თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 17:07
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2114,
კომენტარები: 4
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
მოიესი მატჩის შემდეგ
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
"ასტონ ვილასთან" გამარჯვების შემდეგ დევიდ მოიესმა პროსკონფერენცია გამართა და ხალხს შთაბეჭდილელები გაუზიარა.

მატჩი

"ჩვენ მატჩი საკმაოდ კარგად არ დავიწყეთ და პირველ 15წუთში საკუთარ კარებში არასასიამოვნო გოლი მივიღეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენ თამაში გამოვასწორეთ და წონასწორობის აღდგენა შევძელით. ტაიმის დასასრულს კი დავწინაურდით. ჩვენი მეორე გატანილი ბურთით მოვსპეთ ყველა ინტრიგა რაც კი წამოგორებული იყო ჩვენს წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ გუშინ ბიჭებმა საკუთარი მებრძოლი სული აჩვენეს."

გულშემატკივართა მხარდაჭერა

"გულშემატკივრებს ძალიან კარგად ესმით, თუ ვინ ვარ მე და რას წარმოვადგენ მათ საყვარელ გუნდში. მე ნამდვილი გულშემატკივრებისგან დღემდე წარმოუდგენელი მხარდაჭერა მივიღე, ისინი ფეხბურთელების წარმატებაში დიდ როლს ასრულებენ და ბიჭებს კონცენტრაციაში ძალიან ეხმარებიან. ძალიან მიხარია, რომ ფანები იუნაიტედის ასეთ მდგომარეობას გაგებით და სერიოზულად ეკიდებიან და ჩვენ დამატებით ძალას გვმატებენ."

შეხვედრა "ბაიერნთან"

"მე არ ვამბობ, რომ ამ მატჩს მოუთმენლად ველი ამ თამაშს. მე ჩემპიონთა ლიგის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ჩემი ახალი გუნდი მერვედფინალამდე მაინც გამეყვანა, ჩვენ მეოთხედფინალში გავედით და ვუპირირისპირდებით ჩემპიონ გუნდს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იქნება."

რაფაელი

"გუშინ რაფაელმა ტრამვა მიიღო, მან მხოლოდ პირველი ტაიმის ჩატარება შეძლო. შესვენების შემდეგ იგი კერიკმა გაცვალა. წესით რაფაელის ადგილზე ვალენსია უნდა გამოსულიყო, მაგრამ ანტონიოს მუხლი აწუხებდა. თუ ბაიერნთან რაფაელი მზად არ იყო მის ნაცვლად ვალენსია ითამაშებს."

"მე ასევე გილერმო ვარელას ვარიანტსაც განვიხილავდი, მაგრამ ურუგვაელს ტრამვა აწუხებს, ამიტომ სხვა ვარიანტი უნდა ვეძებოთ. იმედი მაქვს ბრაზილიელის ტრამვა სერიოზული არ იქნება."


Redevils.ru
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
30 მარტი 2014 17:11
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ამ ბიჭს რა ტრამვებმა გაუჭირეს საქმე ://
0
№2
ავტორი: RedGirl
30 მარტი 2014 18:05
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ რაფააააააა :|| ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: GeorgeBest
30 მარტი 2014 20:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაფაელი მწყობრში უნდა იყოს ბაიერნთან თორე wink

თამაშიც ცუდი არ იყო, მაგრამ მხოლოდ ესეთი დაბალი დონის გუნდებთან გავალთ ფონს
0
№4
ავტორი: red devil
31 მარტი 2014 08:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ ახლა რო რაფა არ იყოს მაგრად დაგვერხევა :(
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top