თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2014, 20:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2464,
კომენტარები: 10
მოიესმა რუნი შეაქო
მატჩის შემდეგ მოიესმა დუბლის ავტორი შეაქო
მოიესმა რუნი შეაქო
"ასტონ ვილასთან" 4:1 ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა დუბლის ავტორი უეინ რუნი შეაქო.

თავდაპირველად "იუნაიტედმა" 13-ე წუთზე არასასიამოვნო ბურთი მიიღო საკუთარ კარში, მაგრამ შემდეგ უეინ რუნის გოლის წყალობით "იუნაიტედმა" წონასწორობის აღდგენა შეძლო და ტაიმის დასაწყისში კი ინგლისელმა პენალტი კარგად შეასრულა და წითლები დააწინაურა. მეორე ტაიმი "იუნაიტედმა" კარგად დაიწყო და მეორე ნახევარშიც ორი გოლის გატანა შეძლო. საბოლოოდ "იუნაიტედმა" მეტოქე 4-1 დაამარცხა. მატჩის მოთამაშედ კი უეინ რუნი დასახელდა, რომელიც შემდეგ შოტლანდიელმა მწვრთნელმა შეაქო.


"უეინ რუნი ტოპ კლასის ფეხბურთელია. ის გუნდის ლიდერია. უეინი სეზონის დასაწყისიდან ფანტასტიურ ფეხბურთს აჩვენებს და ყველას აკვირვებს. იგი შესანიშნავ ფორმაშია, მან დღეს მატჩი ფანტასტიურ დონეზე ჩაატარა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბაიერნთან თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებს და გოლის გატანასაც შეძლებს."

"ჩვენი მეოთხე გოლი (ერნანდესის გოლი) ყველა ფეხბურთელისთვის შესანიშნავი მაგალითია. ხავიერმა კარგად დაარტყა და ლამაზი გოლიც გაიტანა. მე ასეთი გოლებით დამშვენებული მატჩები ძალიან მიყვარს."


გარდა ამისა მოიესმა "ბაიერნის" წინააღმდეგ მატჩზეც გააკეთა კომენტარი.

"მე ნამდვილად მოუთმენლად ველი ამ თამაშს. მე ჩემპიონთა ლიგის დასაწყისში ვფიქრობდი, რომ ჩემი ახალი გუნდი მერვედფინალამდე მაინც გამეყვანა, ჩვენ მეოთხედფინალში გავედით და ვუპირირისპირდებით ჩემპიონ გუნდს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. პირველი მატჩი ოლდ ტრაფორდზე გაიმართება. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იქნება, ჩვენ ინგლისში უპირატესობა გვაქვს და ამ უპირატესობას ბოლომდე გამოვიყენებთ."-დაასრულა მოიესმა

Fapl.ru
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
29 მარტი 2014 20:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მოიესს მართალია მოიგე მარა მაინც შიბლა ხარ იანგი როგორ ათამაშე 90 წუთი ?


რუნი კი გუნდის თილისმააა
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
29 მარტი 2014 20:38
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რუნი შეუდარებელი იყო დღევანდელ მატჩში!!

არამგონია რომ ბაიერნის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზეც ჩვენ ვიყოთ ფავორიტები feel

მატას გოლიც მაგრად გამისწორდა
0
№3
ავტორი: Jubo
29 მარტი 2014 20:45
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
რუნის იმედი მაქვს ბაიერნთან. რუნის და კაგავასი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: ელენე
29 მარტი 2014 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 279
მოიესმა რუნი შეაქო და წლის ბოლოს კაპიტანი გახდება იანგი.
0
№5
ავტორი: love united
29 მარტი 2014 21:00
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რუნიმ უნდა მოუგოს ბაიერნს.ხოდა ამიტომ ცენტრ.ფორვარდათ დაყენება არამგონია სწორი იყოს,ბურთი ვერ მიაქვთ რუნიმდე და შედეგსაც ვერ დადებს. უელბეკმა უნდა ითამაშოს და შეუცვალონ ერთმანეთს ადგილები.
0
№6
ავტორი: Malboro463
29 მარტი 2014 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: გიო
არამგონია რომ ბაიერნის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზეც ჩვენ ვიყოთ ფავორიტები

+1
0
№7
ავტორი: MANUTD FAN.
29 მარტი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ბაიერნს უეჭველი უნდა მოვუგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№8
ავტორი: Best 7
29 მარტი 2014 21:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
აი ნახავთ ბაიერნთან იანგიი თუ არათამაშაამ დებილმა
0
№9
ავტორი: VaRdo
30 მარტი 2014 01:16
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Manchester_M
მოიესს მართალია მოიგე მარა მაინც შიბლა ხარ იანგი როგორ ათამაშე 90 წუთი ?


არამგონია ლამაზი იყოს იუნაიტედის საიტზე იუნაიტედის ფანები საკუთარი გუნდის მწვრთვნელს აგინებდნენ. ცუდია თუ კარგია არ შეგვფერის მსგავსი საქციელი : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: makaveli
30 მარტი 2014 02:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
Ryan97, მოიესმა რუნი შეაქო და წლის ბოლოს კაპიტანი გახდება იანგი.
hahahaaaaa lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top