თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2014, 22:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3073,
კომენტარები: 18
31 მიზეზი
დევიდ მოიესს 31 მიზეზი მოუძებნეს გასაშვებად.
31 მიზეზი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მხარდამჭერ საიტზე, კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. როგორც ბოლო პერიოდში დავეჩვიეთ, ასეთი სტატიები ძირითადად მოიესის კრიტიკას ეძღვნება. არც ეს სტატია იქნება გამონაკლისი, მისი ავტორი Mike Adamson გახლავთ, მე კი შევეცდები მისი სტატია თქვენამდე მოვიტანო.



დევიდ მოიესი არის კაცი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხეთფინალამდე მიიყვანა, მაგრამ ეს არასაკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ გულშემატკივარმა და ანალიტიკოსებმა ათეულობით წარუმატებლობა დაივიწყოს.

მიზეზი №1

ამ სეზონში, მოქმედი ჩემპიონი მე-7 ადგილზე იმყოფება. ეს ბოლო 24 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია. აქამდე კლუბის მიერ დაკავებული ადგილები შემდეგნაირად გამოიყურება:

სეზონის ბოლოს დაკავებული პოზიცია
რაოდენობა


1 ადგილი
13

2 ადგილი
5

3 ადგილი
3

4 ადგილი
0


ჯერ არასდროს გამოვარდნილა კლუბი ინგლისის თასიდან "სუონსისთან" დამარცხების შედეგად.

ჯერ არასდროს გამოვარდნილა კლუბი ლიგის თასიდან "სანდერლენდთან" დამარცხების შედეგად.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჩავარდნაა.

უსიამოვნო სტატისტიკა

მიზეზი №2

2013 წლის 26 მარტს "მანჩესტერ იუნაიტედს" 74 ქულა ჰქონდა 29 ტურის ჯამში, მდევრებს კი 15 ქულით ასწრებდა.

31 მიზეზი


2014 წლის 26 მარტს "იუნაიტედს" 31 მატჩი აქვს ჩატარებული და 51 ქულა, ლიდერისგან კი აშორებს 18 ქულა.

31 მიზეზი


მიზეზი №3

51 ქულა - პრემიერ-ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. ამ მომენტისთვის გუნდს ჯერ არასდროს ჰქონია 60 ქულაზე ნაკლები.

მიზეზი №4

საშინაო სტადიონზე "იუნაიტედმა" უფრო ნაკლები ქულა აიღო, ვიდრე "ნორვიჩმა" და "ჰალმა". - 21 ქულა.

მიზეზი №5

საშინაო სტადიონზე "იუნაიტედმა" გაიტანა იმდენივე გოლი, რამდენიც "ფულემმა" და "კარდიფმა". (18 გოლი)

მიზეზი №6

მოიესის ხელში "იუნაიტედი" იმაზე ცუდ შედეგს აჩვენებს, ვიდრე "ევერტონი"

ტაქტიკა

მიზეზი №7

"ევერტონს" წესით და რიგით უნდა გასჭირვებოდა თამაში, მას შემდეგ, რაც კლუბი მოიესმა დატოვა - ძალიან თუ გავაბუქებთ მათთვის მოიესის წასვლა სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის ტოლფასი იყო. მიუხედავად ამისა, კლუბი უკეთეს შედეგებს აჩვენებს.

რობერტო მარტინესის ხელში კლუბმა 30 მატჩში 57 ქულა მოაგროვა. ამ წუთისათვის "კანფეტები" "იუნაიტედზე" მაღლა იმყოფებიან სატურნირო ცხრილის მიხედვით. მოიესის ხელში კი კლუბი ამ შედეგს ჩამორჩებოდა. (51, 40, 40, 45, 48)

როს ბარკლის ვერდიქტი ზუსტად უსვამს ხაზს მოიესსა და მარტინესს შორის სხვაობას:"ის მოიესს ჰგავს მხოლოდ იმაში, რომ მას უყვარს ვარჯიშების კონტროლი და მთავარ მოქმედ პირად დარჩენა, მაგრამ იგი უფრო მეტ დროს უთმობს ტაქტიკას. ჩვენ ტაქტიკის საკითხით უფრო დიდხანს ვკავდებით, რაც მახარებს, მე ხომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვსწავლობ"

მიზეზი №8

"იუნაიტედის" მდგომარეობა ამ ორ სურათზე კარგად ჩანს. რა თქმა უნდა უსამართლობაა ერთ სურათზე დაყრდნობით რაიმე დასკვნის გამოტანა და მისი გასამართლებელი სურათებიც მოიძებნება, მაგრამ ამ ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ განსხვავდება გვარდიოლას ხედვა მოიესის ხედვისგან.

31 მიზეზი


"ბაიერნი" "სიტის" წინააღმდეგ შეტევას იწყებს. ფეხბურთელების განლაგება საშუალებას აძლევს ბურთის მფლობელ ფეხბურთელს პასის რამდენიმე ვარიანტი განიხილოს.

31 მიზეზი


რაფაელი "ფულემის" წინააღმდეგ შეტევას იწყებს. მასთან ყველაზე დაახლოებულ ფეხბურთელს შორის მანძილი კი 18 მეტრია.

მიზეზი №9

"ფულემთან" დასრულებული ფრის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" სახუმარო ობიექტად იქცა, იმის გამო, რომ გუნდმა ერთ შეხვედრაში 81 ჩაწოდება განახორციელა, მიზანს კი მხოლოდ 18 მიაღწია. "ფულემის" მცველმა, დენ ბიორნმა განაცხადა, რომ "ამდენჯერ ჯერ არასდროს გამოუტანია საკუთარი საჯარიმოდან ბურთი."

მთელი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედს" კრეატიულობა და სიმწვავე აკლდა. ვინ იტყვის, რომ ეს ფეხბურთელების ბრალია. შეიძლება ამაში სიმართლის მარცვალი მართლაც დევს, მაგრამ ფაქტი, ფაქტად რჩება:"ლივერპულთან" მატჩი მწვრთნელმა აშკარად ჩააგდო და უბრძოლველად დათმო შეხვედრა დერბიში.

წინა სეზონში "იუნაიტედმა" ღირსეულად დაამრცხა მოსისხლე მტერი ანგარიშით 2-1. საერთო ჯამში კი 15 დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით. "ლივერპულთან" მატჩში, რომელშიც წინა სეზონის შემადგენლობის 10 ფეხბურთელი ირიცხებოდა, გუნდი მიწასთან გასწორდა. ფეხბურთელებმა კი მხოლოდ ერთხელ გაისროლეს ბურთი მინოლეს კარის მიმართულებით, რაც ბოლო 5 წლის ჯამში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია საშინაო შეხვედრებში.

მოიესი აბსოლუტურად დამარცხდა მის ვიზავის, ბრენდან როჯერსთან. როჯერსმა 18 თვეში გარდაქმნა "ლივერპული". მან გუნდი შემტევი სტილის თამაშს მიაჩვია, ნახევარდაცვას კი კრეატიულობა და სისწრაფე შესძინა. სწორედ ეს აკლია მოიესის "იუნაიტედს", რაც გარი ნევილმაც აღნიშნა:"კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ მომავალში. არც სიმძლავრე, არც სისწრაფე არ აქვს გუნდს. მათ თავდაჯერებულობის კრიზისი აქვთ"

მიზეზი №10

ბევრ გულშემატკივარს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, თუ რატომ ამბობს მოიესი უარს შინჯი კაგავაზე. გასულ წელს იურგენ კლოპმა ფერგიუსონის მისამართით გააკეთა კომენტარი, თუმცა ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია:"შინჯი კაგავა პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და მას მხოლოდ 20 წუთის თამაში უწევს, თანაც მარცხენა ფლანგზე. როცა ამას ვუყურებ, ტირილი მინდება! ცენტრალური ნახევარმცველი - აი სად თამაშობს იგი. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანის დაუჯერებელი ალღო აქვს."

მოიესი ცოტა ექსპერიმენტს ატარებს კაგავაზე: მან "სიტისთან" იაპონელი შეცვლაზე შემოიყვანა და მარჯვენა ფლანგზე დააყენა, რის შემდეგაც ინტერნეტი აივსო მისი ამ პოზიციაზე თამაშის უსარგებლობის გამომხატველი ვიდეოებით.



სატრანსფერო ბაზარი

მიზეზი №11

მოიესის "იუნაიტედმა" ჩააგდო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, რადგან მათ ვერ შეძლეს ცესკ ფაბრეგასის, კრიშტიანუ რონალდუს, ლეიტონ ბეინსის, ფაბიუ კოენტრაუს და ანდერ ერერას შეძენა. წარუმატებლობამ აიძულა მოიესი თავის ყოფილ კლუბს შეხმიანებოდა და მარუან ფელაინი შეიძინა. მარუან ფელაინის შემთხვევაშიც კი გადააჭარბა "იუნაიტედმა" გადასახდელ თანხას.



ჩავარდნის მიზეზად დევიდ გილის წასვლაც შეიძლება დავასახელოთ, რომელიც გამოუცდელმა ედ ვუდვარდმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, მოიესმა 70 მლნ. ფუნტი დახარჯა მარუან ფელაინისა და ხუან მატას შეძენაში, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ დაამტკიცეს, რომ ამ ფულს ღირან.

მიზეზი №12

ფელაინი, ან როგორც მას სიყვარულით მიმართავენ - "ბუჩქი" ჯერ კიდევ ვერაფერს ვერ გვაჩვენებს. 17 ჩატარებულ (არასრულ) შეხვედრაში მან ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა და ვერც ერთი საგოლე პასი ვერ გააკეთა. შეტევების გაძლიერების ნაცვლად, ის ანელებს მას. იქ სადაც მეტოქის ნახევარმცველები ერთხელ ეხებიან ბურთს, მარუანი სამჯერ მაინც შეეხება ხოლმე.

31 მიზეზი


მიზეზი №13

ჯერ ადრეა მატას განსჯა, მაგრამ მისი თამაში ნაკლებად სარგებლიანია გუნდისთვის. მისი თამაშის მაცქერალმა ფანებმაც კი, რომელბიც ამ ტრანსფერს მხოლოდ მიესალმებოდნენ ეჭვი შეიტანეს - ხომ არ მოახდინა მოურინიომ სასწაული და მატა გაყიდა სარეკორდო თანხად, რომელსაც იგი არ ღირს. მატა, რომელიც ყველაზე კარგად თამაშოვს 10 ნომრიანის პოზიციაზე, ხშირად მარჯვენა ფლანგზე გვევლინება, სადაც ხშირად იკარგება ხოლმე. უცნობია სად წავიდა მატას მთელი კრეატივი, რომელიც ასე ადიდებს მას.

31 მიზეზი


მიზეზი №14

გლეიზერებმა პირობა დადეს, რომ 100 მლნ. ფუნტს მაინც მისცემდნენ მოიესს, მაგრამ ღირს კი ასეთი თანხის მისთვის მიცემა? მატა და ფელაინი გვერდით გადავდოთ. დავივიწყოთ ისიც, რომ ტონი კროოსი არასოდეს გადმოვა შოტლანდიელთან. ისიც დავივწყოთ, რომ მოიესს წარმოდგენა არ აქვს ასეთ თანხის დახარჯვაზე. "ევერტონში" გაკეთებული შესყიდვებიც ამას ადასტურებს. მის მიერ შეძენილი ფეხბურთელები გაცილებით ცუდ შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე თავიანთ ყოფილ კლუბში.

დამცირება

გულშემატკივარი დაეჩვია ამ სეზონში ისეთ გუნდებთან მარცხს, რომლებსაც "იუნაიტედი" უნდა უგებდეს.

მიზეზი №15

"ვესტ ბრომვიჩის" მიერ მოპოვებული გამარჯვება "ოლდ ტრაფორდზე", პირველი იყო 1978 წლის შემდეგ. "ვესტ ბრომვიჩის" არც ერთი ფეხბურთელი არ იყო დაბადებული მაშინ, როცა "იუნაიტედი" სახლში დამარცხდა "ბრომვიჩთან"

მიზეზი №16

მარცხი "ევერტონთან". ლივერპულელებმა პირველად მოიგეს "ოცნების თეატრზე" 1992 წლის შემდეგ.

მიზეზი №17

იოან კაბაიეს გოლმა 41 წლის მანძილზე პირველად დაამაცხა "იუნაიტედი" მშობლიურ კედლებში "ნიუკასლთან".

31 მიზეზი


მიზეზი №18

20 წლის განმავლობაში პირველად დამარცხდა "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" ახალი წლის პირველ დღეს როცა გუნდმა შეხვედრა 1-2 დათმო "დეზების" წინააღმდეგ.

მიზეზი №19

ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა "სუონსიმ" "ოლდ ტრაფორდზე". გარდა ამისა მათ "იუნაიტედი" თასიდან გამოთიშეს, რაც 27 წლის განმავლობაში ფერგიუსონს მხოლოდ ერთხელ დაემართა.

მიზეზი №20

1984 წლის შემდეგ "სტოკმა" პირველად დაამარცხა "იუნაიტედი"

მიზეზი №21

"ოლიმპიაკოსი" იყო პირველი გუნდი ისტორიაში, რომელმაც "იუნაიტედის" ძლევა შეძლო.

მიზეზი №22

"სიტისთან" ჩატარებული საშიანო მატჩი, პირველი იყო "იუნაიტედისთვის" რომელშიც პირველივე წუთებზე გაუშვა გოლი "ოლდ ტრაფორდზე".

დიდი მატჩები

მიზეზი №23

მთელი სეზონის განმავლობაში ითვლებოდა, რომ სამარცხვინო წაგებად "სანდერლენდთან" და "სუონსისთან", ასევე სხვებთან განცდილი მარცხები უნდა მიგვეჩნია, მაგრამ მაღალი დონის გუნდებისგან მოყენებულმა ტკივილმა კიდევ უფრო დასცა "იუნაიტედი". სტატისტიკის მიხედვით, 11 ჩატარებულ შეხვედრაში დიდი გუნდების წინააღმდეგ 9 (ჩელსი", "სიტი" "არსენალი", "ლივერპული", "ტოტენჰემი" "ევერტონი") "იუნაიტედმა" მხოლოდ 1 მოიგო, სამი ფრედ დაასრულა, 7-ში კი დამარცხდა. ამ შეხვედრებში გუნდმა მხოლოდ 6 ქულა მოაგროვა.

მიზეზი №24

"იუნაიტედი" ჯერ კიდევ რჩება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მაგრამ ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ მათ რაიმე შანსი აქვთ "მოქმედი" ჩემპიონების წინააღმდეგ. მოიესის ევროპული გამოცდილება კი ასეთია:

2005-06: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდი "ვილიარეალთან" დათმეს.
2005-06: უეფას თასის პირველი რაუნდი "დინამო ბუქარესტთან" წააგო "ევერტონმა"
2006-07: კვალიფიკაცია ვერ გაიარა.
2007-08: უეფას თასის 1/16 ფინალი "ფიორენტინასთან" წააგო.
2008-09: უეფას თასის პირველი რაუნდი "სტანდარდთან" მარცხით დასრულდა.
2009-10: ევროპის ლიგის 1/32 ფინალი "სპორტინგთან" დათმო
2010-11: კვალიფიკაცია ვერ გაიარა.
2011-12: კვალიფიკაცია ვერ გაიარა.
2012-13: კვალიფიკაცია ვერ გაიარა.

მიზეზი №25

მოიესს არასოდეს მოუგია ღირსეული თასი. "სელტიკის" შემადგენლობაში იგი როგორც ფეხბურთელი გაჩემპიონდა. "პრესტონ ნორტ ენდი" კი მეორე დივიზიონში პირველ ადგილზე გაიყვანა.

სახალხო გამოსვლები

მიზეზი №26

სამუშაოის მიღებისთანავე მოიესი ფერგიუსონის ჩრდილის ქვეს იყო - იგი ყოველთვის ამბობდა, რომ უდიდეს მწვრთნელს ცვლიდა და მისი შეცვლა რთული იქნებოდა. ის ამბობდა, რომ დიდი დრო დასჭირდებოდა შესაგუებლად, ყოველთვის აკნინებდა კლუბის ამბიციებს და გაკვირვებას ვერ მალავდა ცუდი შედეგების დროს. ცოტა ხნის წინ კი "ლივერპული" დერბის ფავორიტად მოიხსენია.

მიზეზი №27


მოიესს ნაკლებად დაეხმარა ის ფაქტი, რომ მან ფერგიუსონის პერსონალი გაუშვა და ისინი ცნობილი სახეებით ჩაანაცვლა. რენე მალესტინის გამოცდილებაზე უარის თქმა, მიკ ფელანის გაშვება და მისი ფილ ნევილით, სტივ რაუნდით და სხვებით ჩანაცვლება სულაც არ იყო ბრძნული გადაწყვეტილება. ერიკ სტილი, მეკარეთა ყოფილი მწვრთნელი: "ფერგიუსონის სიტყვებში "იუნაიტედის" არსი იგრძნობოდა:"შეინარჩუნე რაც უკვე არსებობს, დატოვე მემკვიდრეობა, იმუშავე მათთან და ისინი გაგიძღვებიან. შენ საკუთარ თავზე უდიდესი მექანიზმი აიღე. შენ Marks & Spencer к Harrods»-ს გადახვედი."

31 მიზეზი


მიზეზი №28

ხმა დაირხა, რომ ფეხბურთელებთან უთანხმოება აქვს. დიახ, მან მოაგვარა რუნის კონტრაქტი, მაგრამ მას მხარს არ უჭერებ გამოცდილები: ვიდიჩი "ინტერში" მიდის, ევრა საფრანგეთზე ფიქრობს, ფერდინანდი კარიერას ასრულებს, რაიან გიგსი კი საერთოდ არ ჩანს მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ ვირტუოზულად ითამაშა ბერძნებთან.
და ბოლოს

მიზეზი №29

ყველაზე ხშირად გვესმის - დასაწყისში ფერგიუსონსაც არაფერი გამოსდიოდა და მოიესს დრო უნდა მივცეთ.

მაგრამ ახლა 1986 წელი არაა, არც ფეხბურთია იგივე. მოიესს არა იდეალური, მაგრამ ძლიერი გუნდი შეხვდა, რომელმაც ტიტული მოიგო. მას ვალებში ჩავარდნილი გუნდი შეხვდა, მაგრამ ისეთი რომელიც მილიონების დასახარჯადაა მზად. მოიესმა უკვე დაკარგა ბევრი მომხრის მხარდაჭერა.

მიზეზი №30

"იუნაიტედი" უკვე ვეღარ მოიწვევს ჟოზე მოურინიოსა და კარლო ანჩელოტის, მაგრამ სხვა ღირსეულებიც მოიძებნებიან. კლოპი, რომელმაც დორტმუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიიყვანა, ნომერ 1 კანდიდატია.

მიზეზი №31

გუნდის შედეგები სულ უფრო ცუდი ხდება. 2013 წელს გუნდმა 29 შეხვედრა ჩაატარა - 18 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 5 წააგო. 2014 წელს კი 17 შეხვედრაში გუნდმა 7 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება.

telegraph.co.uk
სიახლეები, სტატიები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 მარტი 2014 22:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთი თხოვნა მაქვს....თუ შეცდომები იპოვეთ ნუ გამაკრიტიკებთ, მეჩქარება და მერე გავასწორებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester_M
27 მარტი 2014 22:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ მაგარი სტატიაა !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაგრამ წელს არავინ გაუშვებს მაგრამ მომავალი წლიდან ალბათ კლოპი უნდა მოიყვანონ :X:X
0
№3
ავტორი: DimaSanaia
27 მარტი 2014 22:49
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ინგლისურად წავიკითხე დილით და ქართულად არაჩვეულებრივად გაქვს ნათარგმნი. ბრავო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: LizarD
27 მარტი 2014 22:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
იმედია არც წელს და არც მომავალ წელს არ გაუშვებენ, მაგრამ მჯერა ამ ადამიანის და იმედია დაამტკიცებს რომ არ ვცდებოდი. პროსტა გულშემატკივრები რომ ძალიან ლანძღავენ ეგ მაგრად მწყინს. ამ საიტზე ჯერ არავინ მინახავს რომ მოიესს ბოლომდე მხარში დაუდგეს რაც არ უნდა იყოს.
0
№5
ავტორი: love united
27 მარტი 2014 22:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ!საინტერესო სტატიაა.

არ ვიცი რა ვთქვა, არანაირი იმედი აღარ მაქვს რომ რამეს ვიზამთ ამ სეზონში.ბაიერნთნა მარტო რწმენა ვერ გვიშველის.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
27 მარტი 2014 22:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მეტი არაა? wink

ნუ რა უნდა ვთქვა, გუნდს ტაქტიკა არ გააჩნია ელემენტარული, გამოდიან და დგანან, დადიან ტიპები. ცენტრში ან დაცვაში რა ხდება საერთოდ აზზე არ ვარ, ვინ სადაა ვინ რას ჩალიჩობს. ეს ყველაფერი ფეხბურთელების ბრალი არაა, ეს სამწვრთნელო შტაბის და მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. დირკა დაცვა და ნახევარდაცვა რომ გვყავს ვიცით, მაგრამ დიდი წვლილი ვის მიუძღვის უფრო და უფრო დაცემაში ეგეც კარგად მოგეხსენებათ. ანტი რეკორდებზე არ დავიწყებ საუბარს. გუნდის ესე დაცემას ვაბშე არავინ ელოდა, კრიზისი რომ იქნებოდა ყველამ ვიცოდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია რა, გრანდებთან ყველა წავაგეთ, მარტო არსენათან მოვიგეთ. სირცხვილია რა ის შედეგები რასაც ვაჩვენებთ. ამ ყველაფერზე თვალსაც დავხუჭავდით მომავლის იმედს რომ ვხედავდეტ, მაგრამ ყველაფერი უკან და უკან მიდის, არანაირი ტრანსფერი არ ვიშველის ჩვენ
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მარტი 2014 23:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში უდიდესი მადლობა ავტორს და ყოჩაღ რო არ დაგეზარა ამხელა სტატიის დაწერა, მართლა დასაფასებელია. რაც შეეხება ამ 31 მიზეზს, რავიცი რა ვთქვა, მართლა სატირალია დღეს მანჩესტერი რო მოიესი ხელშია...
0
№8
ავტორი: chudikone
27 მარტი 2014 23:06
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე ვაპირებდი ამ სტატიის დაწერა. ბრავო, კარგად გამოგივიდა !

P.S უკომენტაროდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: Best 7
27 მარტი 2014 23:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
bolomde wavikitxe wignivit davintersdi moies wadi ra dzmurad
0
№10
ავტორი: Malboro463
27 მარტი 2014 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ყოჩაღ ავტორ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top