თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2014, 14:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1781,
კომენტარები: 8
დე ხეას პასუხები
დავიდ დე ხეამ გულშემატკივართა შეკითხვებს უპასუხა.
დე ხეას პასუხები
დავიდ დე ხეამ კლუბის ოფიციალურ Facebook-ის გვერდზე გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.

როგორ აფასებთ მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი მოხვედრის შანსებს?

ვიქტორ ვალდესმა ტრავმა მიიღო, ამიტომ შესაძლოა მე წამიყვანონ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ვიქტორის ტრავმა მახარებს. ეს ნაკრებისთვის უდიდესი დანაკლისია და საშინელებაა.

იყო თუ არა უეინ რუნის გოლი საუკეთესო მათ შორის, რაც უშუალოდ თამაშისას გინახავთ?

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გოლია რაც ოდესმე მინახავს. ასეთი რამის გაკეთება ძელიან ძნელი იყო. ასეთი გოლის გასატანად ფანტასტიური ტექნიკაა საჭირო. ეს ყველაფერი კი რუნის ნამდვილად აქვს.

როგორ ფიქრობთ, გაქვთ შანსი, რომ გულშემატკივარმა წლის ფეხბურთელად დაგასახელოთ?

ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს, გამოკითხვაში ხომ გულშემატკივრები მონაწილეობენ. სიმართლე გითხრათ, ამას ნამდვილად არ ვუმიზნებ. ჩემი მიზანი - საკუთარი კარის მშრად შენახვაა და სეზონის დარჩენილი ნაწილის რაც შეიძლება კარგად ჩატარება გახლავთ. გარდა ამისა, ჩვენს გუნდში უამრავი ფეხბურთელია, რომელიც ასევე იქნება წარდგენილი ამ ტიტულის კანდიდატად.

რომელი ფეხბურთელის წინააღმდეგ გიჭირთ ვარჯიშზე ყველაზე მეტად?

ჩვენს გუნდში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებიც ვარჯიშებზე მუდმივად ტონუსში გამყოფებენ. ეს ჩემს ფორმას ხელს უწყობს. ჩიჩარიტო და რუნი ვარჯიშებზე ძალიან ბევრ გოლს იტანენ, მაგრამ ესეც კი მეხმარება.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: buka oboladze
4 აპრილი 2014 14:21
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეს რომ არ გვყავდეს ნეტა რა გვეშველებოდა
0
№2
ავტორი: red devil
4 აპრილი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგარი მეკარეა :*
0
№3
ავტორი: VaRdo
4 აპრილი 2014 14:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველაზე მაგარი მეკარეა ეს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2014 15:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩიჩამ ვარჯიშებზე მაინც შეყაროს ისე არ ათამაშებენ და areyoukiddingme

წლის ფეხბურთელს რუნი აიღებს ალბათ, მაგრამ დე ხეას თუ მისცემენ უკეთესი იქნება, დაიმსახურა წელს ძაან მაგარია
0
№5
ავტორი: LizarD
4 აპრილი 2014 18:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
წლის ფეხბურთელი ამაზე მეტად ვინმემ დაიმსახურა ნეტა? თამაში არ ჩაუგდია
0
№6
ავტორი: Manchester_M
4 აპრილი 2014 18:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვალდესი რომც არ იყოს ტრამვირებული ვთვლი რომ ვალდესზე ბევრად უკეთესი მეკარეა და ღირსია წაყვანის მუნდიალზე წარმატებები დავით <3
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
4 აპრილი 2014 20:30
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს რომ არა ეხა მერვედ ფინალშიც ვერ გავიდოდით
0
№8
ავტორი: gilmour
5 აპრილი 2014 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კაცი რომელსაც არანაირად არ ეხება გუნდის ჩავარდნა, თამაშობს უმაღლეს დონეზე და სტაბილურად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top