თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 13:14
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1936,
კომენტარები: 9
მოიესი: "გვარდიოლამ აწყობილი გუნდი ჩაიბარა"
მოიესმა "ბაიერნზე" და გვარდიოლაზე ისაუბრა.
მოიესი:
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" ერვოპის ჩემპიონებს უპირისპირდება, რომლებიც პროგრესს არ წყვეტენ, "მანჩესტერი" მეოთხედფინალის პირველ თამაშში რწმენით წარდგება. ალბათ ყველას კარგად ახსოვს როგორი ქამბექი შესთავაზეს "ეშმაკებმა" გულშემატკივარს "ოლიმპიაკოსთან" მატჩში. მათ ისეთივე სულისკვეთებით მოუწევთ თამაში გვარდიოლას ბიჭების წინააღმდეგაც.

"როდესაც კენჭისყრაში ისინი ამოგვივიდა, მივხვდი, რომ ევროპის საუკეთესო კლუბს ვუპირისპირდებოდით. ალბათ ბევრი დამეთანხმება ამაში,"-აცხადებს მოიესი.

"მე ნამდვილად ვისიამოვნე მათი თამაშის ყურებით გასულ წელს. მათ დიდი ენერგია აქვთ. მე საერთოდ მსიამოვნებს გერმანული ფეხბურთის ყურება და მათ თამაშებზეც დავდივარ ხოლმე, მაგრამ "ბაიერნი" სხვა კლუბებთან შედარებით ცოტათი მაღლა დგას, "დორტმუნდის" ჩათვლით."

"ჩვენ მართლაც რთული თამაში გველის. მაგრამ დაუძლეველი არავინ არ არის და ჩვენ ვეცდებით ის პატარ-პატარა სისუსტეები გამოვიყენოთ, რომელიც "ბაიერნს" აქვს. პეპმა საოცარი გუნდი ჩაიბარა და დაუმატა თავისი სტილიც. მათ უკვე მოიგეს "ბუნდესლიგა" და საკმაოდ კომფორტულადაც, ამიტომაც ისინი ახლა მხოლოდ და მხოლოდ "ჩემპიონთა" ლიგაზე იქნებიან კონცენტრირებულნი."


მოიესი აღიარებს გვარდიოლას დიდ სამუშაოს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ესპანელს შესვენებაც მოუხდა "ბარსელონას" შემდეგ.

"გვარდიოლასთვის ეს რაღაც ახალია. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სამუშაო გასწია იმ ერთი წლის შესვენების მანძილზე, სანამ "ბაიერნს" ჩაიბარებდა. მან ისწავლა გერმანული, უყურა თამაშებს და ბევრი რამ შეიტყო ფეხბურთელების შესახებ."

"მე რათქმაუნდა ვიცი, რომ მან ძალიან ბევრი იმუშავა, მაგრამ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მან აწყობილი გუნდი ჩაიბარა. ისინი ევროპის ჩემპიონები იყვნენ ყველაფერთან ერთად, სწორედ ამიტომაც მას ბევრი რაღაც მოწესრიგებული დახვდა,"
-დაასრულა მოესმა.

ManUtd.com
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Krolik
30 მარტი 2014 13:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
ბარსა ხ ოამგან ააწყობ რას ამბობბ :)
0
№2
ავტორი: love united
30 მარტი 2014 13:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მართალია,მაგრამ მაინც მაგარი ტაქტიკოსია პეპი.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
30 მარტი 2014 14:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაინტერესებს ბაიერნის რომელ სისუსტეებზე სუაბრობს. რა გეგმა აქვს ამას wink
0
№4
ავტორი: Manchester_M
30 მარტი 2014 14:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ცუდი დაცვა გვყავს თორე რაგაცა შანსი გვექნებოდა ბაიერნთან :X
0
№5
ავტორი: noa
30 მარტი 2014 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
aravis gadaugunos gvardiolam da bayernma :D
0
№6
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2014 15:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ ბაიერნი გააგდე და რავი რა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Lev
30 მარტი 2014 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
ბაიერნთან მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ და რაც ყველაზე მთავარია 5 ნახევარმცველი და 1 თავდამსხმელით(რუნი). რუნის უკან-კაგავა და ოთხეული-ფელაინი კერიკი ფლეთჩერი და ფლანგებზე იანუზაი და ნანი ან ვალენსია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: tamuna
31 მარტი 2014 07:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
აუ ბაიერნს რო მოუგოს ჩემს პირველ შვილს მოიესი თუ არ ადვარქვა უნამუსო ვიყოოო :D
0
№9
ავტორი: red devil
31 მარტი 2014 08:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
აუ ამან რო ბავარია გააგდოს იმენა რა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top