თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2014, 17:34
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2395,
კომენტარები: 14
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
შოტლანდიელი "ბაიერნთან" მატჩის წინ
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
დევიდ მოიესმა "ბაიერნთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელებზე და გუნდში მომხდარ ახალ ამბებზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგა:

"ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ. მე ამ ტურნირზე გამოცდილება არ მქონდა, მიუხედავად ამისა ფეხბურთელების დახმარებით ჯერ ჯგუფური ეტაპიდან გავედით, შემდეგ კი მერვედფინალში ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ პატარა სასწაული მოვახდინეთ. მეოთხედფინალში ჩვენ დიდი გამოწვევა მივიღეთ, მიუხედავად ამისა გერმანლების წინააღმდეგ მზად ვართ."

მატჩი:

"მე არ ვამბობ, რომ ჩვენ მატჩამდე განსაკუთრებული სახის ზეწოლას ვგრძნობთ. მართალია ვეთამაშემით ჩემპიონებს, მაგრამ მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვიცი თუ რა შეუძლიათ მათ. ისინი ბევრს შრომობენ და მუდამ პროგრესირებას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოწინააღმდეგის ფეხბურთელებს პრობლემებს შეუქმიან და დასახულ მიზანს მიაღწევენ. ჩვენი ბიჭები დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ელიან."

"ჩვენ ბაიერნთან ორი ურთულესი მატჩი უნდა ჩავატაროთ. კარგი იქნება გერმანიაში გამარჯვებულები წავიდეთ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მათთან ძალიან რთული იქნება. მათ ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. ბაიერნმა 7 ტურით ადრე მოიგო ბუნდესლიგა, მე ძალიან გამიხარდა, რომ პეპ გუარდიოლამ მოსვლისთანავე შეძლო და გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახადა. მე ვულოცავ მას ასეთ დიდ წარმატებას."

გუნდი:

"ჩვენ დაცვის ხაზში პრობლემა გვაქვს. დღეს პატრის ევრა ვერ დაგვეხმარება, ხოლო რაფაელის მოედანზე გამოსვლა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მე შაბათის მატჩთან შედარებით ძირითად შემადგენლობაში მეტ ცვლილებას განვახორციელებ. მოედანზე პირველივე წუთებიდან იხილავთ შინჯი კაგავას, რომელიც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია."-დაასრულა მოიესმა

Redevils.ru
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
1 აპრილი 2014 17:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ვააააააააააა კაგავა! მოდიხარ აზრზე დევიდ ნელნელა. შენ კაგავა იანუზაი და ნანი ათამაშე და სულ რო დიდი ანგარიშით წავაგოთ მაინც ვერავინ გაგამტყუნებს. აბა ქლევერლები და იანგებით რო წააგებ ეგრევე შენ გაბრალებენ სუსტი სასტავის დაყენებისთვის .ამდენს ხომ უნდა ხვდებოდე ამხელა "გენიოსი" მწვრთნელი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: Rosso Diavolo
1 აპრილი 2014 17:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Lev,

ნანის ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ვერ ათამაშებს
0
№3
ავტორი: Lev
1 აპრილი 2014 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
გიო,
wink ვერანაირად ვერ დაგეთანხმები

ნანი დიდ მატჩს ყოველთვის მაგრად თამაშობს და სირი მოიესი უნდა დაფიქრდეს ამაზე. არც იანგი და არც ვალენსია არ არიან მაგის დონეეები და ვერც ვერასოდეს მიაღწევენ იმიტომ რომ ნანი-მიუხედავად ბოლო 2 სეზონისა მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ვინგერია!!!

ნანი ძალიან სწრაფია აქვს გენიალური ტექნიკა და გენიალური პადაჩა. ვალენსია და იანგი სწრაფები არიან მაგრამ არანაირი სარგებელი! დაჭენაობენ პროსტო წინდაუკან ვერც კაცს ატყუებენ ვერც საგოლე პასებს ჩითავენ გავრტყი ყველა ეგეთ ვინგერს. ვალენსია მევასება დაცვაში და მოიესს თუ ტვინი აქვს ეგ დადგება რაფას ადგილზე და ვნახოთ როგორ გაცდება მაგას რიბერი ან რობენი. მაგის წინ დადგება ნანი და მივიღებთ სწრაფ და ძლიერ მარჯვენა ფლანგს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: GeorgeBest
1 აპრილი 2014 18:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნანიზე მაგრად მიქარა როცა შეეძლო ბოლო 2 მატჩში 5 წუთი არ ათამაშა ტიპი, ეხლა უთამაშებელის გამოყვანას რა აზრი აქვს? ისეც არ ველოდი ბაირნის გადახევას ნანით, მაგრამ იანგს კი ჯობია.

კაგავა კარგია, მაგრამ რავიცი. ჩემ აზრზე ვრჩები ჯობია რუნი დადგეს ფლეიმეიკერად, იმიტომ რომ ნდაცვაში უფრო მოუწევს მეტი გარჯა ვიდრე წინ, რუნის იმედი მაქვს, ბოლომდე დაიხარჯება

შეიძლება სხვა შემადგენლობის მონახვა, რამე ახალი მოფიქრება, მაგრამ ვის შეუძლია ეგ
0
№5
ავტორი: Lev
1 აპრილი 2014 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
კაროჩე ჩემი სასტავი ასეთია: ვალენსია-ევანსი-ჯონსი-ბუტნერ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: DaTo_O
1 აპრილი 2014 18:21
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
Lev,
+1 - ნანიზე მაგარი ვინგერი მანჩესტერს არ ჰყავს ამ მომენტში !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
№7
ავტორი: Lev
1 აპრილი 2014 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
გიორგი,
რუნის თუ დაწევს მაშინ წინ ველბეკი უნდა გაუშვას. თუ ველბეკს ფლანგზე ათამაშებს ასე მგონია მარცხენაზე და მარჯვენაზე ადნანს და ნანის მერე გამოიყვანს. კაროჩე დომხალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: MANUTD FAN.
1 აპრილი 2014 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
უეჭველი უნდა მოვიგოთ რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№9
ავტორი: Rosso Diavolo
1 აპრილი 2014 19:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Lev,

კაი რა მიმდენი თამაში გამოტოვა ბაიერნთან არ უნდა ათამაშოს მოიესმა !!

ამჟამად ვალენსია ბევრად სჯობია ლუიშს
0
№10
ავტორი: GeorgeBest
1 აპრილი 2014 19:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Lev,
რუნის დაწევით ველბეკი უნდა დაყენოს ფორვარდად, ანუ კაგავა ნა ფლანგზე ან სკამზე, ცოტა ნიტოა რა. დომხალია და მაგრად გაუჭირდება ალბათ არჩევა. იანუზაი აუცილებლად უნდა იყოს ფლანგზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top