თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2014, 02:01
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2165,
კომენტარები: 6
მოიესი: რუნი ლეგენდაა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი, დევიდ მოიესი თვლის, რომ უეინ რუნი უკვე ითვლება "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდად.
მოიესი: რუნი ლეგენდაა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი, დევიდ მოიესი თვლის, რომ უეინ რუნი უკვე ითვლება "ოლდ ტრაფორდის" ლეგენდად.

რუნიმ, რომელიც მეათე სეზონს ატარებს "მანჩესტერ იუნაიტედში", უკვე მოახერხა 212 გოლის გატანა წითელი მაისურით და გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

"ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი ბოლო წლებში ხშირად ეხვეოდა კრიტიკის ქარ-ცეცხლში და მისი მომავალი "იუნაიტედში" რამდენიმეჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა ინგლისელმა ყველა კრიტიკოსს საკადრისი პასუხი გასცა თავისი საოცარი თამაშით და მას მხოლოდ 38 გოლი დარჩა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე.

მოიესი ფიქრობს, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, უეინ რუნი კლუბის ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა.

"თუ შენ მესამე საუკეთესო ბომბარდირი ხარ ისეთ გუნდში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", უკვე ლეგენდად ითვლები" -განაცხადა "წითლების" ბოსმა.

"თუ ის მომავალში რაიმე სერიოზულ ტრავმას არ მიიღებს, თავისუფლად შეძლებს დენის ლოუს და ბობი ჩარლტონის რეკორდის მოხსნას."

"უეინი ამ სეზონში საოცარ ფორმაშია და მისი გოლი "ვესტ ჰემთან" ამის ნათელი დასტურია. მან ყველას დაანახა, რომ მას საოცარი შესაძლებლობები აქვს და ჯერ კიდევ შერჩა ძალიან დიდი ენერგია."

"ყველა ვინც უეინს ადრეული ასაკიდან იცნობდა, იტყვის რომ მას ყოველთვის დიდი ენერგია და დიდი გული ჰქონდა, ეს მის თამაშებშიც კარგად ჩანს."


როგორც მოგეხსენებათ ხვალ "იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე მიიღებს თანაქალაქელ "სიტის" და შეეცდება ბოლომდე იბრძოლოს "ჩემპიონთა ლიგის" საგზურისთვის.

"ზუსტად არ ვიცი გადამწყვეტი როლი ექნება თუ არა უეინს ხვალ, ამ მატჩში ბევრი ტოპ კლასის ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას, რუნი ნამდვილად მათ შორისაა." - დაამატა მოიესმა.

წყარო: Sky Sports
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
25 მარტი 2014 02:13
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რათქმაუნდა ლეგენდაა. რუნი ერთ-ერთი იმ მათგანია რომელსაც რომც წასულიყო მაინც ვცემდი პატივს.
0
№2
ავტორი: LizarD
25 მარტი 2014 02:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
რუნი რა ლეგენდაა :/ იანგი <3
0
№3
ავტორი: davita
25 მარტი 2014 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
LizarD,
იანგი არა :D Cleverly :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№4
ავტორი: red devil
25 მარტი 2014 08:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
იანგიც ჩვენი ლეგენდაა :D
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2014 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორც იქნა მოიესმა რაღაც წესიერი თქვა wink
0
№6
ავტორი: UTD-Rule
25 მარტი 2014 15:29
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მართალია ეს კაცი თუ ფეხბურთელი ასეთი დიდებული კლუბის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა მაშინ ლეგენდაა feel მალე პირველზე გადაინაცვლებს იმედია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top