თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2014, 23:07
ავტორი: Best 7,
ნანახია: 1773,
კომენტარები: 9
"ყველაზე მთავარი მომენტები თამაშის ბოლოს ხდება"
სერ ალექს ფერგიუსონმა 1999-წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.
"ბაიერნი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" მეოთხედ ფინალამდე, ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა 1999-წლის ფინალი გაიხსენა, გერმანელების წინააღმდეგ.

"იმ სიტუაციაში მეტოქეს უკვე არ შეეძლო თამაშის შემობრუნება. როცა გუნდმა უნდა შეასრულოს გმირობა და ის ამას ასრულებს, ეს უბრალოდ ფანტასტიკაა!.ჩემი გუნდი უკვე რამდნეჯერმე გადარჩა ამ საქციელით. ბიჭებს ფანტასტიკური ლტოლვა ჰქონდათ მოგების. დავამატოთ ამას:გუნდური ხასიათი და მოგების სურვილი. გუნდი ამას იმსახურებდა, იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე გავედით"-ციტირებს სერ ალექსის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"უსიტყვოდ, ჩემი "მანჩესტერული" კარიერის მთავარი მომენტები მეორე ტაიმის ბოლო 15 წუთში ხდებოდა.ვთქვათ, შენი გუნდი 0:1 აგებს, ან 1:2. უკვე არ აქვს აზრი ითამაშო კონსერვატიული ფეხბურთი.იმოტომ რომ, ბოლო 75 წუთმა ვერაფერი ვერ გვაჩვენა.ამ შემთხვევაში უნდა გარისკო, უნდა გაიყვანო თავდასხმაში დამატებითი ფეხბურთელები. ასევე მოხდა ფინალში "ბაიერნთან", სადაც ჩვენ თავდასხმაში გავიყვანეთ სოლსკიაერი, შერინგემი და კოული",-ხაზი გაუსვა ფერგიუსონმა.

წყარო:euro-football.ru
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
31 მარტი 2014 23:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ვეღარ ვითმენ მალე მოვიდეს ხვალინდელი დღე. ლიგის ჰიმნი და ნერვიულობა. ტანში ჟრუანტელის გავლა და კანკალი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: RojoDiablo
31 მარტი 2014 23:18
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
VaRdo,
და ყოველ ჯერზე როცა კი მცირედი შანსიც გვექნება გული საოცრად სცემს. ყოველ ბურთის მიღებაზე უდიდესი იმედი გაჩნდება და ყოველი გასული წამი პულსის აჩქარება იქნება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
31 მარტი 2014 23:38
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
როგორც ოლიმპიაკოსთან არ მჯეროდა რო ის ტაქტიკა მოიესმა დააყენა,ისევე მჯერა რო ხვალ ბაბუს დაყენებული შემადგენლობა გამოვა. მოიესს აზრადაც არ მოუვიდოდა 3 თვის უთამაშებელი გიგზის ცენტრში დაყენება და როცა 3 ფლანგელი მწყობრში გყავს ველბეკის ფლანგზე დაყენება. არ მჯერა და მომკალით რა. 1 წელია გუნდის მწვრთნელია და სრულიად ალოგიკური შემადგენლობა დააყენა,მისი ხედვიდან გამომდინარე. თან დღეს ვარჯიშებზე კლევერლის და იანგს რაღაც ვერ მოვკარი თვალი და ძაან გამიხარდა
0
№4
ავტორი: dachi_mu
1 აპრილი 2014 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
babuuu :(
0
№5
ავტორი: Best 7
1 აპრილი 2014 00:40
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ხვალ იქნება მოიესისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე, თუ წავაგეთ არ უნდა წავაგოთ 1 ბყრთის სხვაობის მეტი თუმოვიგებთ მოვიგოთ
0
№6
ავტორი: LizarD
1 აპრილი 2014 01:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ბაიერნთან წაგება დიდად არ გამიკვირდება მაგრამ მთავარია ღირსეულად ითამაშონ. მე მჯერა მანჩესტერის ბოლომდე, ერთადერთი გუნდია რომლისაც სანამ მოედანს არ დატოვებ უნდა გეშინოდეს.
0
№7
ავტორი: red devil
1 აპრილი 2014 08:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეჰ ბაბუ ბაბუ :(
0
№8
ავტორი: davita
1 აპრილი 2014 12:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
დედას არ ავუფეთებთ ამ სირბანჯგვლებს !!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№9
ავტორი: Manchester_M
1 აპრილი 2014 15:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფერგი ახლა რომ იყოს რა ფორმაშიც არ უნდა იყოს ბაიერნი მაინც გახევდა :X 2010 წლის აბაროტს აიღებდა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top