"მანჩესტერ იუნაიტედის" 3 ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს.
ეშლი იანგი,
ტომ ქლევერლი და
დენი უელბეკი დაეხმარებიან ინგლისის ნაკრებს შევედით წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.ინგლისის ნაკრები უკვე გაემგზავრა სტოკჰოლმში,მაგრამ ყველაზე სამწუხაროა ის ფაქტი,რომ კოჭის ტრავმის გამო მათ
უეინ რუნი ვერ გაჰყვა.
გუნდის ლაზარეთში ძალიან ცუდი ამბებია.სწორედ ტრავმების გამო
რობინ ვან პერსი,
ლუიშ ნანი და
ჯონი ევანსი ვერ დაეხმარებიან თავიანთ ნაკრებებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ახალწვეული
ანხელო ენრიკესი გამოიძახეს ჩილეს ეროვნულ ნაკრებში და მას სერბეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მოუწევს თამაში.
დანიის ნაკრებში გამოიძახეს "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე
ანდრეს ლინდერგაარდი.მას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მოუწევს მატჩის ჩატარება,მაგრამ შეიძლება უმნიშვნელო ტრავმის გამო მას ამ მატჩის გამოტოვება მოუწიოს.იქაურ მედიასთან საუბარში მან განაცხადა,რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია ტერფის ტრავმის გამო,მაგრამ ის იმედს იტოვებს,რომ ეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება.
როგორც ჩვეულებრივ
პატრის ევრა გამოიძახეს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.ფრანგებს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ უწევთ თამაში.სავარაუდოთ შოტლანდიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს მოირგებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი
დარენ ფლეტჩერი.ნაკრებში გამოიძახეს
რობი ბრედიც,რომელიც სულ ახლახანს არენდით გადავიდა "ჰალ სიტიში",სავარაუდოთ მას ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში.