თბილისი:
მანჩესტერი:
31-03-2014, 14:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1850,
კომენტარები: 5
ფლეთჩერი ტრიოზე საუბრობს
დარენ ფლეთჩერს ხუან მატას, რუნისა და იანუზაის მისამართით თბილი სიტყვები არ ენანება.
ფლეთჩერი ტრიოზე საუბრობს
დარენ ფლეთჩერი გამოტყდა, რომ "ასტონ ვილასთან" გამართულ შეხვედრაში შემტევმა ტრიომ მისი გაოცება გამოიწვია.

"უეინი ჩვენი გუნდის თილისმაა. ის შესანიშნავი მოთამაშეა, იგი ნამდვილი ლიდერია, რაც თითქმის ყველა შეხვედრაში მტკიცდება. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენს რიგებში ასეთი ფენომენალური ფეხბურთელი ირიცხება. დარწმუნებული ვარ, რომ ის მუდმივად განვითარდება და ფორმის პიკს მიაღწევს." - ციტირებს ფლეთჩერის სიტყვებს manutd.com.

"ხუან მატა - შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ის ცოტა ხნის წინ მოვიდა ჩვენს გუნდში, მაგრამ გასახდელის განუყოფელი ნაწილია. მას გოლი სჭირდებოდა და როგორც იქნა გაიტანა. იმედი მაქვს სეზონის ბოლოს კიდევ უფრო მეტი გოლი იქნება მის აქტივში."

"ჩვენი მეოთხე გოლი მთელი გუნდის კარგი თამაშის წყალობით გავიდა. ფელაინიმ პასი გაცვალა იანუზაისთან, შემდეგ კი იანუზაიმ შესანიშნავი პასი გადააწოდა ჩიჩარიტოს. იანუზაი ამ გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება. ხალხმა მოთმინება უნდა იქონიოს და მისგან ძალიან ბევრი არ უნდა მოითხოვოს ამ დროისათვის."

"მან ფანტასტიური სეზონი ჩაატარა. შესაძლოა ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვერ თამაშობს, როგორც თავად სურს, მაგრამ მან ნამდვილი პროფესიონალიზმი და წარმატების მიღწევის სურვილი გამოავლინა. ყველაფერი რაც თქვენ გევალებათ, ეს არის შენი სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულება და ამით მენეჯერისთვის თავსატეხის გაჩენა, თუ ვინ დააყენოს ძირითადში."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
31 მარტი 2014 15:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ნანის მინდოდა დრო მიეღო ამ თამაშებში და ბავარიასთან ძან გამოგვადგებოდა იმედია კარგ ფორმაში შეხვდება ხვალინდელ თამაშს
0
№2
ავტორი: Count Alucard
31 მარტი 2014 15:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Manchester_M,
მე საერთოდ მეეწევება ნანის თამაში, არ ათამაშებს ჩემი აზრით, მთავარია იანგი და კლევრლი არ იყვნენ და დანარჩენად მოახერხებს გუნდი რამეს, სეტევაში რუნი-კაგავას წყვილი გამიხარდებოდა მე.
0
№3
ავტორი: RedGirl
31 მარტი 2014 16:09
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეჰ ახლა მხოლოდ ბაიერნთან მატჩზე ვფიქრობ მეტ არაფერზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: Manchester_M
31 მარტი 2014 16:20
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
nika_123,
შენი აზრით იანუზაი და ვალენსია იქნება ფლანგზე ?

იანუზაი მართლია კარგად თამაშობს მაგრამ გამოცდილება აკლია ასეთ თამაშებში და მაინც ნანი მირჩევნია თან 2010 წელს ნანის დუბლი აქვს ბაიენთან და იქნება ხვალაც გამოგვადგეს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
31 მარტი 2014 17:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მატა მაგრად დაგვაკლდება. რუნის იმედი მაქვს მხოლოდ, მაროტ მაგას შეუძლია რამე ქნას და ბაიერნის ნახევარდაცვას წინააღმდეგობა გაუწიოს. ბევრი მუშაობა მოუწევს და ფორვარდად ჯობია უელბეკი დააყენოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top