თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2014, 17:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2120,
კომენტარები: 9
მატას კიდევ ერთი ბლოგი
მატა დერბის ელოდება.
მატას კიდევ ერთი ბლოგი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე მატა ორშაბათობით საკუთარ ბლოგში გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.

"ალბათ უკვე მიხვდით, რომ ამ სტრიქონებს ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი ვწერ. ხასიათი კი ბოლო მატჩებში მოპოვებულმა გამარჯვებებმა გამომიკეთა. ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებებს, რომელიც მორალურად გაგვაძლიერებს მომდევნო მატჩებისთვის."

"ეს ფეხბურთია და ასე თუ ისე გამარჯვებას ზეიმობ, მარცხს კი განიცდი. ამ საკითხში კი ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორ რეაგირებთ - რჩებით თუ არა მორალურად ძლიერი და სამუშაოზე კონცენტრირებული. ახლა ჩვენთვის პრემიერ-ლიგის ყოველი მატჩი უკანაკსნელივითაა."

"წინა ბლოგში ვსუბრობდი კლუბის ფესვებზე, მის ბრძოლისუნარიანობაზე. როგორი გახარებული ვიყავი როცა ყველაფერი ეს "ოლიმპიაკოსთან" მატჩში აჩვენეს! აი მაშინ გავიგე ხალხის სიტყვების შინაარსი, რომლებიც მიყვებოდნენ "ოლდ ტრაფორდზე" არსებული ატმოსფეროს შესახებ."

"კენჭისყრის შედეგების მიხედვით "ბაიერნი" შეგვხვდა. რა თქმა უნდა მეხსიერებაში მაშინვე 1999 წლის დაუვიწყარი ფინალი ჩნდება. ჩვენ რაიან გიგსს უნდა გავესაუბროთ და დავადგინოთ, თუ როგორ დავამარცხეთ იმ ღამით გერმანელები. თუ გავითვალისწინებთ მიუხენელთა მიმდინარე სათამაშო ფორმას, ურთულესი შეხვედრები გველის. მაგრამ ჩვენს ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ გავცდეთ."

"გასული კვირა ჩვენთვის "ვესთ ჰემთან" მოპოვებული გამარჯვებით დასრულდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს მატჩი იმ მხრივ, რომ რუნიმ თითქმის მოედნის შუა ნაწილიდან გაიტანა გოლი. ვფიქრობ იმ ეპიზოდში ერთადერთი სწორი გამოსავალი იპოვა."

"გუნდი დარწმუნებულია თავის ძალებში და ემოციურ აღმართზე იმყოფება. წინ ურთულესი და ამავდროულად ძალზედ მიმზიდველი დავალება გვაქვს - დავამარცხოთ "სიტი". ეს ჩემს კარიერაში პირველი მანჩესტერული დერბი იქნება, რომელსაც მოუთმენლად ველოდები."


redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
24 მარტი 2014 17:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
სიტისთან მოგება დიდი სტიმული იქნება და იმედია შეძლებენ <3
0
№2
ავტორი: Berba 9
24 მარტი 2014 18:20
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგია წარსულზე, რომ საუბრობს "იუნაიტედის". მანჩესტერული დერბი მართლაც საინტერესო იქნება, მატასთვისაც რა თმქ უნდა და იმედია პირველ გოლსაც ამ მატჩში გაიტანს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: Best 7
24 მარტი 2014 19:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
au movigebdet ra magari iqneba kargad unda moindomon
0
№4
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 20:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სამწუხარია ბაიერნთან რო ვერ იქნება

სიტისთან გამარჯვება მინდა, იმედია ყველაფერს გააკეთებენ
0
№5
ავტორი: DimaSanaia
24 მარტი 2014 21:10
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ეს კაცი მოინათლა ეშმაკად <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№6
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2014 21:17
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
DimaSanaia,
კიი, ასეა...უკვე ისეთ განცხადებებს აკეთებს რომ რა ვიცი...სულ ჩვენ და ჩვენ გაიძAხის...გუნდზე სულ პირველ პირში საუბრობს და ყოველ ინტერვიუში უდიდესი სიყვარულს აფრქვევს...უკვე როხო დიაბლოა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Manutd vs chelsea
24 მარტი 2014 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
Kai kacia da imedia gaitans
0
№8
ავტორი: Macklemore
25 მარტი 2014 02:15
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აუ ამას ერთი გოლი უნდა და ვაფშე გაიხსნება! თვითდაჯერებისთვის 1 გოლი დახატავს!
0
№9
ავტორი: red devil
25 მარტი 2014 08:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მატას გოლი მინდა სიტისთან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top