თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2014, 21:31
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1773,
კომენტარები: 4
წინასამატჩო პრესკონფერენცია
დევიდ მოიესი "სიტისთან" მატჩამდე
წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა დევიდ მოიესმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

შოტლანდიელმა აღიარა, რომ გუნდი დაცვის ხაზში პრობლემებს განიცდის. დღევანდელ მატჩში მოედანზე ნემანია ვიდიჩის გამოსვლა საეჭვოა, ამიტომ ცენტრალური მცველის პოზიციას დღეს მაიკლ კერიკი აითვისებს.


"მაიკლმა ვესტ ჰემთან მატჩში ცენტრალური მცველის პოზიციაზე შესანიშნავად ითამაშა. მას ამ პოზიციაზე თამაში კარგად გამოსდის. ჩვენ ასევე ამ პოზიციაზე სათადარიგო ფეხბურთელიც გვყავს. დღეს მოედანზე ცენტრალურ მცველად შეიძლება მარუან ფელაინიც იხილოთ."

მოიესი რობინ ვან პერსის ტრამვაზე საუბრობს:

"რობინი ჩვენ დღეს ძალიან დაგვაკლდება. მე ვფიქრობ, რომ ჯერ-ჯერობით ასეთ დიდ დანაკლისს მსოფლიოში არც ერთი კლუბი არ განიცდის. იგი ოლიმპიაკოსთან მატჩში ნამდვილი გმირი იყო. სამწუხაროა, რომ მას იმავე მატჩში მოუწია მოედანი საკაცით დაეტოვებინა."

"ვიმეორებ ჰოლანდიელი დღეს ჩვენ დაგვაკლდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს შევეცდებით რათა ეს დანაკლისის სრულად აღმოვფხვრათ. ჩვენ გვყავს ხუან მატა უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად 2-3 პოზიციაზე თამაში. ვერავინ ვერ ჩაატარებს სეზონს დანაკლისის გარეშე. ფეხბურთელმა მიიღო ტრამვა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩვენ ვართ დიდი გუნდი და პრობლემების აღმოფხვრას ადვილად შევძლებთ."

ხუან მატა:

"ხუანი ფანტასტიური ფეხბურთელია. მან შაბათს ვესთ ჰემთან ძალიან კარგად ითამაშა. იგი მუდამ ცდილობს პარტნიორებს გაატანიოს გოლები. იგი იუნაიტედში პირველ გოლთან ძალიან ახლოსაა."

მოიესი იმედოვნებს, რომ გუნდი ამ თამაშში საბოლოოდ აჩვენებს ტავის სრულ პოტენციალს:

"ჩვენ ძველებურად საუკეთესო ფორმაში არ ვართ. როგორც ყველა გუნდს ჩვენც გვაქვს ჩავარდნები, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდი საკუთარ ფორმას მალევე დაუბრუნდება." ჩვენ ყველას დავანახებთ,რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას."

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დღევანდელ მატჩი გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ არამარტო დერბიში, არამედ ყველა სხვა დანარჩენ მატჩებში. ეს მატჩი გულშემატკივრებსა და ქალაქში ყველაზე საუკეთესო მატჩად ითვლება. იუნაიტედი ბოლომდე იბრძოლებს, ჩვენ ბოლომდე შევეცდებით ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ."

"ვესტ ჰემთან" მატჩზე:

"ბოლო მატჩი შესანიშნავი აღმოჩნდა, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში ეს საუკეთესო მატჩი არ იყო. ჩვენ ბევრი გოლის გატანა გვმართებდა, რადგან ჩვენ საუკეთესო ფეხბურთელები გვყავს. ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ისე უნდა ვითამაშოთ, როგორ იუნაიტედს შეეფერება. ვიმეორებ ჩვენ ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ძველ დონეზე მალე დავბრუნდებით."

ჟურნალისტის კითხვაზე: იქნება თუ არა პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩებში რუნი გუნდის კაპიტანი? მოიესმა უპასუხა:

"მან უკვე დიდი ხანია დაამტკიცა, რომ იგი საუკეთესოა. ზოგადა ფეხბურთელებს ბევრი შესაძლებლობები გააჩნიათ, მათ შეუძლიათ ერთ დღესი დაიმკვიდრონ ადგილი ძირითადში და მოახდინონ შთაბეჭდილება მწვრთნელზე. რუნიმ უკვე დიდი ხანია ჩვენზე შთაბეწდილება მოახდინა. იგი დღესაც მიიღებს კაპიტნის სამკლაურს."



"მე უკვე ვთქვი, რომ ახალ კაპიტანს სეზონის ბოლომდე არ ავირჩევდი. დღევანდელ მატჩში ვიდიჩი დისკვალიფიკაციის, ხოლო პატრის ევრა მცირე დაზიანების გამო ვერ ითამაშებს. მე პატრის ვუთხარი, რომ მას უნდა დაესვენა. ხოლო უეინ რუნი კი აბსოლიტურად მზადაა სიტის წინააღმდეგ ითამაშოს."-დაასრულა მოიესმა


Manutd.ru
პრესკონფერენცია
4 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
25 მარტი 2014 21:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მგონი საკმარისია !!
0
№2
ავტორი: I L C
25 მარტი 2014 22:03
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ნანი ათამაშე რაა დანაარჩენი ყველაფერში გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: gilmour
25 მარტი 2014 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგია.
ოღონდაც კერიკი არააა დაცვაში რააა.
ბიუტნერს ამზადებს ბაიერნისთვის
0
№4
ავტორი: RedGirl
25 მარტი 2014 22:16
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კაია რუნის კაპიტნობა. კაგავა დაიდოს ისევ ! იანუზაი მომენატრა. იასნია ბიუტნერმა უნდა ითამაშოს მოსამზადებელია ბაიერნისთვის. უნდა მოვიგოთ რა მოიეს უნდა მოვიგოთ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top