თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2014, 15:43
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2427,
კომენტარები: 6
დევიდ მოიესი მატჩის შემდეგ
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
დევიდ მოიესი მატჩის შემდეგ
დევიდ მოიესმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, როგორც ყოველთვის პრესკონფერენცია გამართა. იგი რამდენიმე თემას შეეხო.


მოიესი მატჩზე:

"სიტიმ თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო, ჯერ კიდევ პირველ წუთამდე რამდენიმე მომენტი შექმნა და 40-ე წუთზე გოლის გაიტანა. ამის გამო, ჩვენ შურის საძიებლად შეტევებს მოვუხშირეთ, მაგრამ ამაოდ."

"ვფიქრობ პირველი 15 წუთის შემდეგ, ჩვენ მომენტებს ვქმნიდით და უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ ბედმაც არ გაგვიღიმა. ჯო ჰარტის კარი ბევრჯერ გადარჩა. ჩვენს მხრიდან წინდაუხედავმა შეტევებმაც არაფერი გამოიღო, რადგან ფეხბურთელები არაზუსტად აწვდიდნენ. მე ამ მატჩის შემდეგ იმედგაცრუებული ვარ."

"როდესაც პირველი ტაიმის დამთავრდა, შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ ისინი არაფერს კარგავდნენ და შეტევებისათვის უნდა მოეხშირებინათ. თუმცა ჩემმა საუბარმა არ გაჭრა და მეორე ტაიმში ორი გოლი მივიღეთ. ჩვენ დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ასევე გვიჭირდა ჩაწოდებები და ფლანგზე თამაში. "


მარტი:

"მარტი და მთლიანად სეზონის ჩვენთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ჩვენ დავთმეთ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი. იმედი მქონდა, რომ ჩვენ სხვა გუნდებს ოთხეულში შესვლაში დიდ კონკურენციას გავუწევდით, მაგრამ საუბედუროდ ასე არ მოხდა."

მოიესმა გულშემატკვირებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა:

"ყველას ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხურვალე მხარდაჭერისათვის. მე ვგრძნობ, რომ ფანებს ესმით რომ გუნდს აქვს მცირე ჩავარდნა და სიტუაციის გამოსწორებას დრო სჭირდება. ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფრის ერთ კვირაში გამოსწორება, მაგრამ გპირდებით გუნდი სეზონის ბოლოს ყველაფერს გაუმკლავდება."-დაასრულა მოიესმა
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
26 მარტი 2014 15:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ნუ რა ვთქვა, ამ ადამიანის მე პირადად მჯერა და მხარში დავუდგები იქამდე სანამ მაგ პოსტზეა.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
26 მარტი 2014 15:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ბედმა არ გაგვიღიმა... ყელში ამოვიდა უკვე ეს წინადადება შენგან მოიეს !!
0
№3
ავტორი: lefty
26 მარტი 2014 17:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ეს კაცი ცხვარია მეტი არაფერი
0
№4
ავტორი: Krolik
26 მარტი 2014 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
კარგით რა ვაღიაროთ რო ბაბუს ეს კაცაი არ უნდა დაეტოვებინა არა ძმაო : 3d_2
0
№5
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2014 21:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მარტის თვე კულმინცია იყო რა, ბოლო გადავლა. არ იმსახურებდნენ გულშემატკივრები იმ თამაშს რასაც გუშინ ვთამაშობდით

სირცხვილია რა, წაგვიგია მაგრამ ღირსეულად. თავიდანვე შეგუებულები იყვნენ წაგებას
0
№6
ავტორი: Best 7
26 მარტი 2014 22:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Moies Ra vqnat da midi wadi raa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top