თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2014, 02:28
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 2895,
კომენტარები: 11
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
გთავაზობთ პრემიერ ლიგის 33–ე ტურის დაპირისპირების პრევიუს
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

სტადიონი: "სენტ ჯეიმს პარკი", ნიუკასლი
ტურნირი: პრემიერ ლიგა, 33–ე ტური
მსაჯი: კევინ ფრენდი
თარიღი: შაბათი, 5 აპრილი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 18:00, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ) "ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
"ნიუკასლი"

ტრავმირებულები: რემი, სისოკო, დებუჩი, კრული
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Elliot, Alnwick, Santon, Dummett, Haidara, Coloccini, Williamson, Yanga-Mbiwa, S Taylor, Tiote, Anita, Marveaux, Ben Arfa, Gouffran, Gosling, Cisse, De Jong, Shola Ameobi, Armstrong.

"ნიუკასლის" ლაზარეთს სისიკო დაემატა, რომელიც "იუნაიტედთან" მატჩს მუხლის ტრავმის გამო გამოტოვებს. ასევე პარდიუს გუნდს "ეშმაკებთან" თამაში ტომ კრულის, დებუჩის და რემის გარეშე მოუწევთ.


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი, რუნი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რაფაელი, გიგზი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Rafael, Jones, Ferdinand, Vidic, Smalling, Evans, Buttner, Evra, Giggs, Carrick, Nani, Young, Fletcher, Valencia, Kagawa, Fellaini, Mata, Januzaj, Rooney, Hernandez, Welbeck.

ახლახანს დევიდ მოიესმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრავმის გამო"ნიუკასლთან" მატჩს გუნდის მთავარი იმედი, უეინ რუნი გამოტოვებს. "ბაიერნთან" მატჩის წინ "ეშმაკების" თავკაცი გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს შემადგენლობაში. საეჭვოა რაფაელის და რაიან გიგზის თამაშიც. გუნდს სმოლინგი–ევანსის დუეტი დაუბრუნდა დაცვის ხაზში.


გუნდების ფორმა

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

პოზიცია: მე-9 ადიგილი, 46 ქულა.
ბომბარდირები: რემი 13 გოლი;

32 ტურის შემდეგ 'მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ცხრილში 9–ე ადგილს იკავებს 46 ქულით. ბოლო 6 მატჩში პარდიუს გუნდი 3–ჯერ დამარცხდა და 3 გამარჯვება მოიპოვა. ბოლო შეხვედა "საუტჰემპტონის" წინაარმდეგ გამართეს, სადაც 4–0 განადგურდნენ. ბოლო საშინაო მატჩში "ევერტონს" უმასპინძლეს და 0–3 დამარცხდნენ მეტოქესთან. "ნიუკასლმა" ბოლო 2 მატჩში 7 ბურთი მიიღო საკუთარ კარში, საპასუხოდ კი ვერც ერთის გატანა ვერ მოახერხა. ბოლო 4 შეხვედრაში პარდიუს გუნდმა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

პოზიცია: მე-7 ადგილი 54 ქულა.
ბომბარდირები: რუნი 15 გოლი;

32 ტურის შემდეგ დევიდ მოიესის გუნდი მისთვის შეუფერებელ 7–ე ადგილს ვერ სცდება. ბოლო 6 მატჩში მათ ანგარიშზე 4 მოგება და 2 წაგებაა. პრემიერ ლიგის ბოლო მატჩი "ასტონ ვილასთან" გამართეს, სადაც 1–4 იმარჯვეს. "ეშმაკები" ზედიზედ 4 შეხვედრაა გასვლით შეხვედრებში გამარჯვებულები გამოდიან. წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგაში "იუნაიტედს" გასვლით მატჩებში საუკეთესო შედეგი აქვს დაფიქსირებული. მათ შესაძლო 48 ქულიდან 30–ის მოპოვება შეძლეს. ბოლო გასვლითი მატჩი მათ ვესტ ჰემთან გამართეს, სადაც 0–2 დაამარცხეს მეტოქე. პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში უეინ რუნიმ "ნიუკასლის" კარში 6 გოლის გატანა შეძლო. საერთო ჯამში მათი კარის აღება სულ 10–ჯერ მოახერხა.

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები

მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართეს 159 მატჩი. "იუნაიტედის" ანგარიშზე 80 მოგებაა, "ნიუკასლმა" კი 41-ჯერ მოახერხა "წითლების" დამარცხება, 38 მატჩი დამთავრდა ფრედ. ანგარიშით 3-0. საერთო ჯამში "პრემიერ ლიგის" ბოლო 38 მატჩიდან, "ნიუკასლს" მხოლოდ 5 გამარჯვება აქვს, ოთხი საკუთარ მოედანზე და ერთიც "ოლდ ტრაფორდზე". მთლიანად "პრემიერ ლიგის" მატჩებში "იუნაიტედს" ყველაზე მეტი ქულა სწორედ "ნიუკასლთან" მატჩში აქვს აღებული - 78. პირველი წრის დაპირისპირებაში კაბაიეს გოლის წყალობით "ნიუკასლმა" 1972 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა "ოცნებების თეატრში". 1930-1931 წლების სეზონის შემდეგ "ნიუკასლს" "იუნაიტედი" ზედიზედ 2–ჯერ არ დაუამრცხებია.

"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრომო)

მატჩის წინ
11 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
5 აპრილი 2014 04:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მოსაგები თამაშია, ნანის და ევანსის გამოჩენას ველოდები.
0
№2
ავტორი: Roy Keane 16
5 აპრილი 2014 08:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 45
იმედია ეხლა მაინც აღირსებს ნანის თამაშს რა უბედურებააა კაცო yuno

იქნებ ისე ითამაშოს ბაიერნთან შეგვეძლოს ჩართვა
0
№3
ავტორი: red devil
5 აპრილი 2014 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს ის მომენტია როცა უბრალოდ შური უნდა იძიო.
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
5 აპრილი 2014 09:57
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
1930-1931 წლების სეზონის შემდეგ "ნიუკასლს" "იუნაიტედი" ზედიზედ 2–ჯერ არ დაუამრცხებია.

კიდე ერთი ანტირეკორდი არ გვინდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: Manchester_M
5 აპრილი 2014 10:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რუნი როდის დაიტრამვა?
0
№6
ავტორი: Count Alucard
5 აპრილი 2014 11:15
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Manchester_M,
ბაიერნთან, როგორც ჩანს შვაინშტაიგერმა რო წააქცია მაგ დროს.
0
№7
ავტორი: davita
5 აპრილი 2014 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ნანი და ჩიჩა ათამაშე რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№8
ავტორი: Rosso Diavolo
5 აპრილი 2014 12:20
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბიუტნერი ნანი ევანსი იანუზაი მატა ვალენსია ველბეკი ჩიჩა და კაგავა უნდა ათამაშოს აუცილებლად და როგორმე ტოტენჰემს უნდა გადავასწროთ
0
№9
ავტორი: gilmour
5 აპრილი 2014 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
გამოვასწორეთ ბოლო დროს თამაშის ხარისხი და მინდა რომ კარგი ფეხბურთი ვიხილოთ, თან წინასაბაიერნო განწყობაც შევიქმნათ.
0
№10
ავტორი: davita
5 აპრილი 2014 15:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ბაიერნთან გვაქ შემდეგი ეს თუ წავაგეთ შემდეგსაც წავაგებთ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top