"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ ზაფხულში აშშ-ს ტურნეს ფარგლებში კლუბი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მოცემული შეხვედრა წინასასეზონო ტურნირის - International Champions Cup - ფარგლებში შედგება, რომელშიც ასევე "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" მიიღებენ მონაწილეობას.
უკანასკნელად ეს გუნდები ერთმანეთს გასულ წელს დაუპირისპირდნენ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, სადაც ჟოზე მოურინიოს ესპანურმა კლუბმა "წითელი ეშმაკები" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
ამჯერად ისინი 2 აგვისტოს "მიჩიგან სტეიდიუმზე" შეხვდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ ეს სტადიონი, რომლის ზედმეტსახელია "დიდი სახლი" 109,901 მაყურებელს იტევს.
სიახლეები, ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.