"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები, ყველაფერში ფერგიუსონს ადანაშაულებენ.
მანჩესტერული დერბის საფინალო სასტვენის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებმა თავისი ბოღმა VIP-ლოჟაში მჯდარ სერ ალექს ფერგიუსონზე ამოანთხიეს.
დერბიში განცდილი მარცხი, "წითელი ეშმაკებისთვის" სარეკროდო, მე-10 მარცხი გამოდგა ერთ სეზონში. გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა ამაში სწორედ ფერგიუსონს ადანაშაულებს, რომელმაც მემკვიდრედ თანამემამულე აირჩია.
ერთადერთი, რასაც დევიდ მოიესი ამტკიცებს მთელი სეზონის განმავლობაში, ესაა მისი უუნარობა მაღალ დონეზე მუშაობისა. "ოლდ ტრაფორდზე" დასრულებული მატჩის შემდგომ სერ ალექსს მისი და მოიესის მისამართით გაკეთებული უამრავი კრიტიკული განცხადების მოსმენა მოუწია.
Daily Mirror-ის მტკიცებით, 6 სტიუარდი ტრიბუნაზეც ავიდა, რათა გაცეცხლებული გულშემატკივარი, რომლებიც ბანერის - "Chosen One" (რჩეული) - განადგურებას ლამობდნენ, შეეჩერებინათ.
დავამატებ, რომ პრემიერ-ლიგის არსებობის ისტორიაში, "იუნაიტედს" არც ერთხელ არ დაუგროვებია 75 ქულაზე ნაკლები. ახლა კი მათემატიკური შანსიც არ არსებობს ამ შედეგზე გასვლისა. "ეშმაკები" ჯერ არასდროს ყოფილან ასეთი სუსტები.
fapl.ru