თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2012, 15:13
ავტორი: Rooney,
ნანახია: 3814,
კომენტარები: 15
ნემანია ვიდიჩი
ნემანია ვიდიჩი: გზა მანჩესტერამდე
ნემანია ვიდიჩი
კლუბები
2000–2004 ბელგრადის
წითელი ვარსკვლავი 67 (12)
2000–2001 სობუტიცას სპარტაკი
(იჯარით) 27 (6)
2004–2006 მოსკოვის სპარტაკი 39 (4)
2006– მანჩესტერ იუნაიტედი 99 (8)


ნემანია ვიდიჩი დაიბადა 21 ოქტომბერი, 1981, უჟიცე იუგოსლავიაში არის სერბი ფეხბურთლი. ვიდიჩის გუნდია მანჩესტერ იუნაიტედი და სერბეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.


ადრეული წლები

ნემანია დაიბადა სერბეთის ქალაქ დრაგულჯუბში. მამამისი ზორა ქარხანაშ მუშობდა, დედა ბანკში. ნემანიამ ფეხბურთის თამაში 7 წლიდან დაიწყო. იგი მის უფროს ძმასთან ერთად დადიოდა ადგილობრივ კლუბ ჯესვიდო უციზეში. ვიდიჩი ძალიან სწრაფად პროგრესირებდა, 12 წლის უკვე სლობოდა უციზეში გადავიდა.

ბელგრადის წითელი ვარსკვლავი

ორწლინახევრის შემდეგ, სანამ ნემანიას 15 წელი შეუსრულდებოდა გადავიდა ბელგრადის ახალგაზრდულ წითელ ვარსკვლავში. წითელი ვარსკვლავი მისი კარიერის დასაწყისი იყო. როდესაც, ვიდიჩს 18 წელი შეუსრულდა იგი განათხოვრებული იქნა ბელგრადის გუნდიდან სპარტაკ სობუტიცაში 2000 წელს. სეზონის შემდეგ იგი დაუბრუნდა წითელ ვარსკვლავს. ბელგრადის გუნდმა მოახდინა სენსაცია მან მოიგო იუგოსლავიის თასი. ვიდიჩი დაბრუნებისთანავე სასტარტო შემადგენნლობაში მოხვდა. მალევე მოიპოვა კაპიტნის სამკლაური. იგი სამი წელი იყო კაპიტანი, მან ჩაატარა 64 მატჩი სადაც 12 გოლის გატანა შეძლო. ნემანიამ ასევე მოიგო სერეთის და მონეგროს თასი და სერბეთის და მონტენეგროს ჩემპიონატი.

მოსკოვის სპარტაკი

2004 წელს რუსმა სკაუტებმა ვიდიჩს თვალი დაადგეს. 2004 წლის ივნისში მან სპარტაკში გადაინაცვლა. მისი სატრანსფერო ღირებულება არ ვრცელდება, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ის იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული მცველი იყო რუსეთში. მოსკოვში მან 2 სეზონი ითამაშა. ვიდიჩმა ჩაატარა 39 შეხვედრა და 4 გოლი გაიტანა. მოსკოვის სპარტაკი მისი ევროპული კარიერის დასაწყისად ითვლება.

მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარი წლის განმავლობაში ცდილობდა ვიდიჩის ყიდვას. იუნაიტედმა საწადელი აიხდინა 2006 წლის 5 იანვარს. მანჩესტერმა ვიდიჩში 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ნემანიას 15 ნომრიანი მაისური მისცეს. მისი დებიუტი მანჩესტერში შედგა 2006 წლის 25 იანვარს. ვიდიჩმა რუდ ვან ნისტელროი გამოცვალა, ბლექბერთან შეხვედრისას, ინგლისის თასის ნახევარფინალში.

2006–2007 წლებში იგი მოხვდა მანჩესტერის მთავარ შემადგენლობაში, ცენტრალური დაცვის პოზიციაზე. მას პარტნიორობას უწევდა უდიდესი ვარსკვლავი რიო ფერდინანდი. 2007 წელს რიო და ნემანია არაოფიციალურად დასახელდნენ ევროპის საუკეთესო ცენტრალურ მცველებად. პირველ წელს მან ჩაატარა 25 შეხვედრა. 2006 წელსვე მოიგო ინგლისის პრემიერლიგა.

ნემანია ვიდიჩმა პირველი გოლი ვიგანის კარში გაიტანა, 2006 წლის 14 ოქტომბერს. მაშინ იუნაიტედმა 3–1 დაამარცხა ვიგანი. პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა 6 დეკემბერს, ბენფიკას წინააღმდეგ. სულ მას მანჩესტერის რიგებში 8 გოლი აქვს გატანილი.

2007 წლის 8 ნოემბერს ვიდიჩმა ხელი მოაწერა 2 წლიან კონტრაქტის გახანგრძლივებას. კონტრაქტის თნახმად ვიდიჩი მანჩესტერში დარჩება 2012 წლამდე. 2007 – 2008 წლები ვიდიჩისთვის და მანჩესტერ იუნაიტედისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. ვიდიჩმა მოიგო პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ნემანიამ 2007 – 2008 წლის სეზონში 32 მატჩი ითამაშა და 1 გოლის გატანა შეძლო.

2008 – 2009 წლის სეზონში, მანჩესტერმა რეკორდი დაამყარა. იუნაიტედს 14 თამაში გოლი არ გაუშვია. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნემანია ვიდიჩმა. 2008 წლის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვიდიჩი იყო წარდგენილი. მაგრამ მისივე თანაგუნდელი რაიან გიგზი გახდა ტიტულის მფლობელი.

ვიდიჩის აგრესიულმა დაცვამ გამოიწვია ინგლისის და ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო მცველის სტატუსი. მას კარგად შეუძლია თავით თამაში. იგი ყოველ კუთხურზე მეტოქის საჯარიმოში დგას. ვიდიჩი, აგრეთვე ითვლება ერთ–ერთ საუკეთესო ფიზიკურად მომზადებულ ფეხბურთელად. ნემანიას მეტსახელია ვიდა, ვიდა მას თანაგუნდელებმა შეარქვეს. მისი დაცვა შედარებულია სტრივ ბრიუსთან, მანჩესტერის ლეგენდარულ მცველთან.

სანაკრებო კარიერა

ვიდიჩის დებიუტი იუგოსლავიის ნაკრებში შედგა 2002 წლის 12 ოქტომბერს, იტალიის წინააღმდეგ. ვიდიჩი შედის სერბეთის დაცვის "ცნობილ ოთხეულში". საუკეთესო ოთხეულში შედის ასევე: მალდენ კრატაჯიჩი, ივიცა დრაგუნოვიჩი, გორან გვარაჩიჩი. ვიდიჩი იმ ფეხბურთელთა რიცხვშია ვინც იუგოსლავიის ნაკრებშიც უთამაშია და სერბეთის. მას ხანდახან სერბ კედელსაც კი უწოდებენ, მისი შესანიშნავი თამაშის გამო, სერბეთის ნაკრებში.

ინდივიდუალური ტიტულები

ვიდიჩმა პირველი ტიტული მოიგო 2005 წელს. იგი დასახელდა სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელად, რომელიც სერბეთში არ თამაშობს. ვიდიჩი სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა 2005 და 2008 წლებში. 2006/7, 2007/8 და 2008/2009 წლების სეზონში იგი შევიდა პრემიერ ლიგის საუკეთესო გუნდში. 2006/7 და 2007/8 წლებში იგი ნომინირებული იყო ევროპის საუკეთესო მცველის ტიტულზე. 2008 წელს იგი წარდგენილი იყო წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე.

პირადი ცხოვრება

2006 წლის 17 ივნისს ნემანია ვიდიჩი დაქორწინდა ანა ივანოვიჩზე (არ შეგეშალოდ სერბ ჩოგბურთელში). მათ ჰყავთ შვილი სახელად ლუკა. ანა არის სტუდენტი ეკონომიკის ფაკულტეტზე, ბელგრადის უნივერსიტეტში.

ტიტულები



ბელგრადის წითელი ვარსკვლავი
იუგოსლავიის თასი
მოიგო (1) 2002
სერბეთის სუპერლიგა
მოიგო (1) 2003/4
სერბეთის და მონტენეგროს თასი
მოიგო (1) 2004

მანჩესტერ იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
მოიგო (2) 2006/07, 2007/08
მეორე ადგილი (1) 2005/6
ასოციაციის თასი
მეორე ადგილი (1) 2006/7
ინგლისის თასი
მოიგო (2) 2005/6, 2008/9
ხალხთა თასი
მოიგო (2)2007,2008
ჩემპიონთა ლიგა
მოიგო (1) 2007/8
უეფას სუპერ თასი
მეორე ადგილი (1) 2008
კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი
მოიგო (1) 2008

ინდივიდუალური
სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი რომელიც სერბეთში არ თამაშობს (3) 2005, 2007 და 2008.
სერბეთის საუკეთესო ფეხბურთელი (2) 2005 და 2008.
პრემიერ ლიგის წლის გუნდი (3) 2006/7, 2007/8 და 2008/9.
პრემიერ ლიგის თვის ფეხბურთელი (1) 2009 წლის იანვარი.
ბიოგრაფიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 14:56
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ კარგი ხარ : )) ეგრე გააგრძელე : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: UTD-Rule
12 ოქტომბერი 2012 14:57
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: kapche
12 ოქტომბერი 2012 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
სულ ტრამვა აქ ამას არადა როგორ გვჩირდება manunited
0
№4
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 15:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
VaRdo,
გაიხარე სპ <3 :დ მიცანი რომელი ვარ ბჯ?
0
№5
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 15:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Rooney
გაიხარე სპ <3 :დ მიცანი რომელი ვარ ბჯ?


რავი რუნის ერთს ვიცნობ ინგლისელია და მანჩეტსერში თამაშობს :დ შენ რომელი ხარ? :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 15:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ციტატა: VaRdo
რავი რუნის ერთს ვიცნობ ინგლისელია და მანჩეტსერში თამაშობს :დ შენ რომელი ხარ? :დ

fuckthatbitch giorgi____rooney მეწერა მერე Rooney იქეთ :დ აფხაიზე ქუთეისელი ასე მიცნობ უფრო :დდდ troll
0
№7
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 15:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Rooney
giorgi____rooney მეწერა მერე Rooney იქეთ :დ აფხაიზე ქუთეისელი ასე მიცნობ უფრო :დდდ


აა აზზე ვარ. იმ უბედურის ქალაქში ცხოვრობ ხო? ჩვენ რომ ვიცით :დ კარგია :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Rooney
12 ოქტომბერი 2012 15:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ციტატა: VaRdo
აა აზზე ვარ. იმ უბედურის ქალაქში ცხოვრობ ხო? ჩვენ რომ ვიცით :დ კარგია :*

:დდდდდდდ უბედური გორია ბიჯო მისი დილით (დილაში ფეხბურთის გუნდს ვგულისხმობ ) :DDDD
0
№9
ავტორი: VaRdo
12 ოქტომბერი 2012 15:12
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Rooney,

უბედურში პრივონება ვიგულსიხმე და უნდა მიმხვდარიყავი სიმონ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Mike
12 ოქტომბერი 2012 15:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
Rooney,
VaRdo,
ორივე უბედური საქართველოს შვილები ხართ troll
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top