თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2014, 20:38
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1123,
კომენტარები: 0
U18 Reading 2:1 Man.United
"იუნაიტედის" 18წლამდელთა გუნდი "რედინგთან" სტუმრად 2–1 დამარცხდა.
U18 Reading 2:1 Man.United
ახალგაზრდა და გამოუცდელი "წითლები" დღეს, "ჰოუგვურდ პარკზე" "რედინგის" წინააღმდეგ მატჩში 2–1 დამარცხდნენ.

პოლ მაკგინესის ახალგაზრდები, მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გავიდნენ. 7–ე წუთზე ლევის კოლინსმა გარღვევით ისარგებლა და უძლიერესი დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა.

გოლის შემდეგ, უპირატესობას "რედინგის" ფეხბურთელები ფლობდნენ. ტაიმის დასრულებამდე 1წუთით ადრე ამადუ უორიტეი მცველების შეცდომის შემდეგ, შემოიჭრა ფლანგიდან და შესანიშნავი დარტყმით დალაშქრა ჰენდერსონის კარი და სხვაობა ორამდე გაზარდა.

ტაიმის შემდეგ მომენტები თითქმის არ ყოფილა თუ არ ჩავთვლით 77წუთს. "სამეფო" გუნდის კაპიტანმა დემეტრი მიტჩელმა წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია. მსაჯმაც არ დააყოვნა და "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ თერთმეტ მეტრიანი დანიშნა. პენალტი ჯორდან ტომპსონმა წარმატებით შეასრულა და ანგარიში მინიმალურამდე დაიყვანა. საბოლოოდ მატჩი 2–1 დასრულდა.

გთავაზობთ დღევანდელ მატჩში "იუნაიტედის" შემადგენლობას:

ძირითადი:

Henderson; Scott, Williams, Tuanzebe, Borthwick-Jackson; Riley, Kehinde, Rashford, Thompson, Riley; Croskery.

სათადაგიროთა სკამი(ცვლილებები არ განხორციელებულა):

Dorrington, Rathbone, Dearnley, Johnson, Warren.


"რედინგმა" 18წლამდელთა პრემიერ ლიგის სამხრეთ ჯგუფში 42 ქულით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", წითლები ჩრდილოეთ ჯგუფში 36ქულით 6–ე ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 6ქულით ჩამორჩებიან.


Manutd.com
ახალი ამბები
0 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top