თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2014, 08:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1757,
კომენტარები: 4
მოიესს მაინც სჯერა
მოიესი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივართა უმეტესობას მას მხარს მაინც უჭერს.
მოიესს მაინც სჯერა
დევიდ მოიესი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრების უმეტესობა ჯერ კიდევ მის მხარესაა.

"ასტონ ვილასთან" გასამართ შაბათის შეხვედრაში ფანების ნაწილი აპირებს ეფექტური ბანერი გამოფინოს ცაზე თვითმფრინავების დახმარებით, რომელზეც იქნება წარწერა - "Wrong One - Moyes Out" - "მცდარი, მოიეს წადი!"

შოტლანდიელი სპეციალისტი კრიტიკას თავს არ არიდებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ გულშემატკივართა უმეტესობა ჯერ კიდევ მისი მომხრეა.

"სადაც არ უნდა წავიდე "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგებისგან უდიდეს მხარდაჭერას ვიღებ. წუხელ ღამით ფლეთჩერის საქველმოქმედო საღამოს ვესწრებოდი და იქ მყოფმა "იუნაიტედის" ფანებმა მითხრეს:"მიდი, გააგრძელე წინსვლა, ზუსტად გვესმის თუ რა მდგომარეობაშია კლუბი."

"მათ არნახული მხარდაჭერა გამოავლინეს და ყოველ ჯერზე როცა მე "ოლდ ტრაფორდზე" გავდივარ, ისინი დიდებულები არიან. უდიდეს სხვაობას ვხედავ ამასა და იმას შორის, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ მესმის, რომ შედეგებს თავისი მნიშვნელობა აქვს."
- ციტირებს მოიესის სიტყვებს Sky Sports.

fapl.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 მარტი 2014 08:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგია, მიხარია რომ რწმენას არ კარგავენ გულშემატკივრები. არ შეიძლება მწვრთნელზე ასეთი ზემოქმედება განახორციელო, ეს არაფრის მომცემი არაა, გარდა უარყოფითისა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Best 7
29 მარტი 2014 10:35
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
კი აბა რა უმეტესობა გიჭერს მხარს aaaeee
0
№3
ავტორი: LizarD
29 მარტი 2014 13:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მე ვუჭერ მხარს , დანარჩენი არ ვიცი. მომავალ სეზონში ოღონდ ტრანსფერების შემდეგ თუ შედეგი ვერ დადო მერე მართლა გასაშვები იქნება.
0
№4
ავტორი: tupaca
29 მარტი 2014 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Eh moyes shens sityvebze ukve sheni gogoebic icinian))) me ar gicher mxars Da arc Manchester Unitedis fanebis 99%
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top