თბილისი:
მანჩესტერი:
30-03-2014, 12:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1982,
კომენტარები: 7
უეინ რუნი-"იუნაიტედის" წარმატების საიდუმლო
ფეხბურთელები თვლიან, რომ სწორედ უეინია მათი მამოტივირებელი ფაქტორი.
უეინ რუნი-
"წითლებმა" ცამეტი წუთის შემდეგ ბურთი მიიღეს საკუთარ კარში ეშლი ვესტვუდის საოცარი ჯარიმით, მაგრამ მათ ჰყავთ უეინ რუნი, რომელმაც გულშემატკივარსა და კლუბს იმედი არ გაუცრუა, შესანიშნავად გამოიყენა კაგავას პასი და ცოტა ხანში საოცარი თავურით ბურთი მოათავსა მეტოქის კარში. ცოტა ხანში კი მატაზე დადებული პენალტი გამოიყენა და "ეშმაკუნები" წინ წასწია.

უეინ რუნი-"იუნაიტედის" წარმატების საიდუმლო


ამის შემდეგ ხუან მატამ მისი პირველი გოლი გაიტანა წითელი მაისურით მეორე ტაიმში. "ეშმაკუნები" ამით არ დაკმაყოფილდნენ და შეცვლაზე შემოსულმა ჩიჩარიტომ ბოლო წუთებზე გაიტანა გოლი, როგორც ეს მას სჩვევია. მაგრამ ყველას შთამგონებელი უეინ რუნი გახლდათ.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. შუა კვირაში ცუდი თამაში ვაჩვენეთ, ამიტომაც ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვეჩვენებინა რა შეგვიძლია და რა გუნდი ვართ. მართლაია თავიდან ნელი ტემპით და ცუდად დავიწყეთ თამაში და ამის გამო დავისაჯეთ კიდეც, მაგრამ ჩვენ შევძელით ყველაფრის გამოსწორება, უკეთესად ავთამაშდით და მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელსაც ჩვენ უდავოდ ვიმსახურებდით,"-აცხადებს "იუნაიტედის" ათი ნომერი.

უეინ რუნი-"იუნაიტედის" წარმატების საიდუმლო


ხუან მატამ კი რუნის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "უეინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. თუ ის ყოველ თამაშში ორი გოლის გატანას შეძლებს, ალბათ ჩვენ ლიგაში გამოვსწორდებით. მე ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, ის არის ბომბარდირი, ტოპ-ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანი."

"როგორც შრეკმა განაცხადა დასაწყისი არ იყო ძალიან კარგი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გულშემატკივარს შესანიშნავი ქამბექი შევთავაზეთ. ჩემი პირველი გოლი მეორე ტაიმში გავიტანე. მე ვიცოდი ეს ერთ დღეს მოხდებოდა და აი, ეს დღეც დადგა,"
-აგრძელებს ესპანელი.

ფეხბურთელებს შედეგი მეტ მოტივაციას მისცემს "ბაიერნთან" თამაშის წინ:

"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ეს "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედ ფინალია. ჩვენ ძალიან აღელვებულნი ვართ და მოუთმენლად ველით ამ თამაშს და ვიმედოვნებთ, რომ კარგ შედეგს ვაჩვენებთ."

შეგახსენებთ, რომ პირელი თამაში "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება.

ManUtd.com
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
30 მარტი 2014 12:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაგავა რუნი მინდა ძირითადში ბავარიასთან ვალენსია ნანი ან იანუზაი ამ სამიდან 2 შეცვლაზე თუ საჭირო გახდა შემოვა ამ სამიდან რომელიმე კლევერლი და იანგი არ მინდა გააკარონ შემადგენლობას არც ზამენას
0
№2
ავტორი: red_girl
30 მარტი 2014 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
vaimeeeee vaime ratomgc medzleva imedi rom bayerns movugebt..neta martla :( P.S iangi ar damanaxot gushin yvela sheteva chashala marjvena flangidan
0
№3
ავტორი: chudikone
30 მარტი 2014 14:10
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
კაგავა-მატას დუეტმა დახატა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: GeorgeBest
30 მარტი 2014 14:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რამდენი ხანია ეს მინდოდა, რუნი ფორვარდად და კაგავა–მატას დუეტი. ამართლებს უფრო და მეტი დრო რომ ჰქონდეთ უფრო მეტს შეყრიდნენ.

რუნიმ შირერის რეკორდი უნდა დაამხოს
0
№5
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2014 14:59
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოემზადეთ ეხლა ბაიერნისთვის. ღირსეულად წარვსდგეთ როგორც გვჩვევია .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: red devil
31 მარტი 2014 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნი მომავალი კაპიტანი
0
№7
ავტორი: Manchester United 14
28 აპრილი 2014 11:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მაგარია სგ ავტორ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top