ძლიერი დასასრული "პრემიერ ლიგაში", ეს სწორედ ისაა, რაც "იუნაიტედსა" და დევიდ მოიესს სჭირდებათ მიმდინარე სეზონში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებად და საჭირო ფეხბურთელების შესაძენად.
როგორც ბრიტანული მედია აცხადებს, "იუნაიტედის" ბოსს ტრანსფერებისთვის £200 მილიონი გამოუყვეს სხვადასხვა პოზიციის გასაძლიერებლად.
აქ კი წარმოდგენილია ათი ფეხბურთელი რომლის შეძენასაც "იუნაიტედი" შეეცდება.
1. ტონი კროოსი
ტონი კროოსის მომავალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ასე დარჩება მანამ სანამ არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს "ბაიერნთან". "იუნაიტედი" კი ბოლომდე არ დაკარგავს იმედს და შეეცდება მის "ოლდ ტრაფორდზე" წამოყვანას. კროოსს ხშირად უწევდა სეზონის განმავლობაში სკამზე ჯდომა, გვარდიოლა იშვიათად აძლევდა თავის წარმოჩინების საშუალებას. მაგრამ ის სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც "იუნაიტედს" თავის ადგილზე დაბრუნებაში დაეხმარება.
2. არტურო ვიდალი
არტურო ვიდალის სახელს ესპანეთის გუნდებს უკავშირებდნენ. მისით განსაკუთრებით დაინტერესებულნი იყვნენ "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი". ჭორები მის შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ აგორდა, რაც პრესაში ხმა გავარდა მისი ახლო მომავალში გაყიდვის შესახებ. ვიდალი ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც "იუნაიტედს" სჭირდება. ის ერთ-ერთი ძლიერი ნახევარმცველია ევროპაში.
3. სუბოტიჩი
მართალია სუბოტიჩს მრავალი მატჩის გამოტოვება მოუწია ტრამვების გამო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ევროპის საუკეთესო გუნდების მისადმი ინტერესში. ის მართლაც საოცარი მცველია და ნამდვილად უპრობლემოდ შეძლებს ვიდიჩის ჩანაცვლებას, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
4. კოკე
დიეგო სიმეონემ კოკე ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად აქცია ესპანელებს შორის. ლაპარაკი იყო ანდრეს ერერაზე, რომელიც "ატლეტიკოში" რჩება და შესაბამისად ტრანსფერიც ვერ შედგება. სწორედ ამიტომაც, კოკე იდეალური ვარიანტი იქნებოდა "იუნაიტედისთვის" და თან ის ერერაზე უკეთესია.
5. ილკაი გიუნდოგანი
გიუნდოგანს რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაშის გამოტოვება მოუწია "ბუნდესლიგაში". მისი წამოყვანა "დორტმუნდიდან" შესაძლოა გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ მას აქვს კლასი და საოცარი უნარები, რომლის დახმარებითაც შეუძლია "იუნაიტედის" ნახევარდაცვის გაძლიერება. ბევრს ეს ტრანსფერი არარეალურად ეჩვენება და ფიქრობს, რომ მას "დორტმუნდი" არ გამოუშვებს, თუმცა შინჯი კაგავას ჩართვით შესაძლოა ორივე მხარე დაკმაყოფილდეს.
6. კავანი
შესაძლოა ედინსონ კავანიმ ცუდი წარდგენა აჩვენა "ჩელსის" წინააღმდეგ ოთხშაბათს საღამოს, თუმცა ის იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებიც შესანიშნავად შეცვლიდნენ რობინ ვან პერსის, თუკი ჰოლანდიელი "ოლდ ტრაფორდის" დატოვებას გადაწყვეტს ზაფხულში.
7. პედრო
"იუნაიტედის" ნახევარდაცვის პრობლემების აღმოსაფხვრელად პედრო შესანიშნავი ალტერნატივაა. "ბარსელონას" ვინგერი იმ დროიდან გახდა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, რაც პეპ გვარდიოლამ ის მეორე შემადგენლობიდან გამოიყვანა. "ბარსას" სატრანსფერო პრობლემებმა შესაძლოა ტრანსფერის მოგვარება გაართულოს, რადგანაც ისინი ახლა უკვე ყველა ფეხბურთელის შენარჩუნებას ეცდებიან.
8. ვერტონგენი
ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დანიელ ლევი არასდროს აღად დაიჭერს "იუნაიტედთან" საქმეს, თუმცა შესაძლოა მას მოუწიოს, თუ ვერტონგენი მოისურვებს "მამლების" დატოვებას ზაფხულში. ბელგიელი ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია "პრემიერ ლიგაში". "იუნაიტედს" სწორედ ამ პოზიციაზე აქვს დიდი პრობლემები, ისინი ორ ვეტერანს უშვებენ, ვერტონგენის შეძენა კი ამ პრობლემებს მოაგვარებდა.
9. მორგან შნეიდერლინი
მორგანი მეტისმეტად კარგია იმისთვის, რომ "იუნაიტედმა" მისი ამ ზაფხულს შეძენა შეძლოს. "იუნაიტედს" ნახევარმცველები ყველა მხარეს სჭირდება. ეს პრობლემა კიდევ ერთხელ კარგად გამოიკვეთა "სიტისა" და "ლივერპულთან".
10. ლუკ შოუ
ეს ალბათ საუკეთესო დროა "იუნაიტედისთვის" ახალგაზრდა უძლიერესი მძველის შესაძენად. ის ფაქტი, რომ მას არასდროს უთამაშია "ჩემპიონთა ლიგაზე" ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ევროპული ფეხბურთის ცხოვრებას "იუნაიტედში" მიეჩვევა. იმაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ მას ნამდვილად აქვს ის ტალანტი, რომლის გამოყენებაც "იუნაიტედს" შეუძლია. "მანჩესტერს" ლუკ შოუს ტრანსფერში დიდი კონკურენტი ჰყავს "ჩელსის" სახით.
FootballFanCast.com