თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2014, 21:43
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1722,
კომენტარები: 6
რუნი: "საშინელი საღამო იყო"
უეინ რუნი იმედგაცრუებულია
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა განაცხადა, რომ იგი "სიტისთან" მატჩის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებულია.

"ეს საშინელი საღამო იყო. ჩვენ მოგებასაც კი არ ვიმსახურებდით. ჩვენ მოწინააღმდეგეს საკმარისი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და გოლის გატანაც კი ვერ მოვახერხეთ."–განაცხადა უეინ რუნიმ ოფიციალურ არხთან მიცემულ ინტერვიუში.

"არავის მოსწონს დერბიში დამარცხება, მითუმეტეს ჩვენ. ასეთი მატჩების მოგების დროს გუნდი სატურნირო ცხრილში გამარჯვებას უფრო ინაღდებს. ეს სულ სხვანაირი გრძნობაა, მაგრამ ამით არაფერი წყდება, ჩვენ მოთამაშეებმა გულშემატკივრების დახმარებით სრული მობილიზება და დარჩენილი მატჩების გამარჯვება შევძლოთ."

"ჩვენ მატჩი ცუდად დავიწყეთ, ბურთი პირველივე წუთებზე მივიღეთ. ჩვენ გოლის გატანამდე არ გვქონდა საშუალება ბურთს შევხებოდით, რადგან სიტი მაქსიმალურად უტევდა და ერთ წუთში რამოდენიმე მომენტი შექმნა. შესვენების შემდეგ ჩვენ მოედანზე დასვენებულები გამოვედით და თამაშიც გამოვასწორეთ, მაგრამ ბურთის გატანა ვერ შევძელით. მალე ჩვენ სუსტი მხარეები გამოვაჩინეთ და მეორე ბურთიც მივიღეთ."

"ჩვენ ბაიერნის წინააღმდეგ ორი უმნიშნველოვანესი მატჩი უნდა ჩავატაროთ, მაგრამ ბაიერნამდე ჩვენ კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ ასტონ ვილას წინააღმდეგ მატჩზე და უნდა შევძლოთ სეზონის ოთხეულში დასრულება."


რუნიმ აღიარა, რომ გუნდის წაგებების მიზეზი ვერ იპოვა.

"მე არ ვიცი რატომ ხდება ეს. ჩვენ ეს სეზონის ძალიან ცუდად ჩავატარეთ. სეზონის დასრულებამდე საკმაო დრო დარჩა და ჩვენ ოლდ ტრაფორდზე უკვე 6ჯერ დავმარცხდით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. ჩვენ ოლდ ტრაფორდს ძველი დიდება უნდა დავუბრუნოთ ისე, რომ იგი მოწინააღმდეგისათვის სამუდამოდ საშიში გახდეს."

"ბოლო კვირები ჩვენთვის განსხვავებული იყო ჩვენ ორი ნაბიჯი გადავდგით წინ გავედით ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე, მაგრამ პრემიერ ლიგაში იმედგაცრუება და მარცხი ვიწვნიეთ და ერთი ნაბიჯით უკან ჩამოვედით. ჩვენ ეს წარუმატებელი სერია უნდა შევწყვიტოთ, ეს საშინელი ღამე დავივიწყოთ და კონცენტრირება მთლიანად ოთხეულში შესვლაზე გადავიტანოთ."


რუნი გუშემატკივრებს მხარდაჭერისათვის კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა


"ამ თამაშშიც გულშემატკივრები შეუდარებლები იყვნენ. როგორც ყოველთვის ისინი მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდნენ, გვიმღეროდნენ. გუნდს ეს მხარდაჭერა ასეთ სიტუაციაში ძალიან სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ გულშემატკივრების ძალიან ბევრი გვმართებს."–დაასრულა უეინმა

მანუტდ.რუ
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
26 მარტი 2014 21:44
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სამარცხვინო თამაშისა და ანგაარიშის გახსენებაც არ მინდა okay
0
№2
ავტორი: Best 7
26 მარტი 2014 22:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ramdenjer unda daviviwyot erti moindomrt moindomet da shedzlebt
0
№3
ავტორი: gio(kosheichi)
26 მარტი 2014 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
cudi tmamashi ariyo neitralurebistvi mara chemtvis koshmari
0
№4
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2014 23:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წინასწარ რ იყვნენ შეგუებულები წაგებას ეგ მიტყდებოდა მარტო, წაგების დედაც, არც უცდიათ არაფერი
0
№5
ავტორი: LizarD
27 მარტი 2014 03:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რაღა ოთხეული? :/ ევროპაზე მაინც გადით, მოიგეთ და მერე თბილისში გნახავთ love
0
№6
ავტორი: Macklemore
28 მარტი 2014 04:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Katastrofaa amati tamashi old traffordze, es gulshematkivari nagdad ar imsaxurebs am tamashs da am shedegebs!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top