თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2014, 16:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2109,
კომენტარები: 5
"შეიძლება შემომთავაზა კიდეც"
პეპ გვარდიოლა ხუმრობის ხასიათზეა.
"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ იხუმრა, რომ შესაძლოა ინგლისურ ცუდად ცოდნის გამო გაუშვა კიდეც "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნის შანსი.

2012 წელს "ბარსელონასთან" განშორების შემდეგ, გვარდიოლა მართლაც ითვლებოდა სერ ალექსის მემკვიდრეედ. დიდებული შოტლანდიელი და ხოსეპი მართლაც შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკში.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრის წინ გვარდიოლამ ხუმრობით სტილში უარყო გავრცელებული ჭორები, თითქოსდა სერ ალექსმა მას თავის პოსტი შესთავაზა.

"შესანიშნავ რესტორანში დამპატიჟა და დიდებული დრო გავატარეთ. მე ცუდად ვიცი ინგლისური, სერ ალექსი კი ძალიან სწრაფად ლაპარაკობს, ასე, რომ მისი ცუდად მესმოდა."

"შეიძლება ამიტომაც ვერ გავიგე მისი შემოთავაზება. არა, ეს მხოლოდ მეგობრული ვახშამი იყო, ის ჩემთან მიმართებაში ძალიან თბილი იყო. იგი ყოველთვის საობრობს ჩემთან როგორც მწვრთნელი და მაშინაც კარგი დრო გავატარეთ."
- ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mirror.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Best 7
1 აპრილი 2014 16:29
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ისე კაი იქნებოდა შენი მოსვლა შემდეგ სეზონში
0
№2
ავტორი: Count Alucard
1 აპრილი 2014 16:52
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
lukadzandzava,
ამას ბაიერნიდან არ გაუშვებენ თვითონ თუ არ წამოვიდა.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
1 აპრილი 2014 18:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა გუარდიოლა დაგვხატავდა, უბრალოდ მაინც არ წამოვიდოდა ეს
0
№4
ავტორი: Malboro463
1 აპრილი 2014 19:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ანჩელოტი რომ უნდოდა ალექს ეგ თვითონაც თქვა და რომ არაფერი გამოვიდა მოესი დანიშნა : დ
0
№5
ავტორი: red devil
1 აპრილი 2014 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვერავინ გაბედა ბაბუს შეცვლა და არც პეპია გამონაკლისი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top