თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2014, 13:31
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2479,
კომენტარები: 8
დევიდ მოიესი მატჩის წინ
მატჩის წინა პრესკონფერენცია
დევიდ მოიესი მატჩის წინ
დევიდ მოიესმა "ნიუკასლთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა გუნდში არსებულ ბოლო სიახლეებზე ისაუბრა.

მოიესი ტრამვირებულებზე


"როგორც მოგეხსსენებათ ჯონმა და კრისმა ტრამვა მიიღეს და მათ თითქმის ერთ თვეზე მეტი გამოტოვეს, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა მათ ტრამვა მოიშუშეს და დღეს უკვე გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს. ჩვენთვის ევანსისა და სმოლინგის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ფანტასტიური მცველები არიან."

"რაც შეეხება გიგზს, რაიანმა ბაიერნთან მატჩში უმნიშვნელო დაზიანება მიიღო, ასევე ასეთ მდგომარეობაშია ბიუტნერიც, თუმცა საგანგაშო არაფერია და ისინი მომდევნო მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არიან.


მარუან ფელაინი


"მარუანის ტრანსფერი ჩევენთვის ერთ-ერთი კარგი წინგადადგმულია ნაბიჯია. მარუანისთვის სეზონის პირველი ნახევარი არც თუ ისე კარგი გამოდგა, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე ნახევარში იგი შესანიშნავად თამაშობს."

"მან ასტონ ვილასთან მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. ვფიქრობ, იგი ძალიან მალე გაიტანს თავის პირველ გოლს იუნაიტედში. მარუანი ბევრს შრომობს და დღითიდღე პროგრესირებს, მან ბოლო სამ მატჩში ჩვენი ნდობა დაიმსახურა."


მეტოქე


"ჯერ-ჯერობით ჩვენი აზრები ნიუკასლის წინააღმდეგ მატჩზეა გადატანილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მანჩესტერში სამი ქულით დავბრუნდეთ. ცხადია, ჩვენ ოთხშაბათს ურთულესი მატჩი გველოდება, მაგრამ ცოტა ხნით ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და კონცენტრირება მთლიანად დღევანდელ მატჩზე უნდა გადავიტანოთ. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო, რათა ბაიერნთან სათამაშოდ კარგად მოვემზადოთ. ვიმეორებ ჩვენ დღეს ურთულესი მატჩი გველოდება."


მატჩი "ბაიერნის" წინააღმდეგ


"სამშაბათს იუნაიტედმა ყველას საკუთარი ძალები და მებრძოლი სული აჩვენა. ჩვენ სეზონი არც თუ ისე კარგად ჩავატარეთ, რადგან ზოგიერთი მატჩში ძალიან სულელურად დავმარცხდით. ბაიერნთან ოლდ ტრაფორდზე ბიჭებმა ფანტასტიურად ითამაშეს და საკუთარ საქმეს თავი კარგად გაართვეს. მე დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რადგან მოედანზე ფანტასტიური, საოცარი ატმოსფერო შექმნეს, მათი მხარდაჭერა არასოდეს დამავიწყდება. საერთო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ."

"ნათელია, რომ შვაინშტაიგერი და მარტინესი "ბაიერნის" მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი არ ყოფნა მომდევნო მატჩში. ისევე დამაჯერებლად უნდა ვითამაშოთ, როგორც სამშაბათს ვითამაშეთ. ჩვენ დიდი შანსები გვაქვს და ეს შანსები ჩვენს სასარგებლოთ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს."

"ყველამ ვიცით, რომ მომდევნო შეხვედრაში გოლი გვაქვს გასატანი. წინ ერთი კვირა გვაქვს და შევეცდებით მათი თამაში შევისწავლოთ. ამასთან მათ დანაკარგსაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ."
-განაცხადა მოიესმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე

Redevils.ru
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
5 აპრილი 2014 13:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფელაინზე მე ვეთანხმები თქვენი არ ვიცი.
რუნიზე ველოდები ოფიციალურ განცხადებას, იმედი მაქვს რო უბრალოდ ასვენებს.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
5 აპრილი 2014 13:41
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
gilmour,

ტრამვის გამო გამოტოვებს მატჩს
0
№3
ავტორი: gilmour
5 აპრილი 2014 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გიო,
ეგ ოფიციალური ვერსიაა, მე მგონია რო სერიოზული არაფერია უბრალოდ დაასვენებენ.
0
№4
ავტორი: davita
5 აპრილი 2014 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
იმედია მოიგებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Manchester_M
5 აპრილი 2014 15:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნისთან დაკავშირებით ავღელდი :X რა ჩირს ასეთი მაგის გარეშე ბაიენთან თამაში რავიცი :X:X
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
5 აპრილი 2014 15:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Manchester_M,

თითი აქ მოტეხილი მგონი
0
№7
ავტორი: GeorgeBest
5 აპრილი 2014 15:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევანსის დაბრუნება მაგრად გამისწორდა. დღეს უნდა დაასვენოს ზოიგ, მაგრამ ესეთ ნიუკასლთან უნდა მოვიგოთ რა, არამგონია ეს შანსი გაუშვან ბოლო დროს გამოსწორდნენ
0
№8
ავტორი: LizarD
5 აპრილი 2014 23:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გიო,
დაბეჟილი აქვს, მოტეხილი არა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top