თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2014, 08:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2050,
კომენტარები: 8
ფრემ ორივე დააკმაყოფილა
დევიდიც და პეპიც კმაყოფილები არიან.
ფრემ ორივე დააკმაყოფილა
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და მიუნხენის "ბაირნის" მთავარი მწვრტნელები, დევიდ მოიესი და ხოსეპ გვარდიოლა მოხარულნი არიან 1/4 ფინალურ სტადიაზე პირველი შეხვედრის ფრედ დასრულებით.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მოახერხა "იუნაიტედის" კაპიტანმა, ნემანია ვიდიჩმა ბურთის გადაგზავნა ნოიერის კარში, მაგრამ საპასუხო გოლიც საკმაოდ სწრაფად მიიღო. 1:1 არის შედეგი, რომელიც რეალურ შანსებს ტოვებს დევიდ მოიესის გუნდისთვის.

"ფეხბურთელები შესანიშნავად თამაშობდნენ. ცოტათი გამიცრუვდა იმედი გოლის გაშვებით, მაგრამ საერთო ჯამში მართლაც კარგად გამოვიყურებოდით. წარმაეტბის მიღწევის ნამდვილი წყურვილი გამოვავლინეთ. ამ ტურნირზე კარგი ისტორია გვაქვს. დღეს გულშემატკივარმა შესანიშნავი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა და ამ სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა."

დენი ველბეკის ერთი-ერთზე გასვლის შესახებ:"ტურნირის ამ ეტაპზე უფრო გადაწყვეტისუნარიანი უნდა იყო. როცა შანსები გეძლევა, გმაოყენება უნდა შეგეძლოს."

"ვიცით, რომ საპასუხო შეხვედრაში გოლის გატანა გვჭირდება. შევეცდებით ამას რამე მოვუხერხოთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ რეალური შანსი გვაქვს. შევეცდებით გამოვიყენოთ იგი. სწორედ ამ შანსის მიღება გვსურდა."

"ჩვენ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგვეცა. მიუნხენში მოსაგებად ჩავალთ. საუკეთესო თამაშს სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე ვაჩვენებთ და ახლა ის გვჭირდება."
- უცხადებს დევიდ მოიესი უეფა-ს ოფიციალურ საიტს.

გვარდიოლა, რომელიც საპასუხო შეხვედრაში ხავი მარტინესისა და ბასტიან შვაინშტაიგერის გარეშე დარჩა, კმაყოფილია საყაიმო შედეგით.

"სრულიად კმაყოფილი ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს მსოფლიოში. ჩვენ გასვლით შეხვედრაში გავიტანეთ გოლი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გაგვიმართლა, რომ დენი ველბეკმა და უეინ რუნიმ ვერ მოახერხეს თავის გამოჩენა. სიტუაციაში, როცა ჩვენ გოლი გავუშვით, რთული იყო თავდაცვა."

"ყოვეთვის არსებობს საფრთხე, როცა საპასუხო შეხვედრაში 1:1 ანგარიშით მიდიხარ, მაგრამ 1:2-ც სახიფათო იქნებოდა. შევეცდებით საპასუხო შეხვედრა მოვიგოთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეგვიძლია. ჩემი მოთამაშეების დიდი იმედი მაქვს და იმედს ვიტოვებ, რომ გულშემატკივრები ისევე დაგვიდგებიან მხარში, როგორც "იუნაიტედს" ედგა ინგლისური პუბლიკა "ოლდ ტრაფორდზე"
- ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester United 14
2 აპრილი 2014 08:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოიეს მოგებაც შეიძლებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№2
ავტორი: mika.darsalia11
2 აპრილი 2014 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ბიუტნერი მომეწონა გუშინ))) პერსი რო გვყოლოდა მოვიგებდით აუცილებლად და რიო ვიდიჩის წყვილმა წინა წლები გამახსენა დაუკეთესო მატჩი ჩაატარეს)) და გოლსაც თუ კარგად დააკვირდებით ფელაინის ბრალი იყო უნდა ჩამოყოლოდა შვაინას)))) მოკლედ ფელას გარდა ყველა კაი იყო))
0
№3
ავტორი: LizarD
2 აპრილი 2014 12:23
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
პუბლიკა რომ დაევასა აბა რა ოცნებების თეატრია ბოლოს და ბოლოს <3
0
№4
ავტორი: chudikone
2 აპრილი 2014 12:27
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. დაცვა კარგად გაუსარჯა და განმეორებითშიც უკეთ გაირჯება. ევრა გვეყოლება და ალბათ რაფაელიც. პერსი უელბეკის მომენტს არ გააცყდებდა და ალბათ მოვიგებდით კიდეც. საერთო ჯამში უელბეკიც და რუნიც კარგები იყვნენ. ქერიქი საერთოდ არ ჩანდა, მაგრამ უდიდეს სამუშაის ასრულებდა. ჯონსი - უკომენტაროდ. ფელაინი კიდე როცა ხაშიათზეა მარტო მაშინ თამაშიბს კარგად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Shako Jones
2 აპრილი 2014 14:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
მოიესს რას ერჩით ზოგ-ზოგიერთი შავცენზურაანები არიან ანტიკვარები
0
№6
ავტორი: davita
2 აპრილი 2014 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
მარტო ატმოსფეროს გულიზე უნდა დამტკბარიყავი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№7
ავტორი: Rosso Diavolo
2 აპრილი 2014 15:33
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დაცვამ კარგად ითამაშა შიგადაშიგ პრობლემებიც იყო რაც შეეხება ფელაინის ჩამოფასებული იდიოტია!!
0
№8
ავტორი: Manchester_M
2 აპრილი 2014 17:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
იმედია მოვიგებთ აილენს არენაზე მაგრამ რომც ვერ მოვიგოთ სამარცხვინო წაგება მაინც არ იქნება ამის იმედი მაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top