თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 16:15
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2131,
კომენტარები: 12
6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ
რა გვასწალვა გასულმა შეხვედრამ.
6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ
2 მარცხის შემდეგ საკუთარ სტადიონზე, "იუნაიტედს" ნამდვილად ჭირდებოდა გამოფხიზლება და გამარჯვება. თან ზუსტად იმ ანგარიშით, რა ანგარიშითაც გაიმარჯვა "იუნაიტედმა" გუშინ "ასტონ ვილასთან". შეგახსენებთ, რომ მანჩესტერულმა კლუბმა გუშინ საკუთარ მოედანზე 4-1 მოიგო.
თუმცა თავიდანვე საქმე ისე წავიდა, რომ ყველას შეეშინდა, მორიგი მარცხი არ განეცადა "იუნაიტედს" ოლდ ტრაფორდზე.
მაშ ასე, მე შემოგთავაზებთ 6 საინტერესო ფაქტს, რაც გუშინდელი მატჩიდან შევიტყვეთ.

#1: უეინ რუნი კვლავ "იუნაიტედის" ყველაზე საჭირო ფეხბურთელია.

6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ


უეინ რუნის 15 გოლი და 10 ასისტი აქვს პრემიერ ლიგაში. მან მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა და ამ შედეგიდან გამომდინარე, ალბათ ხვდებით თუ რა პოზიცია იქნებოდა საუკეთესო, ამდენი ტრამვის გამო ინგლისელს თამაშები, რომ არ გაეცდინა.
გაშვებული გოლოს შემდეგ ფეხბურთელებმა "დონეს" მოუმატეს და კაგავას აქტიურობის შედეგად, 5 წუთში რუნიმ თავით გადაგზავნა ბურთი კარში. პირველი ტაიმის ბოლოს კი რუნიმ მეორე გოლიც გაიტანა, მან 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და დუბლიც გაიფორმა.
რუნის გოლის ალღო და ასისტების რაოდენობა გვაფიქრებინებს იმაზე, რომ მას შეუძლია გახდეს "იუნაიტედის" საკვანძო მოთამაშე და ჩამოიტოვოს ვან პერსი.

#2: ხუან მატასთვის კარიერა "იუნაიტედში" იწყება ახლა.

6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ


ხუან მატას შეეძლო გაეტანა პირველ ტაიმში გოლი, რომ არა ბაკუნას ქმედება. აშკარად ლეონარდო ბაკუნა წითელ ბარათს გადაურჩა. ხუან მატას ჰქონდა რამდენიმე შანსი გასული სეზონის განმავლობაში, რომ გაეტანა გოლი. თუმცა მისი თამაში წარმატებული და თავისთვის სასიხარულო გუშინ იყო, რადგან მან სადებიუტო გოლი გაიტანა, ანგარიში 3-1 გახადა და თითქმის ნახევარი სტადიონი გაირბინა, რომ ფანებთან ერთად აღენიშნა გოლი. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები ტაშით და დიდი სიხარულით შეხვდნენ მატას ამ გოლს, ასე რომ მატასთვის კარიერა შეიძლება ითქვას, რომ იწყება ახლა.

#3: მოიესმა საჰაერო-ბანერის გამომფენებს პასუხი გასცა.

6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ


თამაშამდეც იყო მუდმივი საუბრები იმის შესახებ, რომ გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა ფულს იხდიდა, იმისათვის რომ თვითმფრინავს რამდენჯერმე გადაეფრინა ოლდ ტრაფორდის თავზე და წერებოდა წარწერა: "Wrong One - Moyes Out".
ამ ფაქტის დაჯერება, რომ მოიესს ამ ბანერს გამოუფენდნე დაუჯერებელი იყო. ეს ხომ მანჩესტერია და აქ გულშემატკივრები ბოლომდე გვერდში უდგანან საყვარელ გუნდს. სხვათაშორის მოიესი მოედანზე იმაზე ადრე გამოვიდა, ვიდრე ის ყოველთვის აკეთებს ამას. ალბათ ვერც ის იჯერებდა ამ ბანერის არსებობას. თუმცა როგორც კი შოტლანდიელი სტადიონზე გავიდა მის გასვლას მოჰყვა ტაში, ოვაციები, მან ნამდვილი მხარდაჭერა იგრძნო გუშინ. შეიძლება უფრო მხურვალედაც ემღერათ მოიესისთვის, თუმცა გუშინდელმა ტაშმა წესით მას უნდა აგრძნობინოს, რომ მანჩესტერს კვლავ ჯერა მოიესის.
ეს მხოლოდ რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფია, ვინც ამ ბანერით ცდილობდა მოიესის გაშვებას. ასე, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობა ამოწურეს, ახლა მოიესის ჯერია გვაჩვენოს, რომ არ ეკუთვნოდა ეს ბანერი.

#4: "ასტონ ვილა" ცდილობდა ჩვენს "შერცხვენას".

6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ


"ასტონ ვილას" გატანილი გოლი ჰაერიდან მოსული გოლი, რომ არ იყო ყველა ვთანხმდებით და ასეთი გოლების გაშვებას "იუნაიტედი", რომ შეეჩვია ესეც ფაქტია. თუმცა სამშაბათს კლუბს ისეთი თამაში ელის ლიგაზე, რომ მცირე ასეთი მოდუნება და თუ ბიმინგემულმა კლუბმა 1 გოლი გაგიტანა, "ბაიერნი" 2-ს ან შეიძლება 3-საც გაგიტანს.
აშკარად მოიესს დარიგებული ჰყავდა ბიჭები, რომ ნაკლები ძალისხმევით ეთამაშათ, ნაკლებად დატვირთულიყვნენ. პირველ წუთებში ეს დავალება "წარმატებით" შეასრულეს და გოლიც გაიტანეს. შემდეგ "იუნაიტედმა" გაზარდა "დონე" თამაშის და შედეგიც ვნახეთ, "ასტონ ვილა" განადგურდა.

#5: იანუზაი იმსახურებს მეტ სათამაშო დროს !

6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ


არავინ იცის თუ რატომ აღარ ეძლევა შანსი იანუზაის, გასაგებია რომ არ არის ფორმაში, თუმცა მისი ფორმიდან ამოვარდნა ბელგიელის სკამზე დატოვებით არის გამოწვეული. ვინც უყურებდა სეზონის პირველ ნახევარში იანუზაის ნებისმიერ თამაშს გაუკვირდებოდა, თუ რატომ არ დგას ეს ფეხბურთელი ძირითადში. ჩვენ მთელ სეზონს ვუყურებთ და ფაქტია, რომ ადნანი იმსახურებს ადგილს ძირითადში. 10-15 წუთი მასზე ცუდად აისახება.
იანუზაი 20 წუთით ადრე გამოვიდა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მხოლოდ ერთხელ შეცდა 20 წუთში ბელგიელი, ისიც მატას დამსახურებით, გააკეთა 3 მშვენიერი დრიბლინი, ერთი ართმევა, 2-ჯერ მცველების დასახმარებლად ჩავიდა. მოკლედ, რომ ვთქვათ იანუზაიმ ბოლო 20 წუთში დიდი სამუშაო გაწია და მისი ადგილი ნამდვილად არის ძირითადში !

#6: ჩიჩარიტოს ეტყობოდა სახეზეც, რომ ის წასვლას აპირებს.

6 რამ რაც გასული შეხვედრიდან ვისწავლეთ


ჩიჩარიტოს მხოლოდ 15 წუთი მიეცა იმისათვის, რომ გაეტანა გოლი. მექსიკელი ბევრს ცდილობდა და საბოლოოდ იანუზაის დამსახურებით გაიტანა გოლი. რამდენიმე წამის განმავლობაში იდგა უემოციოდ ხავიერ ერნანდესი "Stenford end" -თან, როდესაც გულშემატკივარი გოლს ზეიმობდა მისი სახის გამომეტყველება გვანიშნებდა, რომ ის აშკარად უმკაყოფილო იყო. ასეთი ერნანდესი არმგონია, რომ ვინმეს ახსოვდეს.
მსაჯის სასტვენის შემდეგ მისი თანაგუნდელები ზეიმობდნენ გამარჯვებას, ხელს ართმევდნენ ერთმანეთს, თუმცა ჩიჩარიტო პირდაპირ გაემართა გასახდელისკენ.
ვან პერსის ტრამვის მიუხედავად ჩიჩარიტოს არ ეძლევა ძირითადში თამაშის შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ ის ვერ იქნება ბედნიერი. ფაქტიურად გუნდში ის მეოთხე ფორვარდია. ჩიჩარიტოს ჭირდებოდა დრო, ახლა კი არამგონია მისი შეკავება მანჩესტერში შეძლოს ვინმემ.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
30 მარტი 2014 12:43
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მენანება ჩიჩა გასაშვებად რა. გუშინ გოლზე ეგეთი "აღნიშვნა" მართლა რავი მე ჩიჩასგან არ მახსოვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: love united
30 მარტი 2014 14:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
იმედია არ დაგვტოვებს ჩიჩა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
30 მარტი 2014 14:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩიჩა მაგრად დაიჩაგრა, გამისწორდა გუშინ ამის გოლი. პირადად მე არ მინდა გუნდი დატოვოს. ფერგის დროს ყველას თანაბრად ეძლეოდა შანსი, მაგრამ ეხლა ამაზე ვინ ფიქრობს
0
№4
ავტორი: Manchester_M
30 მარტი 2014 14:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მინდა ჩიჩა წავიდეს იანგს ეძლევა დრო და მაგას თუ მისცეს რა მოხდება თან პერსი ტრამვირებული როცააა
0
№5
ავტორი: chudikone
30 მარტი 2014 14:30
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კარგი სტატიაა, საღოლ.. ჩიჩას და იანუზაის მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RojoDiablo
30 მარტი 2014 14:37
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ავტორ კარგი ხარ...ჩიჩარიტოს ჟესტი სრულიად ბუნებრივი მეჩვენა და არც მიკვირს...მიუჩვეველია, მაგრამ სწორი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2014 15:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ცოდოა ჩიჩა, მაგრამ რას ვიზავთ რეალურად არა სასტავის კაცი. არა და მაგრად მევასება. პატარა სოლსკიაერია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: Rosso Diavolo
30 მარტი 2014 16:28
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჩიჩა სულ შეცვლაზე გამოყავთ და მცირე დროში ყველაფერს ამტკიცებს არ უნდა გაუშვან მექსიკური ოქრო 3d_9
0
№9
ავტორი: Best 7
30 მარტი 2014 16:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ახლა მაიც არ აა ვან პერსი ათამაშე ჩიჩა ბიჭო
0
№10
ავტორი: Best 7
31 მარტი 2014 00:48
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
mataaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top