თბილისი:
მანჩესტერი:
27-03-2014, 13:37
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2246,
კომენტარები: 14
5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !
დერბი წავაგეთ, გასახსენებელი და სასწავლი ბევრია
5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !
"იუნაიტედმა" კიდევ ერთი მატჩი დათმო საკუთარ სტადიონზე, კიდევ ერთი სამარცხვინო მატჩი ოლდ ტრაფორდზე და კიდევ ერთი დაკარგული 3 ქულა ღირსეული გულშემატკივრის წინაშე.
როგორც თავიდანვე იყო ცნობილი აქ გამარჯვება ყველაზე მეტად "სიტის" ჭირდებოდა, რადგან "იუნაიტედი" ფაქტიურად პრემიერ ლიგაში უმოტივაციოდ არის დარჩენილი, თუმცა ისეთი თამაშები როგორიც არის "სიტისთან", "ჩელსისთან", "ლივერპულთან" და ა.შ, უბრალოდ ვერ იქნება უმოტივაციოდ ჩასატარებელ მატჩებს შორის ! და საერთოდ "იუნაიტედი" რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს, რა უმოტივაციოც არ უნდა იყოს, ოლდ ტრაფორდზე შეკრებილი 70,000 ფანზე მეტი ყოველთვის ითხოვს გამარჯვებას და იქ შეკრებილი საზოგადოება, თუ გულშემატკივარი საყვარელი კლუბისგან მუდმივად გამარჯვებას მოითხოვს, ნებისმიერ მეტოქესთან, ეს ასეა და მუდამ ასე იქნება. ახლა კი შემოგთავაზებთ, 5 რამეს, რაც "სიტისთან" მატჩში ვისწავლეთ/შევიტყვეთ.

#1: "სიტი" უბრალოდ ძლიერია "იუნაიტედზე" და ეს ფაქტია.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !


"სიტის" თამაში სამშაბათს გაცილებით უფრო საინტერესო იყო საყურებლად ვიდრე "იუნაიტედის". "მანჩესტერ სიტიმ" ძალიან მარტივად პირველივე წუთზე შექმნა სახიფათო მომენტი და გაიტანა გოლი, ამის შემდეგ ბურთი "იუნაიტედს" ეჭირა, თუმცა რეალური მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. მეორე ტაიმიც ანალოგიურად დაიწყო, ეჭირათ ბურთი წითლებს, მაგრამ იტანდნენ ლურჯები, თუ ცისფრები რა აზრი აქვს. 56-ე წუთზე ჯეკომ ფაქტიურად ყველაფერი გადაწყვიტა, თუმცა საბოლოო წერტილი ტურემ დასვა მატჩში 90-ე წუთზე, ანგარიში კი 0-3. "სიტიმ" მორიგი მარტივი მატჩი ჩაატარა, არ გაუშვა გოლი, პელეგრინის დავალებით კლუბმა ბურთის კონტროლი მოწინააღმდეგეს დაუთმო, თუმცა მოიესის შეგირდებმა ოლდ ტრაფორდზე "სიტის" კარში ბურთის გატანა ვერ მოახერხეს.

#2: მატას შეუძლია იყოს "იუნაიტედის" სილვა.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !


თუ სამშაბათის თამაშს უყურა ვისენტე დელ ბოსკემ ის აუცილებლად წაიყვას მატას მსოფლიოს ჩემპიონატზე. მატას შეუძლია იყოს "იუნაიტედის" სილვა, თუმცა სილვას შეუძლია იამაყოს პარტნიორებით(მწვრთვნელითაც). არის მეორე მხარეც, მატა გადმოვიდა "იუნაიტედში" იმ მიზნით, რომ ეთამაშა უფრო მეტი თამაში და უკეთესი გაეხადა ამ კლუბის თამაში. თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ასე არ არის. მომავალში შესაძლებელია ესპანელი "იუნაიტედის" ლიდერიც კი გახდეს, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი კარზეა მომდგარი და მატას მართებს უფრო მაღალ დონეზე თამაში. "ის ხომ ვარსკვლავებით სავსე ესპანეთის ნაკრებში უნდა გამოიძახონ."
მატას ჰქონდა რამდენიმე მომენტი "სიტისთან", თუნდაც პირველი ტაიმის მიწურულს, თუმცა მან ვერ გაიტანა. ესპანელი უნდა გააქტიურდეს, გაიტანოს გოლები, გააკეთოს ასისტები, რომ მისი მოხვედრა ნაკრებში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.

#3: რუნი ნამდვილი კაპიტანია !

5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !


ნაკლებად შეიძლება 0-3ის წაგების შემდეგ ვინმეს გამორჩევა წაგებული გუნდიდან, თუმცა მაინც ყველაზე მეტად უეინ რუნი არ იყო ღირსი ამ წაგების. მიუხედავად იმისა, რომ ის ნომინალურად ფორვარდი იყო, მაინც უხდებოდა უკან ჩასვლა, ბურთის წამოღება, ართმევა, იყო ფეხებში ვარდნაც, მოკლედ რომ ვთქვათ რუნი უფრო მეტად ნახევარმცველის საქმიანობით იყო დაკავებული, ვიდრე წინ წასვლით.
რუნისაც ჰქონდა რამდენიმე მომეტი რა თქმა უნდა, თუმცა მან ვერ გამოიყენა. სხვათაშორის რუნის ყველაზე მეტი გოლი აქვს მანჩესტერულ დერბიში გატანილი, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოთამაშეს.
რუნი ნამდვილი კაპიტანია, ის ლიდერია გუნდის და ზაფხულში ვიდიჩის დატოვების შემდეგ აუცილებლად მას უნდა გადასცენ კაპიტნის სამკლაური, თუნდაც პატრის ევრა გუნდში დარჩეს.

#4: "იუნაიტედს" ფერნანდინიო ჭირდება.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !


ნახევარდაცვაში, რომ პრობლემების მთელი დასტაა ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ, რა თქმა უნდა. თუმცა, ფაქტია რომ "იუნაიტედს" ჭირდება ფერნანდინიო, ან მსგავსი ტიპი ნახევარმცველი. ფელაინი არც ისეთი ცუდი იყო სამშაბათს, მის გასვლას ცოტა ირონიული შეძახილებიც მოჰყვა "Stenford End" -დან. კლევერლიზე საუბარს აზრი არ აქვს, მოიესი მალევე მიხვდა, რომ ის შესაცვლელი იყო და შეცვალა კიდევაც მეორე ტაიმის დასაწყისში.
მოკლედ, რომ ვთქვათ ფერნანდინიო უფრო მეტად ეფექტური იყო, ვიდრე ნებისმიერი "იუნაიტედის" ნახევარმცველი, სწორედ ამიტომ "წითელმა ეშმაკებმა" უნდა იყიდონ მისი მსგავსი ნახევარმცველი. ოღონდ არა იმ ფასად, რა ფასადაც "სიტიმ" შეიძინა 28 წლის ფეხბურთელი, შეგახსენებთ რომ ის ამ სეზონში გადაბარგდა მანჩესტერულ კლუბში 40 მილიონ ევროდ, უკრაინული "შახტარიდან".

#5: მოიესი მოსიარულე გვამია ოლდ ტრაფორდზე.

5 რამ რაც ვისწავლეთ გასულ მატჩში !


"მოსიარულე გვამი" რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით, თუმცა ის გულშემატკივარი, რომ მიეშვათ მოიესთან დერბის დროს ნამდვილად გვამი იქნებოდა და ზოგადად, მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხიც "იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.
მოიესმა წააგო 2 მატჩი სახლში, ოლდ ტრაფორდზე ერთი და იგივე ანგარიშით 0-3, ერთი და იგივე მნიშვნელობის თამაში და ცნობისთვის, ტოპ 3 გუნდთან მოიესმა 6 მატჩი ჩაატარა, ვერცერთი ვერ მოიგო, ითამაშა ერთი ფრე და 5 წააგო. მთლიან ტოპ 9 გუნდში მოიესმა ითამაშა 15 მატჩი, მოიგო 2 წააგო 9 და 4-იც ფრედ დაასრულა. საკმაოდ კარგი შედეგი იქნებოდა ახლად გადმოსული გუნდისთვის პრემიერ ლიგაში, თუმცა არა "იუნაიტედისთვის".
ამიტომ, უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ შოტლანდიელ სპეციალისტს, გლეიზერების ოჯახი, მეორე შანსს აღარ მისცემს.

წყარო: "Bleacher"
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Berba 9
27 მარტი 2014 13:39
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საერთოდ 6-ია ხოლმე, თუმცა იმდენად კარგი თამაში ჩავატარეთ 5-იც საკმარისია :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№2
ავტორი: Best 7
27 მარტი 2014 13:55
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
eh ra gveSveleba Semdeg sezos vabSe movwyindebit chempionta ligigs gareshe areyoukiddingme
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 მარტი 2014 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მშვენიერი სტატიაა, განსაკუთრებით მოსიარულე გვამი მომეწონა, იმედია მართლა აღარ მისცემენ მეორე შანს, თორე მოიესის ხელში იუნაიტედს არანაირი მომავალი არ ექნება.
0
№4
ავტორი: gilmour
27 მარტი 2014 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგი სტატიაა მომეწონა.
უბრალოდ ამ სეზონში საერთოდ მწვრთნელის გარეშე რომ ვყოფილიყავით უარესი მაინც არაფერი მოხდებოდა. იქით მიდის ყველაფერი რომ წაგებულის ფსიქოლოგია გვიყალიბდება და ნელნელა უფრო ნაკლებად განვიცდით ყველა მარცხს და ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება. აი რა არის ყველაზე საშინელება.
0
№5
ავტორი: Count Alucard
27 მარტი 2014 14:46
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რომელ მეორე შანსსზეა საუბარი, მეორე კი არა უკვე მეათეც გამოიყენა, თუ რამე შეეძლო ამ სეზონში დაემტკიცებინა, 2-3 ფეხბურთელის ყიდვით გენიოსი ვერ გახდება, ამის ხელში მანჩესტერი ჩემპიონობას ვერასდროს მოიპოვებს.
0
№6
ავტორი: DimaSanaia
27 მარტი 2014 14:47
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
gilmour,
ფანები მაგას არ შეეგუებიან. მიმდინარე სეოზნის დამთავრებაზე ვოცნებობთ უკვე ყველა, რომ იქნებ გარდამტეხი ცვლილება მოხდეს გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: Manchester United 14
27 მარტი 2014 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
მოიეს ერთხელ გაუმართლამ და ეგ არის მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე აგარ ვიქნებით და 2 წლის მერე ჩემპიონ შიპში გადავარდებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№8
ავტორი: GeorgeBest
27 მარტი 2014 15:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი მოსიარულე გვამია ოლდ ტრაფორდზე.

უკვე გულშემატკივრები იწევენ მაგაზე, ბანერის დახევას აპირებენ და რა მწვრთნელობაზეა საუბარი? არ ვემხრობი ამ ფაქტს მაგრად ტეხავს

რუნი ბოლოს ცენტრში დააყენა, ულ უკან იყო წინ ვერც მივდიოდით. ვერავინ ვერაფერი ქნა, მაგრამ ველბეკი ფორვარდის პოზიციაზე არაფრის მომცემია თითქმის, მაგას ჯობია ფლანგზე ვათამაშოთ ხოლმე

სიტი ძლიერია იმიტომ, რომ ჰყავს იაია ტურე და მისნაირები. რომელმა უნდ აგაუწიოს ცენტრსი წინააღმდეგობა თუნდა ფერნანდინიოს? ეგ ტეხავს
0
№9
ავტორი: Count Alucard
27 მარტი 2014 16:45
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გიორგი,
მერე მაგას ვიძახით ბოლო 4 წელია მთელი მანჩეტსერი ნახევარმცველია საჭირო ისეთი როგორიც იაია ტურეა და არც ფერგიმ იყიდა და ეს კიდე რისი მაქნისია, ფელანი მოიყვნანა და იმასაც ვერ იყენებს, ნახევარდაცვა ყოველთვის ძლიერი ყავდა გუნდს, ძველი დროიდან მოყოლებული დუნკან ედვარდსი იყო, ჩარლტონიც თამაშობდა ხანდახან ნახევარდაცვაში, მერე ბრაიან რობსონი, როი კინი ბექზი სკოულზი და ახლა ვინ გვყავს??
0
№10
ავტორი: GeorgeBest
27 მარტი 2014 16:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
nika_123,
ყველაზე დიდი შეცდომა იყო სქოულზის დაბრუნება, ბაბუს თვითონვე უნდა ეზრუნა მაგის სემცვლელზე. 27 მილიონად ფელაინს კი არა ბაბუ ალკანატარა–სტროტმანის დუეტს დაგვიდებდა :დ ალკანტარა როგორ გავუშვით ხელიდან, 25 მილიონად ვინ გავუშვით ხელიდან ვაიმე derpwhy
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top