თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2014, 16:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2864,
კომენტარები: 14
მანჩესტერი წითელია !
ათი საუკეთესო დერბი მანჩესტერულ ისტორიაში, გულშემატკივრების როლი და ფეხბურთელების მოუთმენლობა.
მანჩესტერი წითელია !
წლების მანძილზე, "მანჩესტერის" ცისფერი და წითელი მხარე ხშირად დაპირისპირებიან ერთმანეთს. მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ის მსოფლიოსთვის განსაკუთრებული მოვლენა და საინტერესო მატჩი გახდა. "სიტი" შეიძინა შეიხმა, კლუბს ფული გაუჩნდა და წარსულთან შედარებით გაძლიერდა. ამ ფაქტმა გახადა კიდევ უფრო საინტერესო "მანჩესტერული" დერბი. შემოგთავაზებთ ათ ყველაზე დასამახსოვრებელ დერბის:

1986 წლის მარტი. "იუნაიტედი" 1 - 3 "სიტი"

ამ მატჩმა ყველაფერი "სიტის" სასარგებლოდ შეცვალა და მის შედეგად "სიტიმ" ჩემპიონობის გვირგვინი დაიდგა მაისში. აღსანიშნავია, რომ მათ მეზობლებს მხოლოდ 2 ქულით გადაასწრეს. თუმცა "იუნაიტედმა" "სიტის" ლაპარაკის უფლება არ მისცა და იმავე წელს შეძლო ევროპის თასის მოპოვება, რის შემდეგაც "მანჩესტერის" წითელ მხარეს ნამდვილად შეეძლო ეამაყა თავისი კლუბით.

1974 წლის აპრილი: "იუნაიტედი" 0 - 1 "სიტი"

დროის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე, დენის ლოუმ გოლის გატანა შეძლო სწორედ იმ კლუბის წინააღმდეგ, სადაც ლეგენდის სტატუსი მოიპოვა. სანამ მისი თანაგუნდელები აღნიშნავდნენ, "ოლდ ტრაფორდის მეფე" დამწუხრებული ჩანდა, რადგანაც სწორედ მისი გოლი შეიძლებოდა გამხდარიყო ყოფილი კლუბის დამარცხების მიზეზი.

1989 წლის სექტემბერი: "სიტი" 5 - 1 "იუნაიტედი"

სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები სამარცხვინოდ დამარცხდნენ სტუმრად "სიტისთან" ანგარიშით 5-1. ამის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ სერ ალექსი უკვე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. მარკ ჰიუგსმა შეძლო გოლის გატანა, თუმცა ეს უკვე არაფერს ნიშნავდა და "იუნაიტედის" გულშემატკივრებიც ვერაფრით გაამხნევა.

ფერგიუსონი ალბათ ამას მისი კარიერის ყველაზე დაბალ შედეგსაც უწოდებდა "სიტისთან" მიმართებაში, თუმცა იმავე წელს "სიტის" მენეჯერი მელ მაჩინი გაანთავისუფლეს, ხოლო ფერგიუსონი დარჩა და შეძლო "ინგლისის თასის" მოგება იმ წელს.

1993 წლის ნოემბერი: "სიტი" 2 - 3 "იუნაიტედი"

"სიტიმ" შესვეებამდე მოასწრო ორი ბურთის გატანა. მაგრამ ისინი ფერგიუსონის ბიჭებს ეთამაშებოდნენ. სერ ალექსი კი საოცრებებს ახდენდა. ამასთან, მას გუნდში ისეთი მოთამაშეები ჰყავდა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ სიტუაციაში იპოვნიდა გამოსავალს. მისმა ბიჭებმაც არ დააყოვნეს და სამი ბურთის გატანა შეძლეს. ორი ერიკ კანტონამ, ხოლო ერთი როი კინმა.

მანჩესტერი წითელია !
ერიკ კანტონა და როი კინი.


1994 წლის ნოემბერი: "იუნაიტედი" 5 - 0 "სიტი"

ამ წელს "იუნაიტედისთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. "წითლები" მოქმედი ჩემპიონები იყვნენ. მათ გამარჯვება მოიპოვეს "ბარსელონასთან" და რვა დღის შემდეგ, ისინი "მანჩესტერის" ცისფერი მხარის დასამხობად ემზადებოდნენ. "ოლდ ტრაფორდი" მოუთმენლად ელოდა ამ შეხვედრას.

მანჩესტერი წითელია !

ანდრეი კანჩელსკი "სიტის" წინააღმდეგ.


ანდრეი კანჩელსკიმ შეძლო სამი გოლის გატანა და გუნდს ამით დიდი სტიმული მისცა. ეს სწორედ ის დრო იყო, როცა "იუნაიტედს" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით უნდა დაემარცხებინა მეზობლები. "წითლებმა" ეს შეძლეს და "სიტის" კარი ხუთჯერ დალაშქრეს.

2002 წლის ნოემბერი: "სიტი" 3 - 1 "იუნაიტედი"

"აჭამეთ გოათს და ის გაიტანს" მღეროდნენ "სიტის" ფანები. ეს თამაში მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ხოლო შაუნ გოათმა, რომლითაც ასე ამაყობდნენ "სიტის" ფანები, ორი გოლი გაიტანა.

მანჩესტერი წითელია !


2009 წლის სექტემბერი: "იუნაიტედი" 4 - 3 "სიტი"

ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩია არამარტო "მანჩესტერული" დერბისთვის, არამედ "პრემიერ ლიგისთვისაც". ძალიან დაძაბული თამაში მიდიოდა. "სიტიმ" სამჯერ შეძლო თამაშის შემოტრიალება, თუმცა ამ თამაშში ოუენმა სასწაული მოახდინა და მისი ბოლო წამებზე გატანილი გოლით "იუნაიტედმა" გამარჯვება მოიპოვა. ეს გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება.


ოუენის გოლი.


2011 წლის თებერვალი: "იუნაიტედი" 2 - 1 "სიტი"

მანჩესტერი წითელია !


ეს თამაში ნამდვილად უეინ რუნის გოლმა დაგვამახსოვრა. მართლაც საოცრება იყო. გულშემატკივარს ეშინოდა, რომ მათი "შრეკი" კლუბს დატოვებდა და მეტიც, "სიტის" შეუერთდებოდა. თუმცა უეინმა ფანებს საოცარი შეგრძნება და გოლი აჩუქა. ყველაფერი ამაღელვებელი იყო. მისი მაკრატელა, მისი აღნიშვნა, დგომა და გამარჯვება!


უეინის შესანიშნავი გოლი "სიტის" კარში.


2011 წლის ოქტომბერი: "იუნაიტედი" 1 - 6 "სიტი"

მანჩესტერი წითელია !


ეს თამაში "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თამაშია. "წითლები" საკუთარ სტადიონზე 5 ბურთის სხვაობით, ანგარიშით 6-1 დამარცხდნენ. პირველი გოლის გატანა მარიო ბალოტელიმ შეძლო და ეს თითქოს შთაგონება იყო "სიტისთვის". ეს სწორედ ის თამაშია, როდესაც ბალოტელიმ მაიკა აიწია და მეორე მაისური გამოაჩინა წარწერით: "რატომ ყოველთვის მე?"

მანჩესტერი წითელია !


2012 წლის დეკემბერი: "სიტი" 2 - 3 "იუნაიტედი"

მანჩესტერი წითელია !


რუნიმ თავიდანვე შეძლო ორი გოლის გატანა და "იუნაიტედი" ამან დაამშვიდა. თუმცა "სიტიმ" სტუმრებს მოსვენების საშუალება არ მისცა და ორი გოლის გატანა შეძლო. სიტუაცია დაიძაბა. თამაში ისე წავიდა, რომ თითქოს მასპინძლებს უნდა გაემარჯვათ, მაგრამ რობინ ვან პერსიმ ჯარიმის გატანა შეძლო და ამით "ეშმაკუნებმა" გამარჯვება შეძლეს.

ასე და ამგვარად "მანჩესტერულ" დერბის დიდი ისტორია აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, ამ დაძაბულ პერიოდში, არავინ იცის შეძლებს თუ არა ფორმიდან ამოვარდნილი "იუნაიტედი" "სიტის" დამარცხებას. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სეზონის დასაწყისში "ეშმაკუნები" უკვე დამარცხდნენ ანგარიშით 4-1.

ფანები პელეგრინის სიტყვებმა უფრო მოუთმენელი გახადა და თამაშის ირგვლივ შექმნილი ემოციური ფონიც უფრო გაამძაფრა. პელეგრინიმ თამამი და უხეში განცხადება გააკეთა: "მანჩესტერს მხოლოდ ერთი კლუბი ჰყავს და ეს "სიტია"". ცუდია, რომ ასე მარტივად, ერთმა სეზონმა დაავიწყა მას წლების მანძილზე ვინ იყო "მანჩესტერისა" და ინგლისის მეფე და საერთოდ ვინ არის მოქმედი ჩემპიონი.

დერბი მხოლოდ გულშემატკივრისთვის კი არა, ფეხბურთელებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. წლების მანძილზე ისინი სტადიონზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს დებდნენ, რათა დაემტკიცებინათ, რომ "მანჩესტერი" მხოლოდ და მხოლოდ წითელია. მაგალითად, რიო ფერდინანდი, მშვიდად უყურებს იმ მოვლენას, რომ მონეტა მოხვდა თვალში და მეტიც, თვლიც რომ ეს კარგიც კი იყო.

მანჩესტერი წითელია !


"ალბათ ჩემი სისხლის დენა აუცილებელიც კი იყო. ამან კიდევ ერთხელ დაანახა და გაახსენა მსოფლიოსა და მანჩესტერს სისხლისა და მანჩესტერის ნამდვილი ფერი!"-ციტირებს რიოს სიტყვები.



ხვალინდელ დერბის ფეხბურთელები გულშემატკივარზე არანაკლებად ელოდებიან. "ვესტ ჰემთან" გამარჯვების შემდეგ, სოციალურ ქსელში საკუთარი ემოციების დამალვას ვერ ახერხებდნენ "წითელი ეშმაკუნები" და აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ელოდნენ სამშაბათს.

საინტერესოა რა შემადგენლობას აირჩევს დევიდ მოიესი. მას უკვე შეუძლია ათამაშოს ტრამვიდან დაბრუნებული პორტუგალიელი ლუიშ ნანიც. თუმცა არავინ იცის რა ფორმაშია იგი და ისევ შეძლებს თუ არა ისეთი საოცარი გოლის გატანას, როგორიც 2011 წელს შეძლო:



"დერბი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ბევრი ამბობს რომ ჩვენ ამ მატჩს მოტივაციის გარეშე ვხვდებით თუმცა ეს ასე არაა. ჩვენ ყოველთვის მოტივირებულები ვართ და მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ. "სიტის" კარგი გუნდი ჰყავს და მათთან თამაში ყოველთვის რთულია მაგრამ ჩვენი სახელი და სტატუსი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვინმეს რამე დავუთმოთ,"-ციტირებს პორტუგალიელის სიტყვები.

მანჩესტერი წითელია !

ისინი ამბობენ "კარგს", ჩვენ ვამბობთ "საუკეთესოს"!
ისინი ამბობენ "ფულს", ჩვენ ვამბობთ "ისტორიას"!
ისინი ამბობენ "სამს", ჩვენ ვამბობთ "ოცს"!
ისინი ამბობენ "ლურჯს", ჩვენ ვამბობთ "წითელს"!


მანჩესტერი წითელია !

"თქვენი ფეხბურთელები აკეთებენ ფულს, ჩვენები კი ქმნიან ისტორიას !"


მანჩესტერი წითელია !


"მანჩესტერის" ფეხბურთელებს მოდუნების და რაიმეს დათმობის უფლება ნამდვილად არ აქვთ. შესაძლოა არ იქნება პერსი და ამან უკვე პესიმისტურად განაწყო რამდენიმე ჩვენგანი, მაგრამ "იუნაიტედი ხომ იქნება? "ეს "მანჩესტერული" დერბია და ერთი კაციც, რომ იყოს გუნდში მანაც ბოლომდე და თავგანწირვით უნდა ვიბრძოლოთ. ისინი იმ კლუბის ნაწილნი არიან, რომელსაც "იუნაიტედი" ჰქვია და ეს გამარჯვებას ავალებთ. მათ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ, რომ "მანჩესტერი" მხოლოდ და მხოლოდ წითელია !

მანჩესტერი წითელია !


გულშემატკივარს კი კიდევ ერთხელ ეკისრება დიდი მოვალეობა, ის "იუნაიტედისთვის" მეთორმეტე მოთამაშე უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ისინი ნამდვილ ჯოჯოხეთს დაახვედრებენ ჩვენს სტუმრებს და კლუბსაც ბოლომდე დაუდგებიან მხარში სიმღერით, პლაკატებით, ჩანტებით...

მანჩესტერი წითელია !
სიახლეები
14 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
24 მარტი 2014 23:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბოლო სურათი ჩემს სათქმელს ამბობს winked

ყოჩაღ მარი good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: love united
24 მარტი 2014 23:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ხვალ უნდა გავარღვიოთ ცისფრები.

ყოჩაღ!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 23:47
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საღოლ მარი good2

ისე თავიდან რა ცუდი დერბებია wink ბოლო დროს გამორჩეული მატჩია და ძაან მაგარიც ნეიტრაულირისთვის უფრო ალბათ :დ კარგ თამაშს ველი და იმედია ოოლდ ტრაფორდის ფაქტორი არ დაავიწყდებათ და 3 ქულას დავდებთ ხვალ
0
№4
ავტორი: Macklemore
25 მარტი 2014 00:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ მარი! მარტო ამ სიახლის გამო უნდა მოიგოს ხვალ მანჩესტერმა! :D :D
0
№5
ავტორი: DimaSanaia
25 მარტი 2014 01:29
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
სტატიის ავტორს ბრავო !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№6
ავტორი: LizarD
25 მარტი 2014 02:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძალიან კარგი სტატია, რა თქმა უნდა მანჩე წითელია!
0
№7
ავტორი: davita
25 მარტი 2014 08:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
კაი სტატიაა მალადეც... ხვალე გავინგრევთ სახეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№8
ავტორი: RojoDiablo
25 მარტი 2014 08:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს რა გვყავს მარიამი ჰა ეს რა გვყავს. Yeah1 manchester is red and always will be red.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: red devil
25 მარტი 2014 08:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ისინი ამბობენ "კარგს", ჩვენ
ვამბობთ "საუკეთესოს"!
ისინი ამბობენ "ფულს", ჩვენ
ვამბობთ "ისტორიას"!
ისინი ამბობენ "სამს", ჩვენ
ვამბობთ "ოცს"!
ისინი ამბობენ "ლურჯს", ჩვენ
ვამბობთ "წითელს"!
"თქვენი ფეხბურთელები
აკეთებენ ფულს, ჩვენები კი
ქმნიან ისტორიას !"
"
საღოლ ავტორ
0
№10
ავტორი: Best 7
25 მარტი 2014 09:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
საღოლ ეს გოგო მაგარ სიახლეებსწერს ვეჩნა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top