თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2014, 10:46
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2762,
კომენტარები: 13
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
ბოსი "ასტონ ვილასთან" მატჩამდე
დევიდ მოიესის პრესკონფერენცია
"იუნაიტედის" შოტლანდიელმა სპეციალისტმა დევიდ მოიესმა "ასტონ ვილასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

მატჩის წინ მოიესმა განაცხადა, რომ "ასტონ ვილასთან" გამარჯვება გუნდს მორალურად დაეხმარება გერმანელებთან მატჩის კარგად ჩატარებაში.

"ბოლო მატჩში ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ყველა იმედგაცრუებულნი დავრჩით. რაც შეეხება ოლიმპიაკოსისა და ვესტ ჰემის წინააღმდეგ მატჩებს, ჩვენ ამ მატჩებში აშკარად ვდომინირებდით და ეს თამაშები ამ სეზონში ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დღევანდელ მატჩში ვესტ ჰემთან დაფიქსირებული შედეგი აშკარად უდნა გავაუმჯობესოთ."

"ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს. მოთამაშეებმა ძალიან კარგად იციან სტანდარტების დროს რა მოეთხოვებათ მათ. დარწმუნებული ვარ, ბიჭებიც ჩემზე არანაკლებ გაწბილებულნი არიან. ამიტომაც მათ ასტონ ვილასთან კარგი შედეგი უნდა აჩვენონ."


თამაში:

"ვილასთან მატჩის შემდეგ, ჩვენ ვუპირსიპირდებით ევროპაში საუკეთესო გუნდს მიუნჰენის ბაიერნს. გერმანელების წინააღმდეგ მატჩის ჩატარება ჩვენთვის ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ."

წარმატება:

"ჩვენ ხანგრძლივ, წარმატებულ გზასთან ჯერ-ჯერობით ძალიან შორს ვართ. ყველას ესმის, რომ ეს ყველაფერი მცირე ჩავადნების გამოა გამოწვეული. ჩვენ ბოლომდე ვმუშაობთ და შევეცდებით, რათა ეს პრობლემები მალე აღმოვფხვრათ."

გულშემატკივრები:

"მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. ფანები ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი არიან, არა აქვს მნიშნველობა ვაგებთ თუ ვიგებთ, ისინი მაინც ბოლომდე იხარჯებიან ტრიბუნებზე, გვამხნევებენ და გვიმღერიან. ამით ისინი ჩვენ სტიმულს და ძალას გვაძლევენ. სადაც არ უნდა წავიდე მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებ. წუხელ ღამით ფლეთჩერის საქველმოქმედო საღამოს ვესწრებოდი და იქ მყოფმა იუნაიტედის ფანებმა მითხრეს:"მიდი, გააგრძელე წინსვლა, ზუსტად გვესმის თუ რა მდგომარეობაშია კლუბი". მე მათ მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ ჩვენ მცირე ჩავარდნა გვაქვს და დავპირდი, რომ ჩვენ ამ პრობლემებს მალე გადავჭრით და ძველი იუნაიტედი მალე დაბრუნდება."

"ჩვენ გულშემატკივრებს ხშირად ვუცრუებთ იმედებს , რადგან მატჩს ფანებისა და ჩვენს სასარგებლოთ არ ვასრულებთ, ხშირად 90 წუთს ქულის გარეშეც კი ვამთავრებთ. წაგების დროს ჩვენ მეტი თანადგომა გვჭირდება, ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ადამიანებმა, რომლებმაც მე მომაბარეს იუნაიტედი ჩემი სჯერათ და იციან, რომ მანჩესტერის ისევ აღზევდება. მე დღესაც ველი გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წითელი ფანები იმედს არ გამიცრუებენ."


"ჩვენ რეკონსტრუქციის დიდი გეგმა შევიმუშავეთ და ამჟამად ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. ვისაც ესმის ფეხბურთის და სჯერა იუნაიტედის იციან რომ ჩვენ, გეგმას ბოლომდე სისრულეში მოვიყვანთ და გეგმის სისრულეში მოყვანაში დიდი რული გულშემატკივრებმაც უნდა ითამაშონ."

Redevils.ru
Manutd.ru
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№1
ავტორი: Shako Jones
29 მარტი 2014 11:48
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ეს კაცი სულ ასე იწყებს პრესკონფერენციას და მერე თამაშის მერე არ გაგვიმართლაო, უკმაყოფილო ვარო, არ მოველოდიო წატი შენი რა როგორც დიმა ობოლაძემ თქვა მართლა ევროკავშირივით არი რა ! მარტო ლაპარაკობს
0
№2
ავტორი: Malboro463
29 მარტი 2014 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
სიტიმ არსენალს უდნა მოიგპს და ,პუგებს კიდეც და ლივერპულმა ტოტენჰემს ევერტონიც თუ წაგებს კარგი იქნება :დ
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
29 მარტი 2014 12:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Shako Jones,

მერე იტყვის ბედმა არ გაგვიღიმაო ;დ
0
№4
ავტორი: davita
29 მარტი 2014 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ცენზურა იყავი ხარ და იქნები :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№5
ავტორი: Best 7
29 მარტი 2014 12:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ასტონ ვილასთან მაინც უნდა მოვიგოთ
0
№6
ავტორი: chudikone
29 მარტი 2014 12:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იმედია ნანი და იანუზაი ძირითადაში დაიწყებენ თამაშს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Count Alucard
29 მარტი 2014 13:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვილასაც თუ ვერ მოვუგეთ ახლავე გააგდონ ეს კაცი რა ვეღარ ვითმენ სეზონის ბოლომდე უკვე.
0
№8
ავტორი: LizarD
29 მარტი 2014 13:09
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: გიო
მერე იტყვის ბედმა არ გაგვიღიმაო ;დ

და შენი აზრით ახალ მოსული მწვრთნელი იმას იტყვის გუნდის 50% ნაგავი მოთამაშეაო? = ))
0
№9
ავტორი: chudikone
29 მარტი 2014 13:21
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: LizarD
და შენი აზრით ახალ მოსული მწვრთნელი იმას იტყვის გუნდის 50% ნაგავი მოთამაშეაო? = ))

მგონი მარტო შენღა შემორჩი მოესის მხარდამჭერი საიტზე :)) ეგ არ უნდა თქვას, მაგრამ იდიოტური საქციელები არ უნდა გააკეთოს. თუ ნაგავი მოთამაშეები ჰყავს, რატო ათამაშებს მაშინ უმეტეს ნაწილს მაგ ნაგვებს და კაგავასნაირ ფეხბურთელებს რატო ახეხინებს ზამენას ? რატო ჰგავს გუნდის თამაში მთლიანად სანაგვეს ? კომბინაცია რატო არ კეთდება და ერთმანეთს დურბინდებით რო ეძებენ ფეხბურთელები მოედანზე მაგის დავალება მე მიცეცი, შენ თუ ზვიად გამსახურდიამ ? ეხლა არ თქვა მწვრთვნელი რა შუაშუაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: Rosso Diavolo
29 მარტი 2014 14:27
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
LizarD,

აღიარე რო ყველა წაგება 90% ამის ბრალია დებილი მწვრთნელია რა !!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top