როგორც ინგლისური პრესა იუწყება,ფილ ჯონსი უკვე მზად არის "მანჩესტერ იუნაიტედის" დასახმარებლად.შეიძლება მისი მოედანზე დაბრუნება მოხდეს "ნორვიჩის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში 17 ნოემბერს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველს მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია მუხლის დაზიანების გამო.
დღეისათვის ფილ ჯონსი უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად და ის უკვე მზად არის გუნდის დასახმარებლად.ფილის დაბრუნებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები გადაჭრას გუნდის დაცვის ხაზში.