 ეს არის უნიკალური love ბექემი მაგარი კაცია love
0
№4
ავტორი: Berba 9
14 ნოემბერი 2012 00:33
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ საღოლ კარგია ავტორ love )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: Red Hooligan
14 ნოემბერი 2012 12:37
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ვა საღოლ მაგარია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№6
ავტორი: Shako Jones
14 ნოემბერი 2012 12:55
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ტოტენჰემთან იყო რაღაც სასწაული !
0
№7
ავტორი: chudikone
14 ნოემბერი 2012 13:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყველაზე მაგარი ტოტენჰემთან იყო derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: love united
14 ნოემბერი 2012 13:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფინალის ქამბექი... love
0
№9
ავტორი: Zizou
14 ნოემბერი 2012 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
გაირჭოს რეალმა თავისი 9 თასი უკან და ირბინოს...
მანჩესტერის უდიდესი ისტორიის გამო მიყვარს ეს გუნდი love
0
№10
ავტორი: UTD-Rule
14 ნოემბერი 2012 15:23
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ესი smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top