თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2014, 19:59
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2009,
კომენტარები: 8
რობსონი: "ჩვენ ევროპის ლიგა გვჭირდება"
ვრცლად სრულიადში!
რობსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა და ყოფილი კაპიტანი ბრაიან რობსონი მიიჩნევს, რომ კლუბის ამ სეზონში ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. "იუნაიტედმა" ლიგაზე მოსახვედრად პრემიერ ლიგა მეოთხე ადგილზე მაინც უნდა დაასრულოს, მაგრამ კონკურენცია დიდია, "იუნაიტედის" ფანების უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ მანჩესტერულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი არ გააჩნია და გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ევროპის ლიგაზე მაინც მოხვდეს.

მიუხედავად ამისა, რომ ევროპის ლიგა ევროპაში მეორე კონკურსია, მას ჩემპიონთა ლიგაზე მეტი პრესტიჟი არ გააჩნია. ასევე ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულ გუნდზე ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს. ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ ევროპის ლიგაზე მონაწილეობას აზრიც არ აქვს, მაგრამ ბრაიან რობსონი ამ აზრის საწინააღმდეგოდ გამოდის.

"ჩემი აზრით, ხალხი მართალი არ არის, როდესაც ევროპის ლიგა კარგ ტურნირად არ მიაჩნიათ და ჩემპიონთა ლიგასაც კი არ ადარებენ. როდესაც გუნდი ევროპის პრესტიჟულ ჩემპიონატში ჩემპიონთა ლიგაზე მრავალი წლის განმავლობაში მუდამ თამაშობს, ხალხი ამას ეჩვევა და მათ არ უნდათ, რომ მათმა გუნდმა სხვა ევროპულ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს. ამ სეზონში იუნაიტედს მცირე ჩავარდნები აქვს და ასეთ დროს მნიშნველობა არ აქვს გუნდი რომელ ჩემპიონატში ითამაშებს."

"ევროპის ლიგა ძალიან კარგი ტურნირია. არასოდეს დამავიწყდება 1991 წელს მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ, სადაც ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ და თასების მფლობელთა თასს დავეუფლეთ. ეს ფანტასტიური საღამო იყო."

"ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე პრესტიჟული არ არის, მაგრამ ეს ძალიან მნიშნველოვანი ტურნირია, სადაც ერთმანეთს მსოფლიო დონის გუნდები უპირისპირდებიან. მე ფეხბურთელი ვარ და ყველა ევროპულ ტურნირზე თამაშის გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ევროპის ლიგის გამარჯვება იუნაიტედს დიდ წარმატებას მოუტანს."


ManuTd.ru
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
28 მარტი 2014 20:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ევროპის ლიგის საგზურისთვის რა ვიბრზოლებთ? ევერტონი გადარეულია ოთხეულისთვის იბრძვის

ისე ევროპა რო მოვიგოთ მომავალ წელს თბილისში ჩამოვლენ wink
0
№2
ავტორი: gilmour
28 მარტი 2014 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რომელი ადგილი გადის ბოლობოლო ევროპის ლიგაზე ვერ გავიგე, სულ არაფერს მანდ მაინც გავიდეთ თამაშებს მაინც ჩავატარებთ მეტს.
0
№3
ავტორი: tupaca
28 მარტი 2014 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
სამწუხაროდ ისეთი პირი უჩანს რომ ევროპალიგაც სანატრელია...
0
№4
ავტორი: Manchester_M
28 მარტი 2014 20:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ევროპა ლიგაზე მგონი მარტო მეხუთე ადგილზე გასული გადის და არამგონია მაქაც რომ გავიდეთ :X
0
№5
ავტორი: Best 7
28 მარტი 2014 21:21
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
უნდა მივაწვეთ და საქართვლოში უნა ჩამოვიდნენ
0
№6
ავტორი: red devil
28 მარტი 2014 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგას ჯობია ისევ მთელი ძალებით ეპლში ვითამაშოთ გაისად.
0
№7
ავტორი: Count Alucard
28 მარტი 2014 23:26
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Manchester_M,
თუ ტოპ 5 დან მოიგო რომელიმე თასი მეექვსეც გადის და თუ მეორე თასიც მაგათ მოიგეს მეშვიდეც გავა. ანუ შანსი გვაქ და თუ ევროპა ლიგა მოიგეს მომალავ წელს თბილისში გაიჩითებიან ბიჭები love
0
№8
ავტორი: Luka Gelashvili
28 მარტი 2014 23:30
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მართალია ეს კაცი. თბილისში ჩამოვლენ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top