თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2014, 02:51
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 3835,
კომენტარები: 20
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ))

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
ტურნირი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 32-ე ტური
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
თარიღი: სამშაბათი, 25 მარტი 2014 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)
ტრანსლაცია: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ) "მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი, სმოლინგი, ფერდინანდი, ევანსი.
დისკვალიფიკაცია: ვიდიჩი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვალენსია
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Rafael, Evra, Ferdinand, Smalling, Jones, Evans, Buttner, Giggs, Carrick, Young, Cleverley, Fletcher, Valencia, Kagawa, Nani, Fellaini, Januzaj, Mata, Rooney, Welbeck, Hernandez.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პრობლემები აქვს, მათი ჰოლანდიელი გოლეადორისთვის საკლუბო კარიერა დასრულდა, პერსი "იუნაიტედს" ამ სეზონში ვეღარ დაეხმარება. გუნდს დაცვის 4 მცველი დააკლდებათ. კაპიტანი ნემანია ვიდიჩი, რომელიც ლივერპულთან მიღებული წითელი ბარათის გამო ვერ შეძლებს თამაშს კრის სმოლინგი, ჯონი ევანსი და რიო ფერდინანდი ტრავმების გამო თამაშს ვერ შეძლებენ. საეჭვოა ანტონიო ვალენსიას თამაში, რომელსაც თვალის პრობლემები აქვს "ოლიპიაკოსთან" მატჩის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)
"მანჩესტერ სიტი"

ტრავმირებულები: რიჩარდსი, ნასტასიჩი, აგუერო
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ჯეკო
განაცხადი: Hart, Pantilimon, Zabaleta, Kompany, Demichelis, Lescott, Boyata, Kolarov, Clichy, Navas, Milner, Nasri, Silva, Toure, Fernandinho, Garcia, Rodwell, Dzeko, Negredo, Jovetic.

მანუელ პელეგრინიმ დაადასტურა, რომ "სიტის" "ოლდ ტრაფორდზე" მათი მთავარი გოლეადორის, სერხიო აგუეროს გარეშე მოუწევს თამაში. გუნდს ასევე რიჩარდსი და ნასტასიჩი ვერ დაეხმარებიან ტრავმების გამო. "ქალაქელებს" გუნდის კაპიტანი, ვინსენტ კომპანი დაუბრუნდათ, რომელსაც დისკვალიპიკაცია ჰქონდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


გუნდების ფორმა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

პოზიცია: მე-7 ადგილი 51 ქულა
ბომბარდირები: რუნი 13 გოლი; პერსი 11 გოლი;

31 ტურის შემდეგ მოიესის გუნდი 7–ე ადგილს იკავებს 51 ქულით, რაც გუნდისთვის კატასტროფაა. "იუნაიტედის" ანგარიშზე პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში 3 მოგება, 1 წაგება და 1 ფრეა. ბოლო მატჩი დევიდ მოიესის შეგირდებმა "ვესტ ჰემთან" გამართეს, სადაც 0–2 გამარჯვება მოახერხეს. გუნდი უმძიმეს მდგომარეობაშია, მოქმედი ჩემპიონები ოთხეულს მიღმა დარჩნენ. წელს "ეშმაკებმა" იმდენჯერ წააგეს ჩემპიონატში, რამდენჯერაც ბოლო 3 წლის გამნავლობაში ერთად აღებული. კლუბმა გრანდებთან დაპირისპირებაში მხოლოდ "არსენალთან" მოახერხა წარმატების მიღწევა, ორი მატჩის ჯამში 4 ქულა. დევიდ მოიესმა სიტისთან ჩატარებული 25 მატჩიდან 13–ის მოგება მაოხერხა (ევერტონის მწვრთნელის რანგში). გუნდის მთავარმა მეგოლემ, უეინ რუნიმ "სიტისთან" ბოლო 5 შეხვედრაში 5–ჯერ აიღო "ქალაქალების" კარი. დენი უელბეკმა, ბოლო 3 მატჩში (როდესაც ძირითადში დაიწყო) 3 გოლის გატანა მოახერხა.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

პოზიცია: მე-3 ადგილი 63 ქულა
ბომბარდირები: ტურე 16 გოლი; აგუერო 15 გოლი;

31 ტურის შემდეგ 'მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ცხრილში 3–ე ადგილს იკავებს 63 ქულით, თუმცა "ქალაქელებს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარბეული მეტოქეებზე. ისინი პირველ ადგილოსან ჩელსის 6 ქულით ჩამორჩებიან. გუნდმა პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში 3–ჯერ ზედიზედ მოიპოვა გამარჯვება. ბოლო მატში "ქალაქალებმა" "ფულემი" გაანადგურეს, ანგარიშით 5–0. პელეგრინის გუნდს 418 წუთია პრემიერ ლიგაში ბურთი არ გაუშვია. ბოლოს მათ კარში ლონდონის "ჩელსიმ" მოახერხა გოლის გატანა, რაც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი გამოდგა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)


მატჩის წინა განცხადებები


დევიდ მოიესი: "გამარჯვებისთვის სამ ქულას იძლევიან. მაგრამ ამასთან ერთად პრინციპული მეტოქის დამარცხებით შენ თავდაჯერებულობას იძენ. მიმდინარე სეზონში მსგავსი რანგის გამარჯვებები ძალიან ცოტა გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს , რომ სწორედ მანჩესტერულ დერბიში მოვახერხებთ ამის გაკეთებას. "სიტისთან" მატჩები გარკვეულ წილად მნიშვნელოვანია. "ეტიჰადზე" ძალიან ცუდად ვითამაშეთ. "სიტი" ჩემპიონობისათვის იბრძვის, მაგრამ ქულები ჩვენც გვჭირდება. მიმდინარე სეზონი რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე უნდა დავასრულოთ."

მაიკლ კერიკი: "არ ვაპირებ მთელი ძალით ვიყვირო რომ ვბრუნდებით. ვფიქრობ "მანჩესტერ სიტისთან" გამარჯვებაც ვერ დამალავს სეზონის წარუმატებლობას. ეს ჩვენთვის მხოლოდ კიდევ ერთი თამაშია. დიახ, დიდი მატჩია, მაგრამ ეს თამაში უკანასკნელი თვეების წარუმატებლობაზე გავლენას ვერ იქონიებს. "სიტისთან" გამარჯვება მხოლოდ იმ მხრივ დაგვეხმარება, რომ ფორმას შევინარჩუნებთ. გულშემატკივრების გვესმის და ჩვენც ისევე გვსურს კარგი შედეგების მიღწევა, როგორც მათ. თუმცა არც თუ ძლიერ გაგვიხარდება, რადგან მიმდინარე სეზონს ცუდად ვატარებთ."

ხუან მატა: "გუნდი დარწმუნებულია თავის ძალებში და ემოციურ აღმართზე იმყოფება. წინ ურთულესი და ამავდროულად ძალზედ მიმზიდველი დავალება გვაქვს - დავამარცხოთ "სიტი". ეს ჩემს კარიერაში პირველი მანჩესტერული დერბი იქნება, რომელსაც მოუთმენლად ველოდები."

ლუიშ ნანი: "დერბი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ ამ მატჩს მოტივაციის გარეშე ვხვდებითმ თუმცა ეს ასე არაა. ჩვენ ყოველთვის მოტივირებულები ვართ და მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ. "სიტის" კარგი გუნდი ჰყავს და მათთან თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენი სახელი და სტატუსი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვინმეს რამე დავუთმოთ."

მანუელ პელეგრინი: "ვფიქრობ, "სიტის" ახლა კარგი დრო უდგას, მაგრამ მოგვიწევს შევებრძოლოთ ასეთ დიდ კლუბს და თანაც მათ სტადიონზე.მე არ მიმაჩნია "სიტი" ფავორიტად. როცა იქ ჩავდივართ, ყოველთვის მოგებისთვის ვიბრძვით, არა იმიტომ რომ "იუნაიტედს" ძნელი დრო უდგას.თუ კარგად ვითამაშებთ, აუცილებლად გვექნება მოგების შანსი"

იაია ტურე: "ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ამ თამაშს მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" საქმე ცუდადაა, მათ მაინც უნდა ვუფრთხოდეთ. ეს დერბია, აქ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. "იუნაიტედს" ალბათ ძალიან უნდა ჩვენი ძლევა. "იუნაიტედი" ჯერ კიდევ დიდებული გუნდია. თუკი ჩვენც ისევე გვეთამაშებიან, როგორც "ოლიმპიაკოსს", ძალიან გაგვიჭირდება."

ცოტა რამ ამ დაპირისპირების შესახებ

მათი პირველი შეხვედრა 1881 წლის 12 იანვარს შედგა, თუმცა იმ პერიოდში გუნდები სხვა სახელით ასპარეზობდნენ. "მანჩესტერ იუნატედი" - "ნიუტონ ჰიტი", ხოლო "სიტი" - უესტ გორტონ სენტ მარკსი". უმაღლეს დივიზიონში ეს გუნდები პირველად 1906 წელს შეხვდნენ, მაშინ იმ თამაშმა გაყიდული ბილეთებისგან 1000 ფუნტ-სტერლინგი შეგაროვა , რაც იმ დროში ბევრი იყო. მეორე მსოფლიო ომამდე, ქალაქ მანჩესტერის მაცხოვრებლები ორივე კლუბს "ინახავდნენ" ერთდროულად, თუმცა ომის დასრულების შემდეგ დაიწყო "მტრობა" გულშემატკივრებსა და კლუბებს შორის.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი" (პრევიუ)

გუნდები საერთო ჯამში სულ 165–ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან "იუნაიტედმა" 68–ჯერ მოახერხა მატჩის მოგება, 50 ფრედ, ხოლო 47 "სიტის" გამარჯვებით დასრულდა. 1 წლის მატჩი "ეტიჰადზე" სიტის გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 დასრულდა. გუნდების ბოლო შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" 2013 წლის 9 აპრილს შედგა, რომელიც "ქალაქელების" გამარჯვებით, ანგარიშით 1–2 დასრულდა. "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 2 მატჩში სიტიმ 8 გოლის გატანა მოახერხა და ორჯერვე გამარჯვებული გამოვიდა. "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ბოლოს 2011 წლის 12 თებერვალს სძლია, ანგარიშით 2–1.


მატჩის პრომო

მატჩის წინ
20 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 მარტი 2014 02:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლდ ტრაფორდზე ზედიზედ 2 მატჩია ვაგებთ, მოიესი ხო რეკორდებს ხსნის და ეხლა ესეც მოხსნას, მოგვაგებინოს wink

პრინციპული დაპირისპირებაა და აქ უმოტივაციოდ გამოსვლა დაუშვებელია, თან ამ მატჩის მოგებით თერიული შანსი არის იმისა რომ არსენალს გადავასწროთ, უნდა ვიბრძოლოთ
0
№2
ავტორი: LizarD
25 მარტი 2014 04:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
მოსაგები თამაშია და მაგრად მჯერა რომ მოიგებენ!
0
№3
ავტორი: red devil
25 მარტი 2014 08:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა მოვიგოთ უეჭველი
0
№4
ავტორი: kote chigladze
25 მარტი 2014 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
runis mjera dan dz magrad harts gaargvevs!

runis mjera dan dz magrad harts gaargvevs!
0
№5
ავტორი: Berba 9
25 მარტი 2014 11:36
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
საღოლ გიო, საღოლ. რა მნიშვნელოვანი თამაშიც არის, ისეთი მაგარი პრევიუა :))
მე მჯერა რომ მოვიგებთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოიესის არ მჯერა, მაგრამ მჯერა იუნაიტედის, ყველაფრის რაც იქ ხდება, მოიესის გამოკლებით !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
25 მარტი 2014 11:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დაცვის ცენტრში სერიოზული პრობლემები გვაქ, მარა მჯერა რო მოვიგებთ winked
0
№7
ავტორი: chonchxi
25 მარტი 2014 13:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
დაიმახოსვრეთ :დ ეს თუ მოვუგეეეთ მაინც ვიგებთ მარა მაინც ბაიერნს გავუბაბანეეებთ 1 აპრიილს :)
0
№8
ავტორი: gio(kosheichi)
25 მარტი 2014 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
kompani meviciroi diskvalifikaciia aaaqvs haltanro gaagdes
0
№9
ავტორი: hala
25 მარტი 2014 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
initedi tu moigebs gamixardeba:) chem gunds chmpionobis shansi kidev ufro gaezrdeba. sxvaoba 1 qulamde dava da yvelaferi anfieldze gadawydeba
0
№10
ავტორი: lefty
25 მარტი 2014 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
არ მგონია სიტის მაგრად უნდა მოგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top