"იუნაიტედის" ორ მცველს ბევრი მატჩის გამოტოვება მოუწია ტრამვების გამო, მაგრამ ისინი უკვე დაბრუნდნენ და შესაძლოა შაბათს, "ნიუკასლის" წინააღმდეგაც ვიხილოთ. თამაში "ბაიერნთან" მატჩამდე რამდენიმე დღით ადრეა, სწორედ ამიტომაც, შესაძლოა სულ სხვა შემადგენლობა ვიხილოთ შაბთს.
"ჩვენ დაგვიბრუნდნენ ევანსი და სმოლინგი. გიგზმა მიიღო ტრამვა შუა კვირაში, მაგრამ ჩვენ არ ვშიშობთ ბიუტნერის გამო. ჯონი და კრისი უკვე დაბრუნდნენ. ჩვენ ისინი ძალიან გვენატრებოდა. ძალიან გვჭირდება მათი ახალგაზრდობა და ენთუზიაზმი,"-აცხადებს მოიესი.
მოიესმა ასევე აღნიშნა როგორი მნიშვნელოვანია "ნიუკასლთან" მოგება და რევანშის აღება პირველი წაგებული თამაშის გამო.
"ახლა მხოლოდ "ნიუკასლის" თამაშე ვფიქრობთ. იქ ჩასულებმა კარგი წარდგენა უნდა ვაჩვენოთ ხალხს, წამოვიღოთ სამი ქულა და შევქმნათ კარგი მომენტები."
"მე სხვა რაღაცებიც მიტრიალებს თავში, მაგრამ მიზანი "ნიუკასლია". ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა დავალაგოთ. ჩვენ ძალების აღსადგენად კიდევ ერთი დღე გვაქვს. ჩემი მესიჯი ფეხბურთელებისთვის კი არის ის, რომ ეს თამაში მნიშვნელოვანია,"-დაასრულა ბოსმა.