თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2014, 17:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1896,
კომენტარები: 4
ეიფორიაში არავინაა
დარენ ფლეთჩეროს თქმით კლუბის მოთამაშეები ყველაფერს სწორად აფასებენ.
ეიფორიაში არავინაა
დარენ ფლეთჩერი აცხადებს, რომ არც ერთი მისი თანაგუნდელი ეიფორიაში არ არის და ყველა მზადაა ბეჯითად მუშაობა გააგრძელოს.

"გუნდს არ მოსწონს ის, რაც მას ამ ეზონში სჭირს. "ოლიმპიაკოსთან" მატჩის შემდგომ არავითარ განსაკუთრებულ აღნიშვნას არ ჰქონია ადგილი. ჩვენ უბრალოდ ვთქვით:"მომისმინეთ, განსაკუთრებული არაფერი გაგვიკეთებია, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ". მართალია ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავედით, მაგრამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა პრემიერ-ლიგაში არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ: "დიახ, ჩვენ დავბრუნდით".

"ყოველი მატჩის შემდგომ თავს უფრო და უფრო უკეთესად ვგრძნობ. არასწორად ნუ გამიგებთ, მაგრამ ხანდახან თავადაც მიკვირს რა კარგად ჩავატარე ესა თუ ის მატჩი. ფეხბურთის გარეშე დაახლოებით 18 თვე ვიყავი. მთელი ზაფხული ვაპირებ, რომ გავისარჯო, რათა წინა შედეგებზე გავიდე."

"ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერა ამჯერადაც, ისევე როგორც მაშინ როცა პირველად გამოვედი პირველი გუნდის შემადგენლობაში სულ თავიდან იწყება. ვარჯიშებზე ბევრი უნდა ვეცადო და დავამტკიცო, რომ მე საუკეთესო ვარ."
- ციტირებს ფლეთჩერის სიტყვებს skysports.com.

redevils.ru
სიახლეები, ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 17:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოლიპიაკოსთან 3–0 მოგება კარგი მუხტი იყო, ფანებიც გაახარეს, მაგრამ რადროს დაბრუნებაზე საუბარია. ჯერ ყველაფერი წინაა

წინ ბაიერნია
0
№2
ავტორი: LizarD
24 მარტი 2014 17:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ეს კაცი რასაც აკეთებს დასაფასებელია. <3
0
№3
ავტორი: Manchester_M
24 მარტი 2014 21:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ფლეტჩ მაგარი კაცი ხარ !!!
0
№4
ავტორი: Macklemore
25 მარტი 2014 02:30
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაროჩე რა, ლიგა თუ მართლა მოვიგეთ წელს (რაზეც ლაპარაკი ძალიან ადრეა) გუნდი ძალიან სერიოზულად გაიზრდება! ნებისმიერი ფეხბურთელი წამოვა უყოყმანოდ. ეგრე აზარიც ჩვენთან უნდა იყოს ჩელსის ლიგა როარ მოეგო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top