თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2014, 14:03
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1925,
კომენტარები: 4
მოიესის მინიშნება რუნის
ახალი კაპიტანი თითქმის შერჩეულია.
მოიესის მინიშნება რუნის
ნემანია ვიდიჩისა და პატრის ევრას არყოფნაში, გასულ მატჩში კაპიტნის სამკლაური უეინ რუნიმ მოირგო. ამ უკანასკნელმა აგრეთვე თავის გამოჩენა სხვა მხრივაც მოახერხა და ულამაზესი გოლი გაიტანა "ვესთ ჰემის" კარში მოედნიც ცენტრიდან. მეორე გოლი კი მცველების შეცდომას მოჰყვა და რუნიმ დუბლის გაფორმება შეძლო.

გასულ ზაფხულს იყო საუბრები, რომ ინლისელი ფორვარდი გუნდს დატოვებდა, თუმცა ახალმა, ხუთწლიანმა კონტრაქტმა ყველანაირ ჭორებს ბოლო მოუღო და რუნი ისევ გუნდის ლიდერად რჩება.

"რუნი სამაგალითო ფეხბურთელია მთელი სეზონის განმავლობაში." აცხადებს მოიესი უეინ რუნის შესახებ. "კაპიტნის სამკლაურის ტარება, ალბათ კიდევ უფრო მეტ სიამაყეს მატებს ადამიანს. მას უნდა რომ ეს პასუხილმგებლობა აიღოს და ვფიქრობ, რომ ყველას უყვარს პასუხისმგებლიანი ფეხბურთელები. სწორედ ეს არის მიზეზი ასეთ ფეხბურთელებზე ლაპარაკისა."

"რუნიმ ორი გოლი გაიტანა "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ და ესეც ერთ-ერთი მიზეზია, იმისა რომ მისნაირ ფეხბურთელებზე გაცილებით მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ბევრ სხვა დანარჩენზე."

მოიესმა მაინცა არ გატეხა სიტყვა და აცხადებს, რომ ახალ კაპიტანს სეზონის ბოლომდე არავინ აირჩევს, მაგრამ რუნიმ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ გაუძღვეს კლუბს და ეროვნულ ნაკრებს.

"ფეხბურთში შანსი გეძლევა. მაშინაც კი, როდესაც არ ხარ გუნდის ნაწილი, მოულოდნელად შანსი გეძლევა." აგრძელებს მოიესი. "თუ შენ გუნდის საკვანძო ფეხბურთელი ხარ, გაქვს შანსი რომ კაპიტანი გახდე. რუნის ეს შანსი "ვესთ ჰემის" წინააღმდეგ მიეცა და მან კარგადაც გამოიყენა. მე უკვე ვთქვი, რომ სეზონის დასრულებამდე არავითარი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რიო ფერდინანდის, პატრის ევრას და ნემანია ვიდიჩის არყოფნაში ჩვენ გადავწყიტეთ, რომ სამკლაური რუნისთვის ჩაგვებარებინა. რუნიმ მოირგო ეს უკანასკნელი და წარმატებით შეასრულა თავისი სამუშაო."

"ვესთ ჰემთან" გამარჯვებამ და "ოლიმპიაკოსის" ბარიერის გადალახვამ, წითელ ეშმაკებს თავდაჯერებულობა შემატა და ისინი მოუთმენლად ელიან სამშაბათს გასამართ მანჩესტერულ დერბის.

"ჩვენი თამაშის ხარისხი ნელ-ნელა პროგრესს განიცდის და თუ ხვალ ისეთივე შემართებით წარვსდგებით "სიტის" წინააღმდეგ, ჩვენ შანსები გვექნება. ხოლო, თუ ისეთივე სიმამაცეს ვაჩვენებთ, როგორც "ოლიმპიაკოსთან" მატჩის დროს იყო, მეტოქეს ჩვენს წინააღდეგ თამაში გაუჭირდება და უპირატესობა ჩვენსკენ იქნება" დაასრულა მოიესმა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Macklemore
24 მარტი 2014 14:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაპიტნობა ხასიათია პირველ რიგში და რუნის რო ჟილკა არ აკლია ეგეც ყველამ ვიცით! თან კაპიტანი მოედანზე ლიდერი უნდა იყოს და სამაგალითო და რუნის არც ეგ ეშლება. რუნის ვხედავ მე პირადად მომავალ კაპიტნად და ვიცე კაპიტნად დე ხეას!
0
№2
ავტორი: DimaSanaia
24 მარტი 2014 15:00
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ვან პერსის არ ყოფნა ძალიან არ მსიამოვნებს. ყველაფერი რთულდება მის არ ყოფნაში... მაგრამ კაგავა-მატას დუეტის იმედი მაქვს სერიოზულად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№3
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2014 16:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბაიერნთან ერთადერთია ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს.
0
№4
ავტორი: red devil
25 მარტი 2014 09:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რუნი კაპიტნად და რაფა ვიცე კაპიტნად მაგარი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top