"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი რობინ ვან პერსი განაგრძობს მკურნალობას ჰოლანდიაში და შესაძლოა მოასწროს სეზონის ბოლოს რამდენიმე მატჩის ჩატარება. შეგახსენებთ, რომ ვან პერსიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიიღო. ამ მომენტში ვან პერსი სამშობლოში იმყოფება და ის დიდი ალბათობით შეძლებს სეზონის ბოლომდე დაბრუნებას. "რობინი ჰოლანდიაში იმყოფება, სადაც მკურნალობას გადის. ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შემიძლია ვთქვა, რომ ის მკრუნალობას განაგრძობს. მითხრეს, რომ ის ტრავმის შემდეგ 4-6 კვირა ვერ შეძლებდა თამაშს. არ ვიცი, რატომ უნდა გაიზარდოს ეს ვადა. განვაგრძობთ ვან პერსიზე დაკვირვებას იმედი მაქვს, რომ ის ჩვენ სეზონის ბოლომდე დაგვიბრუნდება. ასევე შევინარჩუნებთ კონტაქტს მის პირად ექიმთან."- ციტირებს დევიდ მოიესის სიტყვებს "იუნაიტედის" ოფიციალური საიტი.