თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 13:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2055,
კომენტარები: 7
მოიესის პასუხი ფანებს
"იუნაიტედის" თავკაცმა გუშინდელ თამაშზე, ფანებსა და "ბაიერნზე" ისაუბრა.
მოიესის პასუხი ფანებს
"იუნაიტედმა" თავიდანვე მიიღო ბურთი თავის კარში, თუმცა "ასტონ ვილას" სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. უეინ რუნიმ პირველ ტაიმშივე მოახერხა სიტუაციის გამოსწორება და წითლები დააწინაურა. ამას მატასა და ჩიჩარიტოს გოლებიც მოჰყვა. მოიესი კი საბოლოო ჯამში კმაყოფილი აღმოჩნდა.

"ჩვენ კარგად ნამდვილად არ დაგვიწყია თამაში. მე ვფიქრობ, რომ პირველი 5-10 წუთი ყველა აღელვებული იყო. მაგრამ ჩვენ შევძელით შეკვრა და გავაგრძელეთ თამაში. კარგია, რომ ჩვენ შევძელით ორი გოლის გატანა პირველივე ტაიმში ამ შესანიშნავ თამაშში."

"ვფიქრობ, რომ ამის მერე ფეხბურთელები უფრო მოტივირებულნი გახდნენ და ჩვენი თამაში მეორე ტაიმში გამოსწორდა."

"ძალიან მიყვარს ჩემი ფეხბურთი და კმაყოფილი ვარ მეოთხე გოლით, რომელიც შეცვლაზე გამოსულმა მოთამაშეებმა შექმნეს და გაიტანეს. თავიდან შესანიშნავი პასი მისცა ფელაინიმ ადნანს, ადნანმა თავისი ტალანტი გამოიყენა და ჩიჩარიტოს გადასცა ბურთი, მანაც არ დააყოვნა და ბოლო წუთებზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. ეს იყო გოლი არა მარტო "იუნაიტედის", არამედ ფეხბურთის გულშემატკივრისთვის."


მოიესმა ფანებზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ყოველთვის ბოლომდე ედგნენ გუნდს მხარში და მღეროდნენ მათ სახელს.

"მე უბრალოდ მინდა, ყველამ გაიგოს, რომ მე ვარ ამ კლუბის მენეჯერი. ყველამ იცის მე სად ვარ. მე ვდგავარ ჩემი ფეხბურთელების გვერდზე მოედანზე. იქიდან მოყოლებული, რაც მე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარ, მე მხოლოდ გვერდში დგომას ვხედავ. მე არ ვიცი ვინ ცდილობს ამ მხარდაჭერის შეცვლას, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარი გვერდში მიდგას და მიგებენ, მათ ესმით რა სიტუაციაში ვართ ახლა ჩვენ. ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე მოტივირებულნი და საოცრად მიზანდასახულნი არიან და ეს სწორედ ის მნიშვნელოვანი რამაა, რაც მე მსურდა. მე მინდოდა, რომ მათი მიზანი სწორად ყოფილიყო არჩეული."

"მე მთლიანად თამაშის მოგებაზე ვიყავი კონცენტრირებული, მეტ არაფერზე. ვფიქრობ, რომ სტადიონზე მყოფი ფანები შესანიშნავად უჭერდნენ მხარს კლუბს და მოთამაშეებს. მე მართლა მოუთმენლად ველი "მიუნხენის ბაიერნთან" თამაშს. ძალიან ცუდი სეზონი ჩავატარეთ წელს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთ შემოტრიალდება, თუ ჩვენ სამშაბათს იმ შედეგს ავიღებთ რაც ასე ძალიან გვსურს,"
-დაასრულა "იუნაიტედის" თავკაცმა.


ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Krolik
30 მარტი 2014 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
კი მეცოდება რაღაცნაირად ეს კაცი რააა
0
№2
ავტორი: love united
30 მარტი 2014 14:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ამან რომ ბაიერნთან მოგვაგებინოს :დდ
0
№3
ავტორი: RojoDiablo
30 მარტი 2014 14:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაია დავით თუ გჯერა...არ მინდა მაგის გმაო წნეხის ქვეშ იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
30 მარტი 2014 14:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა ნუ გახადეთ ანგელოზი რა მოიესი. ზედმეტი მოუვიდათ,მ მაგრამ მიდი და გაამტყუნე იმაში რომ ამ იდიოტის არ სჯერათ და ყელში ამოუვიდათ. არ ვემხრობი ასეთ პროტესტს მაგრამ რაღაც ისეტი სიტუაცია იქმნება მოისი დაიჩაგრა და რამე. არაა ეს კაცი ის ვინც გვინდოდა, უნდა წავიდეს
0
№5
ავტორი: Manchester_M
30 მარტი 2014 14:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წყობის დაწყობა უნდა ისწავლოს და ვინაა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და ვინ მეორე ხარისხოვანი ამის დანახვა არ შეუძლია და მაგიტო არ მჯერა ამ კაცის :X
0
№6
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2014 15:09
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მიდი დავით :* წელს მაინც არავინ გაგიშვებს და მომავალ სეზონში ვაჩვენოთ ყველას რას წარმოადგენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Lev
30 მარტი 2014 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1514
Manchester_M,
++++++++++++++
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top