თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2014, 20:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2263,
კომენტარები: 8
ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი
ანტონიო ვალენსია.
ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი
"ოლიმპიაკოსთან" ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში ვალენსიამ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, უჩვეულო მდგომარეობაში (თვალს ვგულისხმობ). მხოლოდ ზარმაცი თუ არ აღნიშნავდა ამას. გთავაზობთ ნამდვილი მანჩესტერული სულის მქონე ფეხბურთელზე უფრო მეტი შევიტყოთ.

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


1. სრული სახელი - ანტონიო ვალენსია მოსკერა. მისი ზედმეტსახელია ტონო მარავილია, რაც ნიშნავს "სასწაული ტონო" და მას ეს სახელი ანტონიოს პირველი გუნდის, "დეპორტივო ნასიონალის" მთავარმა მწვრთნელმა, ორლანდო ნარვაესმა მისცა.

2. ანტონი ვალენსია 1985 წლის 4 აგვისტოს დაიბადა ნუევა ლოხაში, რომელსაც ასევე უწოდებენ ლაგო აგრიოს. ეკვადორის ამაზონურ ჯუნგლებში ეს ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია. 1960 წელს კომპანია "ტეკსაკომ" აღმოაჩინა ეს ადგილი და მას შემდეგ იყენებს ზეთის მოსაპოვებლად.

3.ვალენსიას ოჯახი სასმელს ყიდდა კარლოს ვერნასის სახელობის სტადიონთან ახლოს, რომელიც გუაიაკილეში მდებარე მათი ქოხის ახლოს მდებარეობდა. ახალგაზრდა ანტონიო ერთ-ერთი შვილი იყო 7 ბავშვიდან (6 ვაჟი და ერთი ქალიშვილი) რომელიც მამას ეხმარებოდა ცარიელი ბოთლების შეგროვებაში და შემდეგ კომპანიისთვის მიყიდვაში.

4. პედრო პერლაზამ ერთხელ დაინახა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველი თამაშობდა მტვრიან მოედანზე მისი სახლის გვერდით. ბიჭი ჯერ კიდევ პატარა იყო, მაგრამ მისი ნიჭის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა. პერლაზს მოეწონა თუ როგორ მოიგო ვალენსიამ ბურთი ასეთ მოედანზე. ალბათ ბედისწერაა, რომ იმ დროს პერლაზს შესთავაზეს საფეხბურთო აკადემიას - Sucumbios-ს ჩადგომოდა სათავეში, რათა ამ რეგიონის ნიჭიერი მოთამაშეები ეპოვნა. იმავე დილით პედრომ კონტრაქტი გააფორმა ახალგაზრდა ანტონიოსთან და 4 წლის განმავლობაში ეხმარებოდა "იუნატედის" მომავალ ფეხბურთელს ნიჭის გამოვლენაში.

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


5. პერლაზამ თქვა:"ანტონიო ძალიან ძლიერი და შესანიშნავი მოთამაშე იყო, თუმცა მისი ძმა უკეთესიც კი იყო. მაგრამ ანტონიოს უდიდესი პლუსი იყო ის, რომ ყოველთვის დისციპლინირებული იყო და გამარჯვების სურვილით ანთებული". ყოველთვის ვამბობდი, რომ ვალენსია პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა მას მანამდე ბურთის დარტყმისას დაძაბულობა უნდა მოეხსნა. მაგრამ მისმა მოთმენამ და მცდელობამ შედეგი გამოიღო. მახსოვს, რომ ვარჯიშზე მას 14 ბურთი დავუდეთ და ვთხოვეთ, რომ უმეკარეოდ დატოვებულ კარში დადებულ 7 თეფშზე მოერტყა. ამან გამოიღო თავისი შედეგი.

6. პერლაზამ და ვალენსიამ დროთა განმვალობაში დაკარგეს კავშირი, მაგრამ 2009 წელს ვალენსია ლაგო აგრიოში დაბრუნდა და სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად ითამაშა საქველმოქმედო მატჩში. ამ მატჩში მონაწილეობას პედრო პერლაზის ყოფილი შეგირდები იღებდნენ. პერლაზა და ვალენსია მატჩის შემდგომ შეხვდნენ ერთმანეთს და საათობით ილაპარაკეს. ანტონიომ კი გადაწყვიტა მაისური გაეგზავნა საფეხბურთო სკოლისთვის, რომელსაც პერლაზი ხელმძღვანელობდა.

7. 16 წლის ასაკში ანტონიო კიტოში გადავიდა და სამხედრო კლუბში, "დეპორტივო ნასიონალში" თამაშობდა, სადაც თვეში 34 ფუნტს იღებდა. ერთი თვის შემდეგ ვალენსია 20 წლამდელთა გუნდში გადაიყვანეს, სადაც კრისტიან ბენიტესის ერთად თამაშობდა და 84 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა.

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


8. ვალენსიას კერპი ედისონ მენდესი გახდა, რომელიც ალბათ "პსვ"-ში თამაშით გახსოვთ. ვალენსია და მისი გმირი ცოტა ხნის შემდეგ ნაკრებში გამოდიოდნენ ერთად, სადაც სხვადასხვა ფლანგებზე ირჯებოდა.

9. ვალენსიას მამამ არ იცოდა, რომ დედაქალაქში გადასული მისი შვილი ფაქტიურად ყაზარმაში ცხოვრობდა. დედამისმა ჩემოდანში ჩაულაგა ნივთები და დამშვიდობების შემდეგ ავტობუსში ჩასვა. "არასდროს გვქონია იმის იმედი, რომ მამა წასვლის ნებას მომცემდა, რადგან მას სურდა ოჯახში დავრჩენილიყავი და სკოლა დამემთავრებინა." - აცხადებს ვალენსია. "ჩემს ძებნაში მთელი სახლი შემოიარა. ბოლოს კი ძალა მოიკრიბეს და მამას უთხრეს თუ სად გავქრი, რის შემდეგაც მამამაც გაიგო და ირწმუნა, რომ ეს ჩემთვის უკეთესი იქნებოდა. ვყვიროდი როცა სახლს ვტოვებდი. ზედმეტად ახალგაზრდა ვიყავი იმისთვის, რომ ოჯახს დავშორებოდი."


ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


10. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს ანტონიოს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც დომინიკი დაარქვეს. ქალიშვილის სახელი ანტონის ხელის შიდა მხარეს აქვს ამოსვირინგებული.

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


11. 2005 წლის მარტში ვალენსიას დებიუტი შედგა ეკვადორის ნაკრებში, რომელშიც გუნდმა პარაგვაი დაამარცხა 5:2 და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა, თავად ვალენსიამ კი დუბლი შეასრულა. იმავე წლის ზაფხულში ვალენსია "ვილიარეალში" გადავიდა არგენტინელ მეკარესთან, მარიანო ბარბოზასთან ერთად.

12. ესპანური კლუბის შემადგენლბოაში ანტონიომ მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც "რეკრეატივოში" გაანათხოვრეს. ანტონიო თავის ახალ გუნდს პრიმერაში გადმოსვლაში დაეხმარა.

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


13. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვალენსიამ იმდენად მოხიბლა ექსპერტები, რომ ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა რიცხვშიც შეიყვანეს კრიშტიანუ რონალდუს, უეინ რუნის და ნომინაციის გამარჯვებულ ლუკაშ პოდოლსკისთან ერთად. ეს ყველაფერი კი შეუმჩნეველი არ დარჩენია "უიგანის" იმ დროინდელ მწვრთნელს, პოლ ჯუელს.

14. პოლ ჯუელი:"მე პოლონეთისა და ეკვადორის მატჩს ვადევნებდი თვალს, იმ იმედით რომ ჩვენთვის საინტერესო პოლონელს აღმოვაჩენდით. იცით, როცა "უიგანის" მწვრთნელი ხარ, არ უნდა ელოდე ეკვადორისგან კარგი ფეხბურთელის მოწოდებას. მაგრამ სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა შეხვედრა 2:0 მოიგო და მის გუნდში ირიცხებოდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემი მოხიბლვა შეძლო, ის კი სოწრედ ვალენსია იყო. მომეწონა თუ როგორ კითხულობდა თამაშს და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა მითხრეს, რომ 20 წლის იყო. მის მიერ ნაჩვენები შედეგი უფრო დიდის შესახედაობას ტოვებდა."

15. "უიგანმა" "ვილიარეალს" 1,5 მლნ. ფუნტი გადაუხადა ვალენსიას იჯარაში. "ის პარასკევს ჩამოვიდა და უკვე კვირას უნდა ჩაგვეტარებინა წინასასეზონო შეხვედრა." - ამბობს ჯუელი - "უვარჯიშებლად გამოვიდა იგი მოედანზე და 20 წუთში აჩვენა გულშემატკივარს თუ რა შეეძლო. მე მომეწონა ის, ყველას მოეწონა ის, ვალენსია ხომ ხშირად იცინოდა."


ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


16. ანტონიო ვალენსიას თავდებად გამოცდილი მცველი, ულისეს დე ლა კრუსი დაუდგა, რომელმაც ინგლისში მოასწრო თამაში "ასტონ ვილასა", და "რედინგის" შემადგენლობაში. ისინი კვირაში სამჯერ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ვალენსია აცხადებს, რომ დე ლა კრუსის დახმარება ფასდაუდებელი იყო.

17. როცა ანტონიო პირველად ჩამოვიდა ევროპაში, მთელი მისი ოჯახი ისევ ეკვადორში რჩებოდა. ჯუელი:"თავისუფლად შეიძლებოდა ოჯახზე მონატრებას გადაჰყოლოდა, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. მიუხედავად ინგლისურის ცუდად ცოდნისა, ანტონიომ პირველ რიგში სახლი და მანქანა შეიძინა. ასეთმა თავდაჯერებულობამ, რომელიც ჩვენი დროის იშვიათობაა, სასიამოვნოდ გამაოცა."


18. ინგლისურის გაკვეთილებზე "უიგანის" სხვა ფეხბურთელებთან, მეინორ ფიგეოასა და უილსონ პალასიოსთან ერთად დადიოდა, სანამ ეს უკანასკნელი "ტოტენჰემში" არ გადავიდა. მოგვიანებით მას ფელიპე კაისედო შეუერთდა "მანჩესტერ სიტიდან" და სეგუნდო კასტილიო "ევერტონიდან", მაგრამ ანტონიო მაინც სირთულეებს აწყდებოდა ინგლისურ ენასთან დაკავშირებით. სტივ ბრიუსი, რომელიც "უიგანში" ვალენსიასთან ერთად მუშაობდა, ამბობს:"ის ამ ყველაფერს ებრძვის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გეტყვით თუ რატომ:შეგიძლიათ გამოიყვანოთ მოედანზე და ის ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც საჭიროა."

19. სანამ "უიგანი" საბოლოოდ გამოისყიდდა ვალენსიას, იჯარა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

20. სტივ ბრიუსი:"როცა "უიგანში" მოვედი, ვალენსია იყო პირველი ფეხბურთელი, რომლის ძირითადში დასაყენებლადაც მუდმივად მზად ვიყავი. ანტონიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თავით ფეხებამდე პროფესიონალია, ამასთან "ძველი ლურსმანივით" უხეში. იგი უდიდესი სისწრაფითაა დაჯილდოებული, რომელსაც "იუნაიტედში" მოსვლის შემდეგ შეტევების კარგად დასრულების ნიჭიც დაამატა. ანტონიო იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გაწვრთნაც ყველა მწვრთნელს სურს. თავად განსაჯეთ: ის სიამოვნებას იღებს თამაშისგან და ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. ის შესანიშნავი ბიჭია."

21. დეივ ველანი (უიგანის მფლობელი): "ყველა ფეხბურთელი რომ ანტონიოს მსგავსი იყოს, ცხოვრება მშვენიერი იქნებოდა. ის მშვიდია, მშვიდობიანად ცხოვრობს და კარგი მანერებითაა დაჯილდოებული. როცა "იუნაიტედმა" და "რეალმა" მოგვმართეს მის თაობაზე, მას მაშინვე ვუთხარი ამის შესახებ. ჩვენს სამხრეთამერიკელებს დავპირდი, რომ დავაკმაყოფილებდი მათ თხოვნას, თუ მათით ტოპ-კლუბები დაინტერესდებოდნენ. ასე მოვიქეცი პალასიოსის შემთხვევაშიც. "რეალმა" დიდი თანხა შემოგვთავაზა, მაგრამ მე ვურჩიე ანტონიოს, რომ "იუნაიტედში" გადასულიყო, რადგან ვიცოდი, რომ ფერგიუსონი მას მიხედავდა."

22. სტივ ბრიუსი ამბობდა, რომ ვალენსია "ოლდ ტრაფორდზე" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდებოდა: "თუ კი ანტონიოს მიაქცევთ ყურადღებას, დაინახავთ, რომ იგი შესანიშნავ ფორმაშია და ასეთ ასაკში უკვე 100 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა. შეეწყობა თუ არა "იუნაიტედის" დონეს? თავისი თამაშით დაამტკიცა რომ შეუძლია."

23. რაც შეეხება ფერგიუსონს, არც მას დაუშურებია საქებარი სიტყვები ვალენსიას მისამართით:"ანტონიო კარგად დაბალანსებული ფეხბურთელია, მას შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები აქვს და დაუჯერებელ სისწრაფეს ფლობს."

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


24. ანტონიო ხშირად ხვდებოდა თავის მეგობარს, კრისტიან ბენიტესს. მათი მეგობრობა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაიწყო, როცა ყაზარმაში ყოველდღიურ შემოწმებას გადიოდნენ. თავის დროზე ბენიტესმა განაცხადა:"მახსოვს, ერთხელ მწვრთნელმა გვირჩია პასტა და ბევრი "რკინა" გვეჭამა, რომ ფორმაში ვყოფილიყავით, მაგრამ ტონოს ეს არ ესმოდა. სამხრეთ ამერიკაში პასტა - სოუსია, ასევე ის რასაც ისინი კბილის პასტას ეძახიან. მომდევნო დღეს ანტონიო უცნაურ მდგომარეობაში ვნახე:ის "ქოლგეითის" ყუთიდან პასტას იღებდა."

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


25. კრისტიან ბენიტესი გასული წლის ზაფხულში გარდაიცვალა.

"ეს საშინელება იყო. ის რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. ის ჩემთვის არა მარტო მეგობარი, არამედ ძმაც იყო. მისი გამოსახულების ტატუ გავიკეთე. ეს პირველი გოლია, რომელიც მას მივუღძვენი და ყოველ მომდევნო გოლს სწორედ მას მივუძღვნი. ეს ყველასთვის უდიდესი შოკი იყო."

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


26.ანტონიო თავიდან ბოლომდე მებრძოლია. დიახ, შეიძლება სწორხაზოვანია, ნაკლებად კრეატიულია, მაგრამ ის არის ადმაიანი, რომელშიც შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში ჩავარდნილი თავს ბოლომდე დადებს მოედანზე.

ვალენსიასთან დაკავშირებული 26 ფაქტი


manutd8.com
სიახლეები, სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
29 მარტი 2014 20:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წასწაული თავდადება გვანახა ვალენსიამ ოლიმპიაკოსთან იანგის მაგივრად იმედია ეს ითამაშებს ბაიერნთან არ მინდა საერთოდ იანგის დანახვა :@
0
№2
ავტორი: RojoDiablo
29 მარტი 2014 20:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჩემი ბიჭია ტონიო ჩემი...მაგრად მიყვარს ეს კაცი...ჭკუას ვკარგავ ამის შერბენებზე. მინდა მოიესმა ათამაშოს რა, ყველას დაუტკიცა რომ სულში აქვს ეშმაკობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Rosso Diavolo
29 მარტი 2014 20:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყოჩაღ!!

ვალენსია იუნაიტედს ნამდვილად სჭირდება !! ცალთვალა ვალენსია იანგს ათასი თავით ჯობია!! დაუჯერებელ სისწრაფეს ფლობს და კარგი დრიბლინგიორია !!
0
№4
ავტორი: Jubo
29 მარტი 2014 20:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვალენსია ხომ ხშირად იცინოდა."

ეხლა რა დაემართა :დ

კიდე უფრო შემიყვარდა ეს ფეხბურთელი. ჩემთვის ერთ-ერთი ნათელი წერტილია გუნდში და თქვენი არ ვიცი.
საღოლ ავტორ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: love united
29 მარტი 2014 21:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი კაცია.მე პირადად მომწონს,ყოველთვის ბოლომდე იბრძვის.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 მარტი 2014 21:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
THEvv,
ხო მეც მაგარი ვიცინე მაგაზე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Best 7
29 მარტი 2014 21:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იანგი მე ერთ დღეს ინფაქტს დამმართავს
0
№8
ავტორი: Manchester United 14
29 მარტი 2014 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ვალენსია იანგთან კი არა ნანისთან უნდა შეადარო ნანი ვალენსია ორივე მაგარია მარა იანგი troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top