თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2014, 01:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1550,
კომენტარები: 2
ჩარლტონი:"გზა დამილოცნია"
სერ ბობი ჩარლტონი სულაც არ სწუხს რეკორდის დამხობაზე.
ჩარლტონი:
სერ ბობი ჩარლტონი არ სწუხს იმაზე, რომ უეინ რუნიმ შესაძლოა მისი რეკორდი დაამხოს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში.

კლუბის დირექტორმა დერბის წინ 10-ანზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ რუნი სულ მალე შეძლებს მისი რეკორდის დამხობას, რადგან ეს "იუნაიტედის" წარმატებას ნიშნავს. "ვესთ ჰემთან" შესრულებული დუბლის შემდეგ რუნიმ ჯეკ როულის გადაასწრო და მესამე ადგილი დაიკავა ყველა დროის ბომბარდირებს შორის. მის წინ კი მხოლოდ დენის ლოუ და სერ ბობი იმყოფებიან.

"ადრეც მითქვამს, რომ არავითარი პრობლემა არამაქვს აქ ("იუნაიტედში") და ინგლისის ნაკრებში თუ დაამხობს რუნი ჩემს რეკორდებს. სულაც არა! მე მას ვუთხარი, რომ რაც შეიძლება მალე გააკეთოს ეს. ის დიდებული თავდამსხმელი და დიდებული ფეხბურთელია."

"რეკორდი არ მაღელვებს. გაიხსენეთ, მე ფლანგზე ვთამაშოვდი და ნახევარდაცვაშიც, რუნის უკვე ვუთხარი, რომ იმედი მაქვს სწორედ მე გადავცემ მას რაიმე სახის ჯილდოს, ასე რომ მან უნდა მოიპოვოს ის"
- აცხადებს ბობი ჩარლტონი.

რუნიმ დაადასტურა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა საუბარი სერ ბობისთან და განაცხადა, რომ იგი მოხარულია რეკორდის დამხობის შესაძლებლობის ქონით.

"მას ჰქონდა საჭირო სიტყვები, დიახ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან. მე გოლების გატანაზე ვარ კონცენტრირებული. თუ ეს მოხდება, ეს უდიდესი მიღწევა იქნება ჩემთვის, ხოლო სასარგებლო "იუნაიტედისა" და ნაკრებისთვის."

"მისი რეკორდი ბრწყინვალე შედეგია და იმდენი ხანია ის არსებობს, რომ შესანიშნავი იქნებოდა მისი დამხობა. მანამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ იმედი მაქვს ერთ დღეს ასეც მოხდება და შესანიშნავი იქნება თუ გამომივა."


manutd.com
სიახლეები, ინტერვიუები
2 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
26 მარტი 2014 09:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგ რეკორდის დამხობას მინიმუმ 2 წელი დაჭირდება
0
№2
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2014 11:45
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იქნებ შირერიც მიაყოლოს შრეკიმ winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top