თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2014, 20:59
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2052,
კომენტარები: 8
თვის საუკეთესო მოთამაშე
ვირჩევთ მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეს
თვის საუკეთესო მოთამაშე
დამთავრდა მარტის თვე და ტრადიციულად "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი ატარებს კონკურსს: თვის საუკეთესო მოთამაშეს.

ნომინაციაში წარდგენილნი არიან:

დევიდ დე ხეა

ესპანელი კიპერი წელს ფანტასტიურად გამოიყურება და წლის მოთამაშის ტიტულის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. მან "ოლიმპიაკოსთან", "ვესტ ჰემთან" და "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩები უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ასევე დევიდის ორი შესანიშნავი სეივის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ-ფინალის საგზური გაინაღდა.


ფილ ჯონსი

ფილ ჯონსმა ამ სეზონში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ექვსივე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ასევე იგი ფანტასტიურად თამაშობს "იუნაიტედში". ფილს შეუძლია ერთდროულად ცენტრალური ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშოს. 22წლის მცველს კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. მან "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ მატჩში შესანიშნავად ითამაშა და ბერძენთა თავდასხმელებს საჯარიმოში შემოსვლის საშუალება თითქმის არ მისცა.

უეინ რუნი

რაც შეეხება, "მანჩესტერ იუნაიტედის" თილისმას უეინ რუნის იგი მართლაც შეუდარებელია. "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ გატანილი გოლი სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გოლადაც კი მოისაზრება. უეინ რუნიმ "ასტონ ვილასთან" გატანილი ორი გოლის შემდეგ ყველა დროის პრემიერ ლიგის ბომბარდირების სიაში 171 გოლით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ --> აქ

ხმის მიცემა შეწყდება : 2014წლის 7აპრილს.

გთავაზობთ ვიდეოს:

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
4 აპრილი 2014 21:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სეზონის მეორე ნახევარში სამივე შეუდარებელი იყო, მაგრამ მე ხმა დე ხეას მივეცი მაგას ვუმადლობდეთ რო დღეს ლიგაზე კიდევ ვასპარეზობთ
0
№2
ავტორი: Best 7
4 აპრილი 2014 21:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აშკარად დე ხეა რათქმაუნდა მაპატიტიე რუნი
0
№3
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2014 21:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დე ხეა მინდა რო გახდეს
0
№4
ავტორი: Manchester United 14
4 აპრილი 2014 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
პილიც მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№5
ავტორი: red devil
5 აპრილი 2014 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დეხეა იმსახურებს რაც მაგან ბერძნებთან გააკეთა ნუ არ ვიცი რა :/
0
№6
ავტორი: Manchester_M
5 აპრილი 2014 10:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რავი მიჩირს არჩევანის გაკეთება რუნი თუ დე ჰეა მაგრამ მაინც რუნი მაგის გარეშე გუნდი ვერაფერს შვება :X
0
№7
ავტორი: Rooney_ZoSo
5 აპრილი 2014 22:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
De Gea magram rooney adzlevs stimuls gonds eg ro ara upro dzaan chavisvridit vinc metanxmeba like :D :D :D :D :D
0
№8
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
რუნი ან პილი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top